x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
იშვიათი მოვლენა:ორი მამა და ერთი დედა-ილინოისში არწივების უცნაური ოჯახი ცხოვრობს
image


მდინარე მისისიპის სათავეებთან ცხოვრობს არწივების უცნაური ოჯახი, რომელიც მართვეებისგან დედა არწივისგან და ორი მამისგან შედგება-ორივე მამალი არწივი-ვალორ I და ვალორ I I -ასრულებენ მამის ფუნქციას და ზრუნავენ მართვეებზე.


ეს არის ძალზე იშვიათი მოვლენა ტრადიციულ ფრინველთა ოჯახში, მსგავსი მოვლენა სულ რამდენჯერმე დაფიქსირდა შეერთებულ შტატებში, 1977 წელს ალასკაზე, მინესოტაში 1983 წელს და კალიფორნიაში 1992 წელს.


მაგრამ არწივების ეს ოჯახი მკვეთრად განსხვავდება იმისგან, რასაც ადრე აკვირდებოდნენ მეცნიერები, წინა შემთხვევების დროს ოჯახის მესამე ზრდასრული წევრი არ იყო მართვეს მშობელი, არამედ ასრულებდა ძიძის მოვალეობას, ვალორ I, ვალორ II და მათი მეუღლის "სტარის" შემთხვევაში სამივე არწივი მართვეს მშობლები არიან.



შემთხვევა იმდენად არადამახასიათებელი არწივებისთვის, რომ მეცნიერებმა მათ ბუდესთან ვიდეოკამერა დააყენეს, ახლა შესაძლებელია ამ არაჩვეულებრივი ოჯახის რეალურ დროში ნახვა.



ეს ისტორია ჯერ კიდევ 2013 წელს იწყება, მაშინ ვალორ I დედალ არწივ ჰოუპთან ერთად ცხოვრობდა, ანუ ჩვეულებრივად ტრადიციული ოჯახი იყო, თუმცა ერთხელაც მოულოდნელად ვალორ I -მა უარი თქვა მართვეების აღზრდაში მონაწილეობის მიღებაზე და ჰოუპი მიატოვა.


ჰოუპი იძულებული იყო მარტოს აღეზარდა მართვეები, აი, ამ დროს გამოჩნდა მეორე მამალი არწივი, რომელსაც მკვლევარებმა ვალორ II დაარქვეს და მართვეების მამობა ითავა, გავიდა რამდენიმე დღე და ვალორ I დაბრუნდა, მაგრამ ნახა, რომ მისი ადგილი სხვა მამალ არწივს ჰქონდა დაკავებული.


მიუხედავად ამისა ვალორ I დარჩა, არც ვალორ II-ი დატოვა ბუდე, ამის შემდეგ ფრინველებმა ერთად დაიწყეს ცხოვრება.

image

2017 წელს მოხდა უბედურება, მამა-არწივები მეუღლის გარეშე დარჩნენ, როგორც ნაკრძალის რეინჯერები ყვებიან, 24 მარტს ორი სხვა არწივი თავს დაესხა ჰოუპს, ფრინველები ერთი საათი იბრძოდნენ, რის შემდეგაც ჰოუპი გაქრა, ის ამის შემდეგ აღარავის უნახავს.


მეორე დღეს იგივე განმეორდა, ის ორი არწივი ისევ დაესხა თავს მათ ბუდეს, ამჟამად "სახლში" ორივე არწივი დახვდათ-ვალორ I და ვალორ II, შედეგად მამებმა შეძლეს ბუდის დაცვა და თავდამსხმელები მოიგერიეს.

"აპრილის თვეში თავდასხმა კიდევ რამდენჯერმე განმეორდა"-აღნიშნა ნაკრძალის თანამშრომელმა, შედეგად მამებმა დედის გარეშე აღზარდეს მართვეები.


გასული წლის შემოდგომაზე -ვალორ I და ვალორ II -მა ნახეს ახალი საერთო მეუღლე "სტარი", მას შემდეგ ერთად ცხოვრობენ და ზრდიან მართვეებს.

image

0
90
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
90
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0