x
ტოპ 10 დასამახსოვრებელი ფაქტი მე-20 საუკუნეში
10. 1941 წლის 7 დეკემბერი. პერლ ჰარბორი-ის დაბომბვა

image 1941 ჰილტლერის არმიამ დაიპყრო ევროპის უდიდესი ნაწილი, იაპონის შეიარაღებულმა ძალებმა იგივე გააკეთა აზიაში და წყნარ ოკეანეში. ამერიკა მაქსიმალურად ცდილობა შეენარჩუნებინა ნეიტრალიტეტი, თავს დაცულად გრძნობდა ევროპაში მიმდინარე პროცესებისგან, რამდენადაც ორი ოკეანით იყო გარშემორტყმული. სამაგიეროდ იაპონელებს ჰქონდათ სხვა შეხედულება ამასთან დაკავშირებით. კვირას დაახლოებით დილის 8 საათზე იაპონისს ავიაციამ ავიაიერიში მიიტანა პერლ ჰარბორზე-ამერიკის საზღვაო ფლოტზე. 2 საათის განმავლობაში გრძელდებოდა შეტევა. ამ დროის მანძილზე იაპონელებმა ჩაძირეს 8 ამერიკული საბრძოლო გემი და უამრავი თვითმფრინავი ჩამოუგდეს. ამის შემდეგ ამერიკამ მიიღო სრული შოკი და მათ ომი გამოუცხადეს იაპონიას მომდევნო დღეს.(8 დეკემბერი)


9. 1963 წლის 23 ნოემბერი. კენედის მკვლელობა
image
კენედი 1960 წელს აირჩიეს ამერიკის პრეზიდენტად. მისი საარჩევნო კამპანია ტრაგიკულად დასრულდა დალასში ტეხასის შტატში ვიზიტისას. ის და მისი ცოლი როდესაც მანქანით მიდიოდნენ სამჯერ განხორციელდა სროლა კენედის მიმართულებით. ორი ტყვია მოხვდა პრეზიდენტს და რამდენიმე საათში ის ოფიციალურად გამოაცხადეს გარდაცვლილად.


8. 1968 წლის 4 აპრილი. მარტინ ლუთერ კინგის მკვლელობა

imageყველას მოგვეხსნება ვინც იყო ეს ადამიანი. გამოჩენილი ორატორი და რასიზმის წინააღმდეგ მებრძოლი. რასისტული დისკრიმინაციის წინააღმდეგ გაწეული ღვაწლის გამო ნობელის მშვიდობის პრემიაც კი დაიმსახურა. მისი ცნობილი ფრაზა “ მე მაქვს ოცნება". როდესაც ერთ-ერთი სასტუმროს აივანზე იდგა, მას სნაიპერმა ესროლა და სიცოხლეს გამოასალმა. მის მკვლელს 99 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.





7. 1969 წლის 20 ივლისი. მთვარეზე დაშვება

imageროდესაც “არწივი" დაეშვა მთვარეზე მთელმა ამერიკელმა ხალხმა გაიხარა. როგორც მოგეხსენებათ ამერიკა და საბჭოთა კავშირი ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ “კოსმოსურ ომებში". ჯერ კიდევ 1960 წელს განაცხადა კენედიმ რომ სულ მალე ამერიკა მთვარეზე დაეშვებაო. ის არც შემცდარა. 9 წელიწადში მილიონობით ამერიკელი უყურებდა ტელევიზიით თუ როგორ დააბიჯა ფეხი მთვარეზე არმსტრონგმა. არმსტრონგის ცნობილი სიტყვები: “ეს არის პატარა ნაბიჯი კაცისთვის, ხოლო დიდი ნახტომი კაცობრიობისთვის".



6. 1929 წლის 29 ოქტომბერი. დიდი დეპრესია

imageეს იყო გლობალური ეკონომიკური კრიზისი. რამაც გამოიწვია უამრავი ბანკის გაკოტრება, ადამიანთა გაღარიბება, სამუშაო ადგილების შემცირება, აქციების ფასების ვარდნა. გახშირდა გაკოტრებული ადამიანების თვითმკვლელობები. 10 წელიწადი და მსოფლიო ომი დასჭირდათ იმისთვის, რომ კრიზისიდან გამოსულიყვნენ.




5. 1989 წლის 9 ნოერმბერი. ბერლინის კედლის დანგრევა.

imageბერლინის კედელი ააშენეს 1961 წელს იმისათვის რომ დასავლეთ გერმნიიდან შეეჩერებინათ მოქალაქეების გადასვლა აღმოსავლეთ გერმანიაში. მას ცივი ომის სიმბოლოსაც უწოდებდნენ. ბერლინის კედლის დანგრევა ერთ-ერთი იმ გრანდიოზულ მოვლენათაგანია, რომელმაც კომუნიზმის კრახი გამოიწვია.


პ.ს გაგრძელება იქნება

0
359
1-ს მოსწონს
ავტორი:ფლეში
ფლეში
359
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0