x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
გრაკლიანი გორის დიდი აღმოჩენა - 300 ათასი წლის უწყვეტი ნამოსახლარი
გრაკლიანი გორის დიდი აღმოჩენა - 300 ათასი წლის უწყვეტი ნამოსახლარი


2007 წელს, თბილისი-სენაკი-ლესელიძის მაგისტრალის მშენებლობის დროს, გამოვლინდა ძალიან მნიშვნელოვანი არქეოლოგიური მასალა გრაკლიანის გორაზე და მისი საფუძვლიანი კვლევაც დაიწყო. გრაკლიანის მინიმუმ 300 ათასწლიანი უწყვეტი განვითარების ისტორიას ადასტურებს აღმოჩენილი უამრავი, ასობით არტეფაქტი, რომელიც გამოქვეყნებულია მსოფლიოს წამყვან სამეცნიერო გამოცემებში საფრანგეთში, ჰოლანდიაში, ინგლისში, იტალიაში, გერმანიასა და ესპანეთში. გრაკლიანის განვითარებისა და პოპულარიზაციის საქმეში დაინტერესებულია იკრომის გენერალური დირექტორი სტეფანო დე კარო.


გრაკლიანი გორის დიდი აღმოჩენა


გრაკლიანის დიდი კოლექციის მნიშვნელოვანი ექსპონატებიდან საინტერესოა მაგალითად ოქროს დისკო, რომელიც ძვ.წ. IV ათასწლეულით თარიღდება. მისი ანალოგი არსებობს სამხ. მესოპოტამიაში, ქალაქ ურუქში. ასევე საინტერესოა პურის საცხობი ღუმელი, რომლის ზომებიც იცვლება შენობის ზომების შესაბამისად და შემკულია დეკორატიული ელემენტებით.


ასე რომ გრაკლიანი გორა წარმოადგენს მრავალფენიან (სულ გახლავთ 11 არქეოლოგიური ფენა, რაც მის ძალიან დიდი სიძველეზე მიუთითებს) არქეოლოგიურ ძეგლს, სადაც საზოგადოებრივი ცხოვრების 300, 000 წლიანი (3000 საუკუნის) უწყვეტი განვითარება დასტურდება ქვის ხანიდან დაწყებული, რომაული პერიოდის ჩათვლით. თუმცა აქვე აღსანიშნავია, რომ ამ ადგილას პირველყოფილ ადამიანთა ნამოსახლარების კიდევ უფრო მეტი სიძველე დამტკიცდეს და ბევრად უფრო გაიზარდოს ნამოსახლარის ასაკი დაახლოებით 2 მილიონ წლამდე ახალ-ახალ აღმოჩენებთან ერთად. გრაკლიან გორაზე არსებულ ტერასებზე ინტენსიურადაა განლაგებული საცხოვრებელი სახლები, სამეურნეო დანიშნულების ნაგებობები, ტაძრები და სამარხები, რომლებიც მინიმუმ ძვ.წ. IV ათასწლეულს და ახ.წ. I ათასწლეულს განეკუთვნება. დღევანდელი მონაცემებით მოკლედ რომ ვთქვათ გრაკლიანის გორაზე ადამიანთა მოსახლეობის ისტორია იწყება ძვ.წ. 3000 საუკუნის პერიოდში და გრძელდება ახ.წ. მე-5 საუკუნემდე. უკვე გათხრილია 300-ზე მეტი საფლავი, რომელიც სხვადასხვა პერიოდებს განეკუთვნება. გრაკლიანის ისტორიულ მნიშვნელობას კიდევ უფრო აძლიერებს მესამე ტერასაზე გამოვლენილი უნიკალური არქიტექტურული ნაშთი სატაძრო კომპლექსისა, რომლის სიგანეც 25 მეტრია. სიგრძე კი 6 მეტრი.


გრაკლიანის დიდი აღმოჩენა


ამ სატაძრო კომპლექსში შემონახულია თიხის თხელი ფენით შელესილი და დეკორით შემკული 2 მეტრის სიმაღლის კედლები. ამ კედლების ინტერიერში შემორჩენილია სარიტუალო ღუმელები და საკურთხევლები. ეს ტაძარი 2015 წლის აგვისტოში აღმოაჩინეს და ამ წელსვე გრაკლიანს ეროვნული კატეგორიის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. სწორედ ამ ტაძრის პოსტამენტზე დღემდე უცნობი დამწერლობის ერთსტრიქონიანი წარწერა გამოვლინდა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ვახტანგ ლიჩელმა განაცხადა, რომ გრაკლიანის ტაძრის წარწერები სრულიად შეცვლის მსოფლიო დამწერლობის ისტორიას. როგორც აღვნიშნეთ, ამ ძეგლის მკვლევარები აცხადებენ, რომ ამ ტერიტორიაზე უკვე დადასტურებულად აღინიშნება ადამიანთა ცხოვრების კვალი მინიმუმ 300 ათასი წლის განმავლობაში და შემდგომმა კვლევებმა შესაძლოა ბევრად გაზარდოს ეს ასაკი.


