რჩევები წამწამების დაგრძელებაზე მისული გოგონას თვალები - „გამელოტდნენ“ 2019, 12 აპრილი, 9:03 ჩვეულებრივი პროცედურის საშინელი შედეგი.
ნებისმიერი ქალი ზრუნავს საკუთარ სილამაზეზე. სილამაზის სალონები ვითარდებიან ამ მოთხოვნებთან შესაბამისობაში: გათეთრებიდან დაწყებული პლასტიკურ ქირურგიამდე და იმ ყველაფრის დაგრძელებამდე, რაც ქალს უამრავ შესაძლებლობებს უხსნის.(открывает для женщин массу возможностей)
ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ მომსახურებას წარმოადგენს წამწამების დაგრძელება. თუმცა ყველა ქალი როდია შედეგით კმაყოფილი. Feedy TV ახლახანს გოგონამ საკუთარი პირადი ისტორია გაგვიზიარა ასეთი წამწამების მოშორების შემდეგ. მოიწმინდა რა თვალები, გოგონამ ძლიერი ტკივილი იგრძნო და მიხვდა, რომ მისი ნამდვილი წამწამები უბრალოდ გაქრნენ. „არ ვიცოდი რა მოხდა, სალონში ისინი საკმაოდ ძლიერად მიამაგრეს. შედეგად მე უბრალოდ უწამწამოდ დავრჩი“, - თქვა მან.სოციალური ქსელის მრავალიმოხმარებელი თვლის, რომ გოგონა წავიდა არაპროფესიონალურ სილამაზის სალონში და სწორედ ამიტომ დასრულდა ყველაფერი ასე უკიდურესად წარუმატებლად.
წამწამების დაგრძელება ახლა იშვიათობას არ წარმოადგენს. თუმცა ქალები საგულდაგულოდ უნდა დაფიქრდნენ სილამაზის სალონის და ხელოსნის შერჩევისას.
Feedy TV ექიმების გადმოცემით, არსებობს დასაგრძელებელი წამწამების მრავალი სახეობა. თუ პროდუქტს გაურკვეველი წარმომავლობა აქვს, ქალმა ის არ უნდა გამოიყენოს.
თუ რაიმე, თუნდაც მცირეოდენ დისკომფორტს გრძნობთ, მაშინ მაშინვე მიმართეთ ექიმს. არ მოიშოროთ და საერთოდ არ შეეხოთ საკუთარ წამწამებს, რადგან ამან შესაძლოა გამოიწვიოს არასასურველი პრობლემების გავრცელება და გაუარესება.
ექსპერტების ნაწილის აზრით, ქალებმა წამწამები არ უნდა დაიგრძელონ მიზეზთა რიგის გამო:ბუნებრივი წამწამების დაზიანება.გამოყენებულმა წებომ შესაძლოა მოჭიმოს და „მოაგლიჯოს“ ბუნებრივი წამწამები მოშორების დროს. ამან შეიძლება მიგვიყვანოს თმის ფოლიკულის დაზიანებამდე, რაც დროებით ან სამუდამოდ შეაჩერებს წამწამების ზრდას. ალერგიული რეაქცია.წებომ, რომელიც ამაგრებს წამწამების ზოლს ქუთუთოებზე, შესაძლოა გამოიწვიოს გაღიზიანება ან ალერგიული რეაქცია. თვალის უმცირესმა გაღიზიანებამაც კი შეიძლება გამოიწვიოს მხედველობის დაზიანება, უარეს შემთხვევაში - მის სრულ დაკარგვამდე.
ჭუჭყი და ბაქტერიები.წამწამების უხარისხო და არაჰიგიენური დაგრძელება როგორც წესი იწვევს გაღიზიანებას ან ინფექციას.
თქვენ თუ გქონიათ ამასთან დაკავშირებული პრობლემები?იხილეთ ასევე:
225 11-ს მოსწონს
|