x
ქვეყანაში უამრავი ადამიანი, დამსაქმებლის მსხვერპლია
გური

• მოგვიყევი შენს შესახებ, რას საქმიანობ გარდა იმისა რომ ბლოგერი ხარ
- ბლოგერობის პარალელურად ერთ-ერთი რესტორნების ქსელში ვმუშაობ, ასევე გადაღებებზე და ქასთინგებზე დავდივარ. ვიდეოში როგორც ავღნიშნე პროფესიით არ ვარ დასაქმებული და სწორედ ამიტომ რეჟისორებიდან ველოდები შემოთავაზებებს.

• როგორ ფიქრობ, რა პრობლემებია დღეს საქართველოში?
- საქართველოში სამწუხაროდ უამრავი პრობლემაა და ამ თემას ერთ კითხვაში სამწუხაროდ ვერ ჩავატევთ, თუმცა ორ პრობლემას გამოვყოფდი, ჩვენს ქვეყანაში უამრავი ადამიანი, დამსაქმებლების უსამართლო მიდგომის მსხვერპლია. კომპანიები აბსურდულ უნარებს ითხოვენ და ამის საპასუხოდ დასაქმებულებს უმცირეს ანაზღაურებას უხდიან, რომელიც არ არის საკმარისი რომ ადამიანებმა მინიმალური მოთხოვნები დაიკმაყოფილონ... მეორე თემა კრედიტებია, სწორედ მცირე შემოსავლის გამო ბანკები უარს ეუბნებიან საზოგადოებას სესხებზე, ამის გამო მოქალაქეებს უწევთ მიმართონ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს, სადაც მოგეხსენებათ იმხელა პროცენტია, რომ რამოდენიმეჯერ გიწევს ძირი თანხის შეტანა საბოლოოდ დაფარვისთვის, ამის გამო ჩვენი მოქალაქეები მონები ხდებიან.

• რატომ გადაწყვიტე პოზიტიური ბლოგერი გამხდარიყავი?
- ჩვენს ყოველდღიურობაში პოზიტივი ძალიან მცირეა, ხშირად გვავიწყდება ღიმილი ან არ გვეღიმება, ჩემი ვიდეოები იმისათვის იქმნება რომ ჩვენ ხალისით საუბარი შევძლოთ. უამრავი ადამიანი მწერს რომ როგორი რთული დღეც არ უნდა ჰქონდეს, ჩემი ვიდეოს ნახვის შემდეგ კარგ ხასიათზე დგება, სწორედ ესაა მიზეზი თუ რატომ გადავწყვიტე ეს საქმე მეკეთებინა.


გური

• როგორი იუმორი იზიდავს ხალხს?
- დაზუსტებით ვერ გეტყვით, ყველა ადამიანი განსხვავებული და განსაკუთრებულია, რომლებსაც განსხვავებული შეხედულებები აქვთ იუმორზე, ჩემ შემთხვევაში ტრაგიკომედია უფრო აქტუალური აღმოჩნდა და ჩემს მაყურებელს ძალიან ახალისებს პოზიტიურად გადმოცემული ტრაგიკული ამბების მოსმენა.

• შენი ვიდეო რგოლები რეალურ ამბებს ასახავს?
- ყველა ისტორია ჩემს ვიდეოებში ნამდვილია და და ასახავს ამბავს რომელიც ნამდვილად გადამხდა, თუმცა არა მარტო მე, თუ გადავხედავთ კომენტარებს ვნახავთ რომ უამრავ ადამიანს შექმნია მსგავსი პრობლემა და ამიტომაცაა ასეთი აქტუალური ჩემი ვიდეოები.

• რომელია ვიდეო რომელსაც ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა?
- ეს იყო ვიდეო სადაც დაყადაღების ამბავს ვყვები, მახსოვს ჩემი დაბადების დღე იყო, გადავწყვიტე ეს ამბავი მეგობრებისთვის მომეყოლა, პარალელურად ვიდეო გადავიღეთ რომელიც გვერდზე განთავსდა რომელიც ზუსტად ერთ საათში მთელ საქართველოს ნანახი ჰქონდა, ჩვენ რათქმა უნდა არ ველოდით რომ ასეთი გამოხმაურება მოჰყვებოდა ამ ამბავს, თუმცა მერე აღმოჩნდა რომ მარტო მე არ მომსვლია ასე და ამ თემაზე უამრავი მსგავსი ისტორია მოვისმინე.
• შენი აზრით ტრიო მანდილი ქართული სამოსით ოკუპანტს აპიარებს?
- არ ვფიქრობ რომ ტრიო “მანდილი“ ოკუპანტს აპიარებს, მე ავღნიშნე ვიდეოში რომ ქართული სამოსით იმღერო რუსულად, როცა შენი ქვეყნის 20 პროცენტი ოკუპირებულია, არ არის გონივრული გადაწყვეტილება და შეურაწმყოფელია ქართველი საზოგადოებისათვის რომლებსაც სტკივათ და განიცდიან ოკუპაციას.

• რატომ აგზავნი მიწაში საზოგადოების ნაწილს?
- ფრაზა “მიწაში იარეთ“ არ არის წყევლა და არც რაიმე ნეგატიური კონტექსტის მატარებელია, თუ გავშიფრავთ ამ ფრაზას მივხვდებით რომ აბსურდული სიტყვათა კავშირია, მიწაში სიარული შეუძლებელია, შესაბამისად ეს არის ფრაზა გინებასა და წყევლას შორის სიბრაზის გამოსახატავად, სცადეთ ამ ფრაზის გამოყენება როცა ვინმე გაგაბრაზებთ და ნახავთ რომ არაჩვეულებრივად აწყნარებს ნერვებს.

გური

• რით განსხვავდება შენი ბლოგი სხვა ბლოგერებისაგან?
- სიმართლე გითხრათ სხვა ბლოგერების საქმიანობას თვალს იშვიათად ვადევნებ, თუმცა არ მინახავს რომ ვინმეს მსგავსი სახის ვიდეოები ქონდეს როგორიც მე მაქვს, ვსაუბრობ დღევანდელი საზოგადოების მწვავე პრობლემებზე, თუმცა პოზიტიურად გადმოვცემ და ადამიანებს საკუთარ გამოცდილებას ვუზიარებ ისე რომ გავხალისდეთ და ვიპოვოთ პრობლემების მოგვარების გზები.

• როგორია შენი სამომავლო გეგმები?
- სამომავლოდ უფრო აქტუალურად ვაპირებ ჩავერთო საზოგადოებრივ საქმიანობაში, პოლიტიკისგან ძალიან შორს ვარ, ამიტომ ჩემს მეგობრებთან ერთად, ყველა პარტიის დამოუკიდებლად დავიწყებთ იმ პრობლემების მოგვარებას რომლებიც გვაწუხებს, ჩვენი მომავალი ჩვენს ხელშია და უკეთეს ქვეყანას შევქმნით, არა სისხლისღვრით არამედ სიყვარულითა და თანადგომით, ვისაუბრებთ პრობლემებზე მანამ სანამ პრობლემის მოგვარების გზას არ ვიპოვით.

ავტორი: გურამი არუთინაშვილი

0
180
შეფასება არ არის
ავტორი:გურამი არუთინაშვილი
გურამი არუთინაშვილი
180
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0