x
image
ელენე გუმა
"რაღაც ზე ფამილარული ხარ და რამ მოგცა ეს სითამამე" -ეკა ხერხეულიძე ელისო კილაძეს უპირსპირდება
image

"ქრონიკა +" -ის მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე ოსიცლაურ ქსელში ნაციონალური მოძრაობის წვერის ეკა ხერხეულიძის შესახებ წერს.


კილაძე სტატუსით ხერხეულიძეს მიმართავს და ჟურნალისტ ნინო ჯღარკავასადმი მიწერილ წერილზე კითხვებს სვამს.


"Eka Kherkheulidze დიდი ხანია ჩატში ნინო ჯღარკავას თანაგრძნობის წერილებს წერ?
რატომ დატოვე ასე სასიამოვნოდ გაოცებული?
შენს პრეზიდენტს უძახის მიხუილა გიჟს და შენს პარტიას სისხლიან რეჟიმს, რას მივაწეროთ ეს თანაგრძნობა?!
ნუ, დათო საყვარელიძის დედა საჯაროდ უჭერს მხარს, შენ ფარულად !
რატომ არ მიკვირს ნეტა?"



აღნიშნულ პოსტს კომენტარებშივე ეხმაურება ეკა ხერხეულიძე.


"ელისო კილაძე, რაღაც ზე ფამილარული ხარ და რამ მოგცა ეს სითამამე, გაუგებარია.ან შენ რა იცი მე ვის რა მივწერე, ან შინაარსი, ან კონტექსტი, კითხვებს რომ სვამ და დასკვნებსაც თავად აკეთებ?ან შენი თეორიები რა შუაშია იმასთან რა სქრინითაც ხელმძღვანელობ? რაც მთავარია, სააკაშვილს ვინ რას ეძახდა, ან მის და ქვეყნის წინააღმდეგ ვინ როგორ მოქმედებდა, ეს რომ იყოს ჩემი სამოქმედო კონსპექტი, ბევრს დავუწესებდი შეზღუდვებს.მოკლედ ელისო, მაგრად მეზარება იმის მტკიცება, რომ შენნაირ პრინციპულთან და შეუდრეკელ მებრძოლთან მე საბრალოს სამტკიცებელი მაქვს რამე და ძალიან გთხოვ, სანამ რამეში საფუძვლიანად გაერკვევი, იქ გააგრძელე, სადაც მზად არიან ბრმად მიიღონ შენი მხრიდან მორალური გაკვეთილები"- წერს ხერხხეულიძე კომენტარში.


შეგახსენებთ რომ რამდნეიმე დღის წინა ნინო ჯღარკავს წინააღმდეგ ბინძური კამპანია დაიწყო, რა დროს მისი შვილის შესახებ შეურაცხმყოფელი ბრალდებები გააჟღერეს.


აღნიშნულის გამო ნინო ჯღარკავამ პროკურატურას უკვე მიმართა და დიდუბის რაიონის პროკურორსაც შეხვდა.


imageimage



0
803
1-ს მოსწონს
ავტორი:ელენე გუმა
ელენე გუმა
803
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0