საქმე ეხება სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს, ნინა წკრიალაშვილის კულტურის სამინისტროში ერთ- ერთ სამმართველოს უფროსად მუშაობის პერიოდს.
ზოგიერთმა ადამიანმა მისი ამ თანამდებობაზე დანიშვნა, სააკაშვილთან ურთიერთობას დაუკავშირა, რაც კატეგორიულად გამორიცხა თავად ნინა წკრიალაშვილმა.
„ხალხნო, კარგით რა, მაგის გამო ხომ 7 წელი არ მელაპარაკებოდა მამაჩემი. ბოლოს ვამბობდი, რომ ვყოფილიყავი მაინც, ერმა ჩამქოლა, ოჯახი არ მელაპარაკებოდა...მე ამ ადამიანს უდიდეს პატივს ვცემ, რადგან ქვეყანა ქვეყანას დაამსგავსა, პირადად ვიცნობ, არ მაქვს ძალიან ახლო ურთიერთობა, რაც შეეხება ღირსების ორდენს, მე ის იმიტომ გადმომეცა რომ ქურთაში გავაკეთეთ 5 კონცერტი იმ დროს, როდესაც იქ რუსის ჯარი იდგა და ძალიან საშიში სიტუაცია იყო, ვისაც არ შეგვეშინდა ყველას გადმოგვეცა ეს ორდენი“, -განაცხადა ნინა წკრიალაშვილმა.
ამავე ეთერში წკრიალაშვილმა სკანდალური განცხადებაც გააკეთა და იმ ადამიანის სახელი და გვარი დაასახელა ვინც მას ეროტიული სახის პირადი ვიდეო გაუსაჯაროვა.
როგორც ნინამ განაცხადა, საქმე უკვე აღძრულია და ზუსტად იცის რომ ეს ადამიანი დამსახურებულ სასჯელს მიიღებს, თუმცა აქვე დასძინა რომ ამ სახელის გასაჯაროვებით მან სიცოცხლე საფრთხის ქვეშ ჩაიგდო.
ამავე თემაზე:
"ძალიან ვრისკავ...." - ნინა წკრიალაშვილის სკანდალური განცხადება ტელეეთერში