საზოგადოებრივი ქართული მითოლოგია - ოროველა 2019, 18 აპრილი, 14:53 ძველ, წარმართულ საქართველოში ოროველა ქართული ღმერთების პანთეონის ერთ-ერთი წევრი გახლდათ. იმდენად გავრცელებული იყო ხალხში მისი კულტი, რომ ხალხურ სიმღერებში და კოლკლორში მისი სახე დღემდე შემოგვრჩა და იმდენად გენიალურ სიმღერებში, როგორიცაა მაგალითად მისივე სახელწოდების სიმღერა - "ოროველა" ან "გუთნური", ასევე "კალოური". სადაც ოროველასთან ერთად გამოყენებულია ღმერთ ჰარალეს სადიდებელი სიტყვები. როგორც ჩანს ხალხის წარმოდგენაში ეს ორი ღმერთი ერთმანეთის მოძმე ღვთაებები იყვნენ და ერთ საქმეს ემსახურებოდნენ. ოროველა იყო ქართველ წარმართთა ხვნა-თესვის, მიწათმოქმედების, ბარაქის, მოსავლის აღების, კალოობის და მიწის კეთილი ღმერთი. გლეხების შემწე და მოყვარული. სწორედ მას შესთხოვდა ხალხი მიწის ბარაქიანობას, მოსავლის სიუხვეს. შესაძლოა, როგორც ყველა ამგვარი კულტის ღვთაება, უფრო ადრეულ პერიოდში ოროველა არა მხოლოდ მიწათმოქმედების, არამედ საერთოდ, ბუნების და ადამიანთა ნაყოფიერების ღმერთიც ყოფილიყო, თუმცა ამის შესახებ ინფორმაცია დღემდე მოღწეული არ არის. ოროველას სიმღერებით ესაუბრებოდა ხალხი და არა ლოცვებით. მისადმი აღვლენილ ლოცვა-სიმღერებში კარგ ამინდს და მოსავლის დაუზიანებლობას შესთხოვდნენ. ოროველაზე უძველესი მითები სამწუხაროდ არ შემონახულა, მხოლოდ ზეპირსიტყვიერი გადმოცემებიღა შემორჩა ფოლკლორში და ისეთი სახუმარო გამონათქვამები როგორიცაა: "ოროველა და გოგია, მოხან პური და მოგივა". ოროვლას სახელი დაკავშირებული იყო უძველეს იბერო-კოლხურ ტოტემთან - ხარის კულტთანაც. კრებულები:1. საქართველო2. მეცნიერება3. რელიგია4. ქართული მითოლოგია5. ადოლფ ჰიტლერი6. ნაციონალ-სოციალიზმიავტორი: თორნიკე ფხალაძე375 2-ს მოსწონს
|