საბუნებისმეტყველო საინტერესო ფაქტები ბაქტერიების შესახებ 2019, 8 აპრილი, 11:04 ბაქტერიების არსებობის შესახებ კაცობრიობამ არაფერი იცოდა 1676 წლამდე, სანამ ჰოლანდიელმა მეცნიერმა, ანტონ ვან ლევენჰუკმა არ აღმოჩინა. იმ ადამიანის ორგანიზმი, რომელიც იწონის 60 კილოგრამს შედგება საშუალოდ, დაახლოებით 40 ტრილიონი ბაქტერიული უჯრედისგან. პირველი ბაქტერიები დედამიწაზე წარმოიქმნენ დაახლოებით 3.8 მილიარდი წლის წინ. დღესდღეობით აღწერილია ბაქტერიების 10 ათასამდე სახეობა, თუმცა სინამდვილეში მათი სახეობების რაოდენობა რამდენიმე მილიონს აჭარბებს. ბაქტერიების ზომები სახეობებისდა მიხედვით, განსხვავდება და მერყეობს სიგრძით ან დიამეტრით 0.5-დან 5 მიკრომეტრამდე. ისინი ეუკარიოტულ ანუ ბირთვიან უჯრედებს დაახლოებით 10-ჯერ ჩამოუვარდებიან ზომით. ყველაზე პატარა ბაქტერია მაგალითად 0.3 მიკრომეტრია - ეს ის ზომაა, რომელიც აქვთ ზომით უდიდეს ვირუსებს. თითოეული საშუალო ზომის ბაქტერია დაახლოებით შეიცავს 90 მილიარდ ატომს. რეალურად დედამიწა ბაქტერიების სამფლობელო და სამეფოა. ისინი არიან სიცოცხლის დომინანტური ფორმა. ისინი ყველაფერში, ყველგან და უკიდურესად გაუსაძლის პირობებშიც კი (ექსტრემოფილები) ცხოვრობენ და მრავლდებიან. ისინი არიან ყველაზე სიცოცხლისუნარიანი და გამძლე არსებები დედამიწაზე. რომ არა ბაქტერიები, სიცოცხლის, ეკოსისტემის და დედამიწის არსებობაც კი, ყოველ შეთმხვევაში ჩვენთვის ნაცნობი ფორმით და სახით, წარმოუდგენელი იქნებოდა. მათი რიცხვი დედამიწაზე რამდენიმე ნონილიონია, ისინი ტრილიონობით ტრილიონი არიან - წარმოიდგინეთ, მხოლოდ ნიადაგის ყოველი გრამი 40 მილიონამდე ბაქტერიას შეიცავს, ხოლო მტკნარი წყლის ყოველი მილილიტრი - 1 მილიონს. აქამდე წარმოუდგენლად მიაჩნდათ, მაგრამ დამტკიცდა, რომ დედამიწის სიღრმეშიც კი ბაქტერიული სიცოცხლე ჩქეფს. ბაქტერიები პროკარიოტები ანუ უბირთვო ორგანიზმები არიან და მათი უდიდესი ნაწილი შეიცავს მხოლოდ ერთ ქრომოსომას. ეს ქრომოსომა შეიცავს აზოტოვანი წყვილების განსხვავებულ რაოდენობებს სახეობის მიხედვით, მაგალითად ენდოსიმბიოტური ბაქტერია კარსონელა რუდი შეიცავს 160, 000 აზოტოვანი ფუძის წყვილს, ხოლო სოლანგიუმ ცელულოსუმის ქრომოსომა - 12, 200, 000 აზოტოვანი ფუძის წყვილს. ბაქტერიების რამდენიმე მილიონი სახეობა იყოფა სამ მთავარ ჯგუფად ცხოვრების ნირის მიხედვით: მტაცებლები (თავს ესხმიან და კლავენ სხვა ბაქტერიებს), მუტუალისტები (რომლებსაც სხვა ორგანიზმები სჭირდებათ საცხოვრებლად ისე, რომ არაფერს უშავებენ მათ, სიმბიოზურად თანაარსებობენ მატთან, მაგალითად, როგორც ადამიანის მიკრობიოტა - 40 მილიარდამდე ჩვენი შემადგენელი ბაქტერია, რომლებიც საჭმლის მონელებაში გვეხმარებიან), და პათოგენები, რომლებიც დაავადებებს იწვევენ. ასევე დაგაინტერესებთ:1. რამდენი უჯრედია ადამიანის ორგანიზმში? 2. რამდენი ერითროციტია ადამიანში? 3. რამდენი ლეიკოციტია ადამიანში? 4. ადამიანის ქრომოსომა 5. რამდენი ატომისგან შედგება დნმ-ის თითოეული მოლეკულა? 6. რამდენი სახებაა უკვე გადაშენებული დედამიწაზე? 7. კაცობრიობა - დედამიწის კიბო? 8. ევოლუცია - უდავო მეცნიერული ფაქტი 9. დედამიწის სიღრმეში სიცოცხლე ჩქეფს 10. აბორტი - მკვლელობა თუ უფლება? ნაკრებები:1. 160 სამეცნიერო სტატია 2. 100 სტატია საქართველოს ისტორიისა და კულტურის შესახებ 3. 64 სტატია საქართველოს შესახებ 4. 40 სტატია რელიგიის შესახებ 5. ქართული მითოლოგია ავტორი: თორნიკე ფხალაძე510 1-ს მოსწონს |
