x
image
მარიამ პირველი
დედა ჩემი დიდი მხარდამჭერია

საერთოდ ფანტაზიის უნარი ყოველთვის მქონდა ბავშვობიდან. პირველად ზბორიანი კაბით დაიწყო ყველაფერი, რომელიც მეორე კლასში ვიყავი, რომ შევკერე.ბავშვობიდან ვქარგავდი და ვქსოვდი.ეს ჩემთვის ყველაფერი იყო.ადრე როცა სტუდენტი ვიყავი ვქსოვდი გადასაფარებელ სამეულებს და თურქეთში ვგზავნიდი გასაყიდად.შემდეგ გავთხოვდი შემეძინა სამი გოგონა და ხელსაქმისთვის დრო აღარ მრჩებოდა.პარალელურად 173 -ე საჯარო სკოლაში ვმუშაობდი მასწავლებლად. მაშინდელი განათლების მინისტრის დიმიტრი შაშკინის ბრძანებით, განსხვავებული პოლიტიკური აზრის გამო მე და ჩემი დედამთილი ერთდროულად გაგვანთავისუფლეს სამსახურიდან.რის შემდეგაც მომიცვა საშინელმა დეპრესიამ.შემდეგ ჩემმა ნათლიამ მერიმ, რომ მნახა რა დღეშიც ვიყავი, წამიყვანა ჭრა-კერვის და დიზაინის 3 თვიან კურსზე.ამ კურსის გავლის შემდეგ ყველა ნივთს და საგანს სხვანაირად აღვიქვამდი . ქუჩაში სიარულის დროს ძირს დაგდებულს რასაც კი ვნახავდი ყველაფერი სახლში მიმქონდა, რადგან იდეის დონეზე ვიცოდი, თუ ის კონკრეტული რაღაც როგორ უნდა გამომეყენებინა და რა შეიძლებოდა მისგან გამეკეთებინა.ჩემი ხელსაქმე მოიცავს თითქმის ყველაფერს, როგორიც არის დეკუპაჟი, ანუ პრინტის გადატანას, სადღესასწაულო დეკორი, სახლის დეკორი, ტანსაცმლის კერვა და სხვ.ჩემი ნამუშევრები გამოხატავს ჩემს შინაგან ბუნებას.უკვე წლებია ვაკეთებ ამ ყველაფერს, იმდენად მივეჯაჭვე ამ საქმეს, რომ მინდა მთელი დღე ვაკეთო დაუსრულებლად.ჩემი ოჯახიც მხარს მიჭერს, განსაკუთრებით კი დედაჩემი თამარი, რომელიც ამჟამად იმყოფება ემიგრაციაში, რომელზეც ძალიან ვარ დამოკიდებული, როგორც ყველა დედისერთა.როცა დედას რამე სტკივა მეც მტკივა და პირიქით.დედას ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ჩემს შემოქმედებით საქმიანობაში, ყოველთვის მიგზავნის რაღაც უცხო და განსაკუთრებულ ნივთებს, რითიც ვაწყობ ხოლმე ხელნაკეთ ნივთებს.აქვე ვისარგებლებ და ვეტყვი ჩემს საყვარელ, ძვირფას ემიგრაციაში მყოფ დედას: დედა მენატრები და imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage










მიყვარხარ უსაშველოდ. დედა ჩემი დიდი მხარდამჭერია, აი ახლა რომ ნახავს ამ ყველაფერს ძალიან გაუხარდება. მე უკვე მაქვს ფეისბუკზე საკუთარი გვერდი''NG House''სახელწოდებით. საახალწლოდ მქონდა გამოფენა-გაყიდვა გლდანი პლაზაში და ახლა ვემზადები სააღდგომო გამოფენა-გაყიდვისთვის, რომელიც გაიმართება 21 აპრილს “მთაწმინდის პარკში."

0
82
7-ს მოსწონს
ავტორი:მარიამ პირველი
მარიამ პირველი
82
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0