საქართველო სჭირდება თუ არა ეროვნულ მოძრაობას შავი ფული? 2019, 7 აპრილი, 11:58 მახსოვს, 1990 წელია და მთავრობის სახლის წინ მიდიოდა მიტინგი, ამ მიტინგზე გამოვიდა ნოდარ ნათაძე და მოუწოდა ე.წ შავ სამყაროს, რომ გთხოვთ, გაიღოთ შემოწირულობა და დაეხმაროთ ეროვნულ მოძრაობასო. მაშინ