Mycoplasma genitalium, პარაზიტული ბაქტერია, რომელიც ბინადრობს შარდის ბუშტში, საჭმლის მომნელებელ ტრაქტში, სასქესო ორგანოებსა და სასუნთქ გზებში, ითვლება ცოცხალ ორგანიზმებს შორის ყველაზე პატარა არსებად, რომელსაც შეუძლია დამოუკიდებელი ზრდა და გამრავლება (ვირუსები მასზე მომცრო ზომის არის, მაგრამ ვინაიდან ვირუსებს დამოუკიდებლად ზრდა და გამრავლება არ შეუძლიათ, თუ არ მოხვდნენ სხვა რომელიმე ცოცხალ ორგანიზმში, არ ითვლებიან სრულყოფილ ცოცხალ ორგანიზმებად). გენიტალიის მიკოპლაზმა ზომით დაახლოებით 200-დან 300 ნმ-მდე აღწევს და შედგება 54-50 მილიარდი ატომისგან. (ნორმალური ზომის ბაქტერია საშუალოდ დაახლოებით 1000 ნანომეტრია. ადამიანის ყველაზე პატარა უჯრედები, მაგალითად, სისხლის წითელი უჯრედები, დაახლოებით 10,000 ნანომეტრია და შედგება 2,7 ტრილიონი ატომისგან). M. genitalium არის ულტრამიკრობაქტერია, უფრო მცირე ვიდრე სხვა მცირე ბაქტერიები, მათ შორის რიკეტცია და ქლამიდია. ამასთან, ბაქტერიული შტამების აბსოლუტური უმრავლესობა შესწავლილი არ არის და შესაძლოა მასზე უფრო მცირე არსებები მომავალში იქნას დაფიქსირებული, მაგალითად ზღვის ულტრამიკრობაქტერიას Sphingomonas sp. RB2256 შტამი გავიდა 220 ნმ ულტრაფილტრში, ანუ 220 ნანომეტრზე უფრო ნაკლები ზომის იყო. შესაძლოა ზოგიერთი ბაქტერია არა ბუნებრივად, არამედ არახელსაყრელი გარემო პირობების გამო არ გაიზარდოს თავისი სახეობისთვის დამახასიათებელ ზომამდე მის გარემოში არსებული ნუტრიენტების და საკვები ნივთიერებების ნაკლებობის გამო.
Mycoplasma genitalium, a parasitic bacterium which lives in the primate bladder, waste disposal organs, genital, and respiratory tracts, is thought to be the smallest known organism capable of independent growth and reproduction. With a size of approximately 200 to 300 nm and consists of 54-50 billion atoms. (A normal bacterium is about 1000 nanometers. The smallest human cells, such as red blood cells, are about 10,000 nanometers across and is consisted by 2.7 trillion atoms). M. genitalium is an ultramicrobacterium, smaller than other small bacteria, including rickettsia and chlamydia. However, the vast majority of bacterial strains have not been studied, and the marine ultramicrobacterium Sphingomonas sp. strain RB2256 is reported to have passed through a 220 nm ultrafilter. A complicating factor is nutrient-downsized bacteria, bacteria that become much smaller due to a lack of available nutrients.