პროზა "ანანკე", ჩვენ თვალწინ დამწვარი ესმერალდა, კვაზიმოდო და პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი 2019, 16 აპრილი, 10:52 ANAГKH – ეს ბერძნული ასომთავრული წარწერა პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის ერთ-ერთი კოშკის ბნელ კუნჭულში აღმოჩნდა ხელით ამოკვეთილი. ქართულად ის ბედისწერას ნიშნავს და რთული წარმოსადგენი არ არის, რაოდენ დატანჯული და ცხოვრებით გაწამებული უნდა ყოფილიყო ადამიანი, რომ ამ უბედური სიტყვის დაწერის გარეშე არ მოისურვა ამქვეყნიდან წასვლა. “ანანკე” – ეს იყო სწორედ ის სიტყვა, რომელმაც შექმნა საოცარი რომანი “პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი” ... გუშინ, როდესაც ჩვენ თვალწინ ჩაიფერფლა პარიზის დიდებულება, ღვთისმშობლის ტაძარი, თითქოს ყველას კიდევ ერთხელ მოგვიკლეს ესმერალდა, თითქოს კიდევ რეკდა გლოვის ზარს კვაზიმოდო, ჩვენ კი უძლურნი ბედისწერის წინაშე, ვტიროდით ყველაფერს ერთად. ვიქტორ ჰიუგო კი გვახსენებდა, რომ: “სიყვარული ჰგავს ხეს, იგი თავისუფლად იზრდება ჩვენს არსებაში და ხშირად განადგურებულ გულშიც კი განაგძობს მწვანედ ხასხასს”. " მას ეჭირა გულშეწუხებული გოგონა თავის უხეშ ხელებში ისე ნაზად, როგორც თეთრი ქსოვილი, ეჭირა ისე ფრთხილად, რომ ეშინოდა, ზიანი არ მიეყენებინა მისთვის. ის გრძნობდა, რომ ის იყო ძალიან ძვირფასი, ნაზი ქმნილება, მაგრამ არა ამ ხელებისათვის..." ... "ანანკე", "ანანკე".... ბ ე დ ი ს წ ე რ ა .. 2772 4-ს მოსწონს 1-ს არა
|