გრაკლიანის დიდი აღმოჩენა


რაც შეეხება ამ წარწერას და მის მნიშვნელობას მსოფლიო ისტორიისათვის, უნდა ვიცოდეთ, რომ მსოფლიოში უძველესი ანბანური დამწერლობა არის ფინიკიური, რომელიც თარიღდება დაახლეობით ძვ.წ. 1050 წლით. შემდეგ შეიქმნა სწორედ მისი გავლენით ებრაული დამწერლობა დაახლოებით ძვ.წ. მე-10 საუკუნეში. შემდგომ ბერძნული ძვ.წ. მე-9 საუკუნეში. ლათინური ძვ.წ. მე-7 საუკუნეში, ამას მოსდევს ქართული დამწერლობა, რომელიც აქამდე ეგონათ, რომ შეიქმნა ძვ.წ. IV საუკუნეში ფარნავაზის მეფობის პერიოდში, მაგრამ გრაკლიანის გორის წარწერის კვლევები სხვა რამეზე მეტყველებს.


გრაკლიანის დიდი აღმოჩენა


საქმე იმაშია, რომ ამერიკელმა მეცნიერებმა გრაკლიანის წარწერა ძვ.წ. XI-X საუკუნეებით დაათარიღეს. უნიკალური წარწერა 2016 წელს გაიგზავნა მაიამის ლაბორატორიაში (Beta analitic radiocarbon dating) და დადგინდა, რომ იგი შექმნილია ძვ.წ. 1005-950 წლებში. ეს ნიშნავს, რომ ქართველებმა ანბანური დამწერლობა შევქმენით არა 2400 წლის წინ, არამედ 3000 წლის წინ - მსოფლიოში პირველებმა, ფინიკიელებამდე, ან მეორეებმა, ფინიკიელების შემდგომ. (იხილეთ - National Geographic-ის სტატია გრაკლიანის შესახებ)


გრაკლიანის წარწერის გაშიფრვაზე უამრავი მეცნიერი მუშაობს და მუშაობის პროცესში იკვეთება, რომ ეს ნამდვილად წარწერაა და თან ქართველური წარმოშობის წარწერა, ამაზე რამდენიმე ქართველი მეცნიერი უკვე გეგმავს წიგნის გამოცემას. კვლევები ინტენსიურად მიმდინარეობს:


გრაკლიანის დიდი აღმოჩენა გრაკლიანის დიდი აღმოჩენა






ნაკრებები:


1. 160 სამეცნიერო სტატია

2. 100 სტატია საქართველოს ისტორიისა და კულტურის შესახებ

3. 64 სტატია საქართველოს შესახებ

4. 40 სტატია რელიგიის შესახებ

5. ქართული მითოლოგია



ავტორი: თორნიკე ფხალაძე


3
4413
4-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
4413
  
2020, 21 ივნისი, 13:58
შიმშ ქართველების წინაპრები სულ აქ იყვნენ უკვე 50 ათასი წელია არ შეწყვეტილა მოსახლეობა საპიენსის, იქამდე 300 ათასი წელი ნეანდერტალელების და იქამდე ერექტუსების 1.8 მილიონი წელი..
2019, 10 აპრილი, 21:47
უწყვეტი ცხოვრების კვალი როგორ შეიძლება არსებობდეს მეხუთე საუკუნემდე? გამყინვარებებზე არაფერი გსმენიათ? მთელი კავკასია ყინულით იყო დაფარული. ან რა ნეანდერტალელები ცხოვრობდნენ მეხუთე საუკუნეში? კარგი რა კავკასიაში მოსახლეობა ბევრჯერ გაწყდა სანამ ჩვენი წინაპრები მოვიდოდნენ
2019, 9 აპრილი, 7:10
300 ათასი წლის განმავლობაში ამ ტერიტორიაზე - გრაკლიანის გორაზე ადამიანს არ შეუწყვეტია მოსახლეობა, მაგრამ ეს უწყვეტი ჯაჭვი ახ.წ. მე-5 საუკუნეში გაწყდა, როდესაც სამეფო ხელისუფლებამ, ქრისტიანობის მიღების შემდეგ აყარა აქედან მოსახლეობა და გადაასახლა სხვა ტერიტორიაზე, ვინაიდან გრაკლიანი გორა ქართული წარმართობის ერთ-ერთ უდიდეს ცენტრს წარმოადგენდა.
0 1 3