რჩევები ფრანგული მანიკიურის შესანიშნავი იდეები საგაზაფხულოდ (ფოტოები) 2019, 7 აპრილი, 15:37 გაზაფხული ადამიანებზე დადებით გავლენას ახდენს. წელიწადის ამ დროს განსაკუთრებით გინდება კარგი განწყობა და ნათელი ფერები.
ჩვენ შევარჩიეთ თქვენთვის საგაზაფხულო ფრანგული მანიკიურის იდეები, რომელიც გააფერადებს და აამაღლებს თქვენს განწყობას. საგაზაფხულო ფრენჩი კეთდება ჩვეულებრივი მანიკიურისგან, უბრალოდ მას დაემატება სხვადასხვა ფერები და ნახატები, რომელიც უბრალო თეთრს ძალიან გაახალისებს.
ცნობისთვის, ფრანგული მანიკიური ამერიკაში, გადასაღებ მოედანზე მოიგონეს. ერთ-ერთი რეჟისორი ხშირად წუწუნებდა იმაზე, რომ სტილისტები მსახიობების მანიკიურზე ძალიან დიდ დროს ხარჯავდნენ. ეს პრობლემა ფრჩხილების დიზაინერმა ჯეფ პინკმა გადაწყვიტა - მან უნივერსალური ფრანგული მანიკიური მოიგონა.
მაშ ასე, გთავაზობთ ნაირ-ნაირ იდეებს თქვენი ლამაზი ფრჩხილებისთვის.
100 3-ს მოსწონს
|