შოუბიზნესი ნახეთ, როგორ გამოიყურებიან 60-70 -იანი წლების სექს-სიმბოლოდ წოდებული მსახიობები 2019, 11 აპრილი, 23:28 1960-1970 წლები მდიდარი იყო იმ ადამიანებით, რომლებსაც პლანეტის ყველა დროის ყველაზე სასურველ ადამიანებს უწოდებდნენ.
თუმცა დრო არავის ინდობს და უჩენს ნაოჭებს და ჭაღარას ცნობილებსაც ისე, როგორც, უბრალო ადამიანებს.
საინტერესოა, როგორ შეიცვალნენ წლებთან ერთად სოფი ლორენი, ჯეინ ფონდა, ალენ დელონი და სხვა ვარსკვლავები, რომლებთან მსგავსებაც 50-60 წლის წინ მილიონობით ადამიანს ოცნებად ქონდა. მაშ ასე დავიწყოთ და თქვენ შეაფასეთ: სოფი ლორენი - იტალიელი მსახიობი და მომღერალი . მრავალი ჯილდოს მფლობელი, რომელიც სპეციალურად მისთვის გამოიგონეს. 2019 წლის 20 სექტემბერს ის 85 წლის გახდება. ![]() ჟან-პოლ ბელმონდო - 9 აპრილს მას 86 წელი შეურულდა. ის იყო საფრანგეთის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობი. 2001 წელს ინსულტის გამო 8 წლით კინოს და თეატრს ჩამოშორდა. ![]() ბრიჯიტ ბარდო- მსახიობი, ფოტომოდელი და მომღერალი 1970 წლიდან ცხოველთა უფლებების აქტიური დამცველია. ბოლო წლებში ბარდო იშვიათად ჩნდება საზოგადოებაში. მას 28 სექტემბერს 85 წელი შეუსრულდება. ![]() ალენ დელონი- როდესაც მან მეგობრების რჩევით პროდიუსერს ფოტო გაუგზავნა, მას უპასუხეს "ძალიან ლამაზი ხარ, კარიერას ვერ ააწყობ". ის განსაკუთრებით პოპულარული იყო ქალებში. მისი სახელი ქალებს ჭკუას აკარგინებდა. დელონს 8 ნოემბერს 84 წელი შუსრულდება. ![]() ორნელა მუტი- აღნიშნული ფსევდონიმი ფრანჩესკა რომანა რიველიმ კინორეჟისორ დამიანო დამიანისგან მიიღო, როდესაც 15 წლის ასაკში მისი დებიუტი შედგა ფილმში "ყველაზე ლამაზი ცოლი" . 9 მარტს მსახიობს 64 წელი შეუსრულდა. ![]() ალ პაჩინო - ფილმების პარალელურად ის თეატრის კარგი მსახიობიც იყო. 1969-77 წლებში მიღებული აქვს პრესტიჟული თეატრალური ჯილდო "ტონი" . მას 25 აპრილს 79 წელი შეუსრულდება. ![]() ჯეინ ფონდა - სექსიმბოლო, რომელიც 1968 წელს გადაიღეს ფრანგულ-იტალიურ ერთობლივ კინოპროექტში "ბარბარელა". 21 დეკემბერს მას 82 წელი შეუსრულდება. ![]() შონ კონერი- 1989 წელს გახდა ყველაზე სასურველი მსახიობი, როდესაც ჟურნალმა People-მა მას სექს-სიმბოლოს ტიტული მიანიჭა, მაშინ 59 წლის იყო. 10 წლის შემდეგ კი იგივე ჟურნალმა XX საუკუნის ყველაზე სექსუალურ მამაკაცად დაასახელა. 25 აგვისტოს აგენტი 007-ის შემსრულებელს 89 წელი შეუსრულდება. ![]() ჯინა ლოლობრიჯიდა - 1947 წელს მან გადაწყვიტა "მის იტალიის" კონკურსში მონაწილეობა და მესამე ადგილიც დაიკავა. მსახიობი სერიოზულად იყო გატაცებული ფოტოგრაფიით, მისი ფოტოები შესულია ენციკლოპედიაშიც. 4 ივლისს მსახიობს 92 წელი შეუსრულდება. ![]() კლაუდია კარდინალე - 1957 წელს დასახელდა როგორც ყველაზე ლამაზი იტალიელი ტუნისში და მიწვეულ იქნა ვენეციის კინოფესტივალზე. მაშინ ის 19 წლის იყო. 2011 წლის თებერვალში კი Los Angeles Times -მა კინოს ისტორიაში ყველაზე ლამაზ 50 მსახიობს შორის დაასახელა. 15 აპრილს 81 წელი შეუსრულდება. ![]() უორენ ბიტი- მსახიობი პოპულარული გახადა ქლაიდის როლმა ფილმიდან "ბონი და ქლაიდი". პოპულარობის მიხედავად უორენ ბიტმა კარიერა მიატოვა და პოლიტიკაში წავიდა. 30 მარტს 81 წელი შეისრულდა. ![]() რაკელ უელჩი - მსახიობი ცნობილი გახდა 1966 წელს, ფილმის "მილიონი წელი ჩვენს ერამდე" გამოსვლის შემდეგ. ჟურნალმა Playboy -მ ის 70 -იანების ყველაზე სექსუალურ ქალად დაასახელა. 5 სექტემბერს რაკელი 79 წლის გახდება. ![]() კლინტ ისტვუდი - 1960-80 იანი წლების კაშკაშა ვარსკვლავი, რომელმაც უამრავი დასამახსოვრებელი როლი შექმნა, ის ასევე გატაცებული იყო ჯაზით და მისი რამდენიმე კომპოზიცია მისივე ფილმებში ჟღერს. ისტვუდი 31 მაისს 89 წლის იუბილეს იზეიმებს. ![]() კეტრინ დენევის აღმავლობა დაიწყო ფილმიდან "შერბურის ქოლგები" . 1970 წელს ის იყოს სარეკლმაო სახე Chanel № 5-ის. ამის შემდეგ პრესამ ის დაასახელა მსოფლიოს ყველაზე ელეგანტური ქალების სიაში. მან ასევე გამოუშვა საკუთარი სუნამო. არის დიზაინერი. დენევს 22ოქტომბერს 76 წელი შეუსრულდება. ![]() ჯოან კოლინზი - 1950 წელს დასახელდა ყველაზე ლამაზი გოგონად დიდ ბრიტანეთში. მას ყველაზე დიდი პოპულარობა მოუტანა სერიალმა "დინასტია". კოლინზი 23 მაისს 86 წლის გახდება. ![]() ჟაკლინ ბისე - ულამაზეი მსახიობი, რომელმაც არაერთ ცნობილ სამხიობთან ერთად ითამაშა. ის გათხოვილი არასოდეს ყოფილა, თუმცა 15 წლიანი სასიყვარულო ურთიერთობა აკავშირებდა რუს ბალეტმეისტერთან. არის ანჯელინა ჯოლის ნათლია. ბისეს 13 სექტემბერს 75 წელი შეუსრულდება. ![]() ფეი დენაუეი- ბონის როლის შემსრულებელი ფილმში "ბონი და ქლაიდი" . ის დასახელდა თანამედროვეობის ყველაზე ლამაზ ქალად. 14 იანვარს ფეი 78 წლის გახდა. ![]() და ბოლოს ოლივია დე ხევილენდი- 1930-40-იანი წლების პოპულარული მსახიობი, ის ერთადერთი ცოცხალი ლეგენდაა 30-იანი წლების კინოსი. მას 1 ივლისს 103 წელი შეუსრულდება. ![]() 578 1-ს მოსწონს
|