x
image
ელენე გუმა
"ვინც მიედ-მოედება და აქცენტს აკეთებს ვითომ “სკანდალურ” ამ დღის მოვლენებზე"- პრეზიდენტი განმარტებას აკეთებს
სკანდალად ქცეული მიღება პრეზიდენტის ყოფილ სასახლეში დღეს სრულიად ერის განხილვის საგანია.


საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამასთან დაკავშირებით განმარტებებს Facebook-ზე გავრცელებულ განცხადებაში აკეთებს.


ზურაბიშვილის განცხადებით, ვინც 9 აპრილის დაღუპულთა სიის წაკითხვისას ერთი გვარის უნებლიეთ გამოტოვებაზე ამახვილებს მთელ ყურადღებას .... იმან, მთავარი ვერ გაიგო და ვერ გაიაზრა, რაც მოხდა დღეს.


"მგონი, რომ ვინც მიედ-მოედება და აქცენტს აკეთებს სხვადასხვა, ვითომ “სკანდალურ” ამ დღის მოვლენებზე, როგორიც არის პროტოკოლის თანამშრომლის მიერ მესიჯის გაგზავნა დაცვის თანამშრომლისთვის, ან სვამს კითხვას: 9 აპრილის მემორიალიდან პანაშვიდის დასრულების შემდეგ, თუ რატომ გავყევი პატრიარქს და ამას “გაპარვად” აღიქვამს, ან კიდევ ჩემს შეცდომაზე (9 აპრილის დაღუპულთა სიის წაკითხვისას ერთი გვარის უნებლიეთ გამოტოვებისა) ამახვილებს მთელ ყურადღებას .... იმან, მთავარი ვერ გაიგო და ვერ გაიაზრა, რაც მოხდა დღეს: 28 წლის შემდეგ, სახელმწიფო დონეზე ზეიმით აღინიშნა დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის ხელმოწერა. უზენაესი საბჭოს ყველა წევრი მოწვეულ იქნა და მათი წვლილი - ზვიად გამსახურდიას მეთაურობით - დამოუკიდებლობის გამოცხადებაში აღიარებულ იქნა! ამითი შერიგების, ერთმანეთის პატივისცემის, ნდობის და საქართველოს გაერთიანებისკენ ერთი ნაბიჯი გადაიდგა!


გაცოცხლებული 9 აპრილის ძალა არ დაიჩრდილება და არც შენელდება!"


ცნობისთვის, 9 აპრილს დაღუპული თამარ ჭოველიძის მამამ, არკადი ჭოველიძემ ავლაბარში, სახელმწიფო ცერემონიების სასახლე პროტესტის ნიშნად დატოვა.

არკადი ჭოველიძის პროტესტი იმ ფაქტს მოჰყვა, რომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს 9 აპრილს დაღუპულთა გვარების ჩამოთვლისას თამარ ჭოველიძე არ ამოუკითხავს.


image


ასევე დაგაინტერესებთ:


"ვერ წაამეცადინებენ მაინც?"- ნახეთ, რას წერს ინგა გრიგოლია სალომე ზურაბიშვილზე

0
183
2-ს მოსწონს
ავტორი:ელენე გუმა
ელენე გუმა
183
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0