x
მეტი
  • 04.07.2024
  • სტატია:135786
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510178
ქალის გაცნობის ძირითადი ასპექტები
imageბევრი მამაკაცი ღელავს, როცა მას ქალის გაცნობა უხდება. ეს ნორმალურია, რადგან ამაზეა დამოკიდებული, როგორ ჩაივლის მისი ცხოვრების რაღაც ნაწილი, ან შესაძლოა მთელი ცხოვრება. სწორედ ამიტომ არ არის რეკომენდირებული გაცნობის პროცესი თვითდინებაზე მივუშვათ.

ქალის გაცნობის ყველაზე პოპულარული ადგილი ღამის კლუბია. ქალების უმრავლესობა, ხომ აქ იმისთვის დადის, რომ ვინმე გაიცნოს. მაშ როგორ გავაკეთოთ ისე, რომ ყველა მამაკაციდან ქალმა აგირჩიოთ სწორედ თქვენ? ქალები მამაკაცებს რამოდენიმე კრიტერიუმით აფასებენ. პირველი გარეგნობაა. კარგია თუ მამაკაცი მოწესრიგებულად გამოიყურება. მამაკაცის ჟესტიკულაცია უნდა იყოს სწორედ რომ მამაკაცური. თქვენი ჟესტიკულაცია უნდა მეტყველებდეს თქვენზე, როგორც დადებით და სერიოზულ ადამიანზე. მნიშვნელოვანი ასპექტია ქალთან საუბრის უნარი, თქვენ უნდა შეგეძლოთ საუბრის შენაჩუნება, ქალის გამხიარულება, მოკლედ ყველაფერი უნდა გააკეთოთ, რომ მას თქვენთან არ მოეწყინოს.

ჩავთვალოთ, რომ გოგონას მოეწონეთ, ის ელოდება, რომ თქვენ მიხვალთ მასთან. მიდით მასთან და ჰკითხეთ რა ჰქვია. აუცილებლად დააკვირდით, როგორ პასუხს მიიღებთ. ამის მიხედვით შეიძლება გააკეთოთ დასკვნა უნდა მას თქვენთან ურთიერთობის გაგრძელება თუ არა. ეცადეთ მას სახელით მიმართოთ, არავითარ შემთხვევაში არ დაამახინჯოთ სახელი ან მოფერებით ფორმაში არ გადაიყვანოთ.

ესაუბრეთ მას თემაზე, რომელიც საინტერესოა მისთვის. უამბეთ თქვენს შესახებ, მოუყევით თქვენს ინტერესებზე და ჰკითხეთ რა ინტერესები აქვს მას, რას საქმიანობს. საუბრისას უყურეთ თვალებში და არავითარ შემთხვევაში დეკოლტეში ან მოშიშვლებულ ფეხებზე.


თუ თქვენ ყველაფერს სწორად გაკეთებთ ქალი აუცილებლად დაინტერესდება თქვენით. თუმცა ამავე დროს მნიშვნელოვანია აგრძნობინოთ მას, რომ მისით დაინტერესდით და ის გჭირდებათ.

არ დაგავიწყდეთ კომპლიმენტები, მაგრამ ნუ გამოიყენებთ გაცვეთილ ფრაზებს, ეცადეთ მოიფიქროთ რამე რაც სწორედ მას შეესაბამება. ამასთან კომპლიმენტები არ უნდა ეხებოდეს მხოლოდ მის გარეგნობას... აუცილებლად აღნიშნეთ მისი ხასიათის თვისებები, ჭკუა და ა.შ.

P.S. ხშირად უთხარით ქალებს კომპლიმენტები.

4
531
6-ს მოსწონს
ავტორი:ტორნადო07
ტორნადო07
531
  
2012, 24 ივლისი, 17:39
აქ ძირითადად თეორიული მასალა იდო... პრაქტიკულ რჩევებს რაც შეეხება ჩემს ახალ ატატიებშია :)
2012, 23 ივლისი, 12:50
უფრო კონკრეტულად შემდეგში დავწერ, როცა დრო მექნება :)
2012, 22 ივლისი, 0:07
მეგონა რამე ახალს გავიგებდი, მაგრამ ესეც კარგია :))
+1
2012, 21 ივლისი, 0:30
+1
0 1 4