![ჰომინოიდი ჰომინოიდი](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201904/2019040719145086985.jpg)
თითქმის ეჭვი არაა, რომ ჰომინოიდები - აფრიკაში გამოჩნდნენ და თითქმის 10 მილიონი წლის განმავლობაში მათი ისტორია დაკავშირებულია ამ კონტინენტთან.
მათი სხეულის წონა მერყეობდა 3-დან 150-170 კგ-მდე, ისინი ძირითადად ხილით და ახალგაზრდა ფოთლებით იკვებებოდნენ. იღბლიანმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს ზოგიერთი მათგანის კიდურების ძვლები, რომლის წყალობითაც ვიცით, რომ ისინი ოთხ ფეხზე დადიოდნენ და უმეტესწილად ტყეში ცხოვრობდნენ.
დაახლოებით 16-17 მილიონი წლის წინ, როდესაც აფრიკულ და ევრაზიას შორის მიწის ხიდი შეიქმნა, მნიშვნელოვნად მოხდა მათი გაფართოება - ისინი გადავიდნენ ევროპისა და აზიის სამხრეთით. ამ ჯგუფის უძველესი წარმომადგენლები ევროპაში 13-15 მილიონი წლით თარიღდებიან და აზიაში დაახლოებით 12 მილიონი. ისინი საბოლოოდ გადაშენდნენ დაახლოებით 8 მილიონი წლის წინ.