x
ვის მოიყვანს ცოლად მხოლოდ ქართულის გამარჯვებული
გიორგი

რატომ გადაწყვიტე მუსიკალურ პროექტში მონაწილეობა?
- ქართული სიმღერა ჩემთვის სხვა უცხო ენოვან სიმღერებზე მნიშვნელოვანია
და ამიტომ გამიჩნდა სურვილი, რომ მიმეღო მონაწილეობა მუსიკალურ პროექტში სადაც მხოლოდ ქართული სიმღერები იქნებოდა.
რა მოგიტანა მუსიკალურ პროექრში “მხოლოდ ქართული“- ში გამარჯვებამ?
- ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, ხალხის სიყვარული და მოტივაცია მომცა პროექტმა.
უფრო მეტი უნდა ვიშრომო, რომ ეს სიყვარული შევინარჩუნო
რაც ხალხმა მომცა!

საზღვარგარეთ მუსიკალურ პროექტებში რატომ არ მონაწილეობ?
- იმიტომ, რომ ჯერ საქართველოში მაქვს ბევრი რამ გასაკეთებელი და
ვთვლი რომ აქ უამრავი რამის გაკეთება შეიძლება.
რაც მე გავაკეთე და რასაც “მივაღწიე” ვთვლი, რომ ეს ასიდან, ათი პროცენტია
და კიდევ ბევრი გავაკეთო, რომ იმ ადამიანების
იმედი გავამართლო, ვინც პროექტიდან დღემდე ჩემი გულშემატკივარია!
შემდეგ უკვე შეიძლება ვიფიქრო საზღვარგარეთ
მუსიკალურ პროექტში მონაწილეობაზე.

გიორგი


როგორი უნდა იყოს გოგო რომელსაც ცოლად მოიყვან?
- ამ საკითხში ცოტა მკაცრი ვარ. კონკრეტულად ვერ დავასახელებ რა კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს, უბრალოდ ვიტყვი, რომ წესიერი, ერთგული და ლამაზი უნდა იყოს.
მოგვიყევი შენს ოჯახზე

გიორგი

- მყავს დედა მამა და ორი და, მათ მიმართ, როგორც ყველას განსაკუთრებული სიყვარული მაკავშირებს. ზემოთ ნახსენები ოჯახის წევრებიდან ყველა ხელოვანია და თითოეული მათგანი მრავალი ნიჭითაა დაჯილოვებული, მაგრამ განსაკუთრებული ნიჭი ჩემს პატარა დას ლიკუნას აქვს, რომელსაც მუსიკის მიმართ პროფესიონალური მიდგომა აკავშირებს. ექვსი წლიდან მუსიკალურ ათწლედში ფლეიტის განხრით სწავლობს და წელს აბარებს კონსერვატორიაში.
შენი აზრით საზოგადოება პროფესიონალურად შესრულებულ მუსიკას უსმენს?
- საზოგადოებაში ყველა შეხედულების მქონე ადამიანი მოიაზრება, კონკრეტულად ვინ რას უსმენს და ვის როგორი გემოვნება აქვს ჩემი მხრიდან, ამაზე საუბარი უხერხულად მიმაჩნია, თუმცა ვთვლი, რომ უგემოვნო მუსიკა დიდი დოზით არის საქართველოში, რაც ძალიან არ მომწონს, მაგრამ ამ მუსიკასაც ჰყავს თავის მსმენელი.

გიორგი

როგორ ფიქრობ საქართველოში ღირებული მუსიკა იქმნება?
- იქმნება და ამ მუსიკის შემქმნელებთან უშუალო კავშირი მქონდა პროექტის პერიოდში, მათთან ახლაც ვაგრძელებ თანამშრომლობას ზვიად ბოლქვაძე, ნიკოლოზ რაჭველი, დავით მაზანაშვილი ესენი უნიჭიერესი და ძალიან მუსიკალური ადამიანები არიან. ნიკოლოზთან ერთად პროექტის განმავლობაში ორჯერ მომიწია სცენაზე დგომა და ძალიან მიხარია. დავით მაზანაშვილმა იმუშავა ასევე ცხრა აპრილისადმი მიძღვნილ საღამოზე, რომელშიც უნიჭიერესმა კომპოზიტორმა და მაესტრომ, ბატონმა ჯემალ სეფიაშვილმა მიმიწვია. ჩამოვთვალე ის ადამიანები ვისთანაც უშუალოდ შეხება მქონდა. ლეგენდა ადამიანებზე აღარ ჩამოვთვლი ვინც უამრავი ძალიან კარგი ნაწარმოები შექმნა, რომელთა კომპოზიციებსაც, ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლები დიდი სიყვარულით ვასრულებთ.
რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ მუსიკალურ პროექტებში გამარჯვების
შემდეგ, მომღერალი არ დაიკარგოს?
- ეს პრობლემა დგას საქართველოში სამწუხაროდ და ვმეგობრობ მათთან ვინც ჩემი წინა სეზონის გამარჯვებულები იყვნენ, რომლებიც სამწუხაროდ გაჩერებულები არიან ამ ეტაპზე და ვიმედოვნებ, რომ ეს დროებითია, ამ ქვეყანაში იმდენი პრობლემაა, რომ სამწუხაროდ ესეც აღარ მიკვირს. ვთვლი, რომ ამ ყველაფერზე ისევ სახელმწიფომ უნდა იზრუნოს და დაინტერესდნენ ამ პრობლემით, რაც სამწუხაროდ მცირედით ხდება, რომ არა ტელეკომპანიები, ახალი თაობა ვინც შევძელით ხალხთან გამოჩენა, ამასაც ვერ მოვახერხებდით. ეს ყოველივე ძალიან ცუდია და ვფიქრობ რომ ამ კუთხით ძალიან ბევრი რამეა გასაკეთებელი. ძალიან ვწუხვარ და ვფიქრობ დროა ამ პრობლემას ყურადღება მიაქციონ.

გიორგი

როგორია მუსიკოსი ადამიანის ცხოვრება?
- საინტერესო და უცნაური. ვთვლი, რომ მუსიკოსი ადამიანები ამ ცხოვრებას ბევრად განსხვავებულად უყურებენ, ვიდრე სხვა სფეროს წარმომადგენლები. მუსიკაში ხელოვნებას ვგულისხმობ.
მუსიკის რომელ ჟანრს უსმენ და რატომ?
- კონკრეტულად არცერთ ჟანრზე არ მაქვს აქცენტი გაკეთებული. მომწონს ყველანაირი მუსიკა, რაც გემოვნებიანია და ვუსმენ იმის მიხედვით თუ როგორ ხასიათზე ვარ იმ კონკრეტულ მომენტში, სლბსთ როგორც ყველა. მაგრამ არიან ჩემთვის გამორჩეული მომღერლები და მუსიკოსები, რომლებსაც არ ჩამოვთვლი იმიტომ, რომ ცოტანი არ არიან.
რომ შემოგთავაზონ სკანდალურ კლიპში მონაწილეობა დათანხმდები?
- სკანდალი მრავალმხრივი შეიძლება იყოს და იგულისხმებოდეს . გააჩნია სკანდალს თუმცა არ მქონია სურვილი, რომ პოპულარული სკანდალით გავმხდარიყავი.

გიორგი

სხვების აზრს ითვალისწინებ?
- ვითვალისწინებ იმის შემდეგ როცა ჩემს აზრზე ჩამოვყალიბდები, თუმცა ჩემი სიკეთის მოსურვე ადამიანების აზრი ყოველთვის მაინტერესებს და ხშირ შემთხვევაში ჩემს ცხოვრებაში მათი ნააზრევის გათვალისწინება ძალიან მეხმარება.
რას გეგმავ?
საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა ქალაქებში კონცერტებს ვგეგმავ. მე და სოფო ნიჟარაძე უახლოეს მომავალში კლიპზე მუშაობას ვიწყებთ, რომლის სიმღერის ჩაწერაც უკვე დასრულებულია… ასევე მე და ჩემს პატარა დას გვაქვს პროექტი რომელსაც მსმენელი ჩემს ლაივებზე იხილვს!

ავტორი: გურამი არუთინაშვილი

0
232
1-ს მოსწონს
ავტორი:გურამი არუთინაშვილი
გურამი არუთინაშვილი
232
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0