x
მეტი
  • 22.12.2024
  • სტატია:138963
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512523
ქართული მითოლოგია - თერგვაული
თერგვაული


დიდი ღვთისშვილი, მთის თეთრ ქორად წოდებული თერგვაული ერთ-ერთი უძველესი მითოსური სახეა ქართულ, კერძოდ კი ფშავ-ხევსურულ მითოლოგიაში. ის იყო კოპალას და ბაადურის თანამებრძოლი მორიგე ღმერთის ნასახი (გაჩენილი) დევ-ქაჯთა წინააღმდეგ წინამბრძოლი კისტნელი (პირიქითა ხევსური) გმირი ღმერთკაცი. თერგვაულის სახელი ეტიმოლოგიურად უკავშირდება მდინარე თერგს და შესაძლოა, როგორც დარგის სპეციალისტები ვარაუდობენ, თავად ქართველთა მითოლოგიურ წინაპარს თარგამოსს. შემოგთავაზებთ ერთ-ერთ ეპიზოდს თერგვაულის შესახებ ანდრეზებიდან და მითოსიდან:


თერგვაული


ღვთისშვილი კოპალა ქაჯთა მეფემ, სახელად ბუქრამ შავი ზღვის მორევში შეიტყუა და დაატყვევა, ამ ამბიდან ერთი წლის თავზე მორიგე ღმერთმა თავის ნასახებს კოპალას გამოხსნისკენ მოუწოდა. თერგვაულმაც მიატოვა ღვტის კარი ანუ ზეციური სასახლე და ქაჯეთისკენ აიღო გეზი. ქაჯთა ბაზარზე ნახა ერთ-ერთი თავისნაირი ხვთისშვილი, მორიგეს ნასახი, სულ ხომ ისინი 3 ათასნი იყვნენ. ეს ღმერთკაცი ქაჯებს დაეტყვევებინათ, ამცირებდნენ და სახედარივით ზედ ასდებოდნენ. თერგვაულმა ამ დროს გამოავლინა თავისი თავი და ქაჯებმაც იცნეს, დაესია ქაჯთა ლაშქარი თეთრსა მთის ქორსა თერგვაულს. ამავე დროს მას თან ახლდა თანამებრძოლი, რომელიც შეუშინდა ამხელა მასას ქაჯებისას და სთხოვა თერგვაულს, ნუ შევერკინებით, დაგვიჭერენო. თერგვაულმაც საგმირო იარაღი კაბის (სამოსის) კალთაში დამალა და შავი ბადე გადაიფარა და თანამებრძოლსაც გადააფარა. ამ მოსასხამში გახვეულებს ქაჯები ვეღარ მიეკარნენ და თავის მბრძანებელს აცნობეს დაუპატიჟებელი სტუმრის შესახებ.



თერგვაული


მთის ოდენა იყო ქაჯთა მეუფე ბუმბერაზი ბუქრა, ცხრა თავი ჰქონდა და თითო თავზე თითო თვალი. საშინელი მყვირალა იყო, ხმიანობდა იმდენად საზარლად, რომ მის ხმაზე ზღვა ღელვას იწყებდა. ცხრა სახე დაექვიტა, და იწვევდა თერგვაულს საბრძოლველად. ამ დროს თერგვაულმა ჰაერში ოქროქსოვილი გაშალა, გააჩერა, ზედ შედგა, ის შენახული ასლიტრიანი საგმირო იარაღი გააშიშვლა, ცეცხლოვანი ისრები დაუშინა ქაჯებს, სივრცეს ცეცხლი გაუჩინა და ისეთი ამბავი დაატრიალა, რომ ბუქრაიც კი შედრკა და ცხრავე თვალი აეწვა და აუცრემლდა (მანანა დაყარა), ვერ გაუძლო ცეცხლსა და ცის ქუხილს. ქაჯები შავ მორევს მიაწყდნენ. ხვთისშვილის ძალმოსილებით განცვიფრებულმა ბუქრამ უბრძოლველად მოუყარა მუხლი ძალგამოვლენილ მთის თეთრ ქორად წოდებულ ღმერთკაცს. თერგვაულმა დატყვევებული კოპალა სასწრაფოდ გაათავისუფლებინა, შემდეგ შავი ზღვის ნაპირზე დახვავებული მარგალიტი ახვეტა და უზენაეს ღმერთს - მორიგეს დიდი გამარჯვების აღსანიშნავად მიართვა ზეცის კარზე.






სხვა კრებულები:


1. საქართველო

2. მეცნიერება

3. რელიგია

4. ქართული მითოლოგია

5. ადოლფ ჰიტლერი

6. ნაციონალ-სოციალიზმი



ავტორი: თორნიკე ფხალაძე


1
240
1-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
240
  
2019, 13 აპრილი, 10:47
შავი ზღვის ნაპირებზე მარილი არი?
0 1 1