x
image
ნინო ბაისონაშვილი
რას დაჰკარგავდა თანამედროვე ჟურნალისტიკა, რომ არა ერთი ქალი?
ნელი ბლაი გასული საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და გამორჩეული ქალია. მას უდიდესი წვილი მიუძღვის საგამოძიებო ჟურნალისტიკის განვითარებაში და მის ერთ-ერთ ფუძემდებლადაც თამამდ შეგვიძლია მივიჩნიოთ. ამ ძლიერი და უშიშარი ქალბატონის ნამდვილი სახელი და გვარია ელისაბედ კოჩრანი, ეს ფსევდონიმი კი მის თანამედროვე ამერიკაში პოპულარული სიმღერიდან შეარჩია. ის მხოლოდ საგამოძიებო ჟურნალისტიკასთან არ არის ასოცირებული, ქალბატონმა იმოგზაურა მსოფლიოს გარშემო ოთხმოც დღეში, რაც, ფაქტბრივად, რეკორდია.

როგორ დაიწყო ყვლაფერი? ეს ძალიან საინტერესო ისტორიაა. ერთ დღეს ნელიმ მწვავედ გააკრიტიკა ერთ-ერთ ჟურნალში გამოცემული სტატია, სადაც ქალების როლი და მნიშვნელობა მეტად დაკნინებული იყო. ქალმა წერილი მისწერა რედაქტორს, სადაც აპროტესტებდა ფაქტს და აღნიშნავდა, რომ ქალებს ბევრად მეტი შეუძლიათ, ვიდრე რეპროდუქციული ფუნქციის და მხოლოდ საშინაო საქმეების შესრულებაა. წერილში ავტორი ავლენდა ღრმა კრიტიკულ აზროვნებას და ფართო განათლებას, რამაც რედაქტორის ყურადღება იმთავითვე მიიქცია და საპასუხო წერილში სთხოვა გაზეთში მისულიყო სამუშაოდ. ნელი მალე მიხვდა, რომ ყვავილებსა და მოდაზე წერა მისი საქმე არ იყო, ეგრეთ წოდებული “ფემინური “თემები მას არ იზიდავდა და “ნიუ იორკ ვორლდში“ გადავიდა, სადაც მალევე მიიღო პირველი დიდი გამოწვევა, კერძოდ, წასულიყო კუნძულზე და გამოეკვლია ფსიქიატრიულ კლინიკებში არსებული მდგომარეობა. ის, რაც ჟურნალისტმა ნახა, საგანგაშო აღმოჩნდა. მან გამოავლინა ღირსებისშემლახავი და არაადამიანური მოპყრობის შემაძრწუნებელი ფაქტები. ცხადია, რეპორტაჟს დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა, რამაც ცოტახანში კლინიკებში მდგომარეობა საგრძნობლად გააუმჯობესა. ჯიუტი და გამჭრიახი ახალგაზრდა კორესპონდენტი არ ჩერდებოდა, ის საიდუმლო გზებით აღწევდა ციხეებში, ქარხნებსა და სხვა დაწესებულებებში, დაუფარავად, უკომპრომისოდ ამხელდა მუშების მძიმე ყოფას, მათ მიმართ არსათანადო მოპყრობის ფაქტებსა თუ მაღალჩინოსანთა კორუფციას.

image

ბლაი მექსიკაში გადავიდა საცხოვრებლად, საიდანაც მალე გამოაძევეს, ვინაიდან იქაც გააგრძელა ადგილობრივი მაღალჩინოსნების მხილება. ერთხანს ბლაი შეეშვა კიდეც ჟურნალისტობას, თუმცა პირველი მსოფლიო ომის დროს საყვარელ საქმიანობას ისევ დაუბრუნდა და ომის კორესპონდენტი გახდა.



მიუხედავად იმისა, რომ ნელის არცთუ ბევრი უცხოვრია, მისი ცხოვრება სავსე იყო თავგადასავლებით და ფათერაკებით. ის 57 წლის ასაკში მწვავე პნევმონიით გარდაიცვალა, მისი წვლილი კი განუზომელია მსოფლიო ჟურნალისტიკაში, განსაკუთრებით საგამოძიებო ჟჟურნალისტიკის დარგში.


0
69
3-ს მოსწონს
ავტორი:ნინო ბაისონაშვილი
ნინო ბაისონაშვილი
69
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0