x
ადამიანი-კალკულატორები

imageჯორჯ პარკერ ბიდერი 1806 წლის 14 ივნისს ინგლისში დაიბადა. მამა "მოანგარიშე ბიჭუნას" ეძახდა, რადგან 6 წუთში შეეძლო, გონებაში გადაემრავლებინა 9-ნიშნა ციფრი. ჯორჯის მამას სურდა, შვილი ცირკში მოეწყო და ამ გზით ეშოვა ფული, მაგრამ მდიდარი ნათესავების წყალობით, ბიდერმა უნივერსიტეტი დაამთავრა და ინჟინერი გახდა. მათემატიკური ნიჭი ბრიტანეთის სარკინიგზო გზების დაგების საქმეში გამოიყენა. შაკუნტელა დევი 1939 წლის 4 ნოემბერს ინდოეთში დაიბადა. მათემატიკური ნიჭი 3 წლის ასაკში გამოავლინა. იგი მამის ცირკში გამოდიოდა. ციფრების გამრავლების გარდა, დევი ბანქოსაც თამაშობდა და ინდოეთში ყველაზე ცნობილ მოთამაშეებსაც კი უგებდა. 1980 წელს გონებაში გადაამრავლა 13-ნიშნა ციფრი- 7, 686, 369, 774, 870 2, 465, 009, 745, 779 და 28 წამში სწორი პასუხი მიიღო. დენიელ მაკარტნი დაბადებიდან უსინათლო იყო, მაგრამ მათემატიკური მათემატიკური ნიჭითა და უნიკალური მეხსიერებით გამოირჩეოდა. ოჯახის წევრებსა და გარშემომყოფებს იმით ართბდა, რომ მათ მიერ დასახელებული წლის, თვისა და დღის ამინდსაც იხსენებდა და იმათაც, თუ ვის რა ეცვა, სადილად რა ჰქონდათ და ამგვარს.

3
134
4-ს მოსწონს
ავტორი:sandy1
sandy1
134
  
2012, 20 ივლისი, 16:05
+1 საინტერესოა
2012, 20 ივლისი, 15:10
მადლობა :*
2012, 20 ივლისი, 15:09
ყოჩაღ :D
0 1 3