საქართველო გია სურამელაშვილი საქართველოდან მიდის 2011, 30 ნოემბერი, 17:40 დარდიმანდული მუსიკის ქართული ესტრადის ვარსკვლავი და საერთოდ, ამ სტატუსის პირველი მომღერალი, რომელიც ჯერ კიდევ 90-ანების საქართველოში ვარსკვლავობდა - ქვეყნიდან სამუდამოდ წასვლას არ გამორიცხავს. გია სურამელაშვილი სერიოზულად ფიქრობს საქართველოდან სამუშაოდ გადაბარგებას, როგორც მან ჩვენთან ექსკლუზიურ საუბარში განაცხადა თვის ბოლოს ახალი ალბომის ჩაწერას მორჩება თუ არა, გასტრო მომღერალი ამჟამად კორპორატიულ საღამოებზე და რამდენიმე რესტორანში პერიოდული პროგრამით მუშაობს, ყავს პირადი სამკაციანი დაცვა, პირადი მძღოლი, პირადი სტილისტი და მოკლედ ყველა ის `ატრიბუტი~ რაც სტატუსით ვარსკვლავს ჭირდება, მაგრამ ისრაელში სამუდამოდ გადაბარგების თემა მაინც დღის წესრიგში დგას, რამდენად მიიღებს გია სურამელაშვილის სტილს ებრაელი მსმენელი, ეს მომავლის საქმეა, ჩვენც გვეცოდინება და თქვენც გაგაგებინებთ - რეპორტაჟს ისრაელის კონცერტიდან. 888 4-ს მოსწონს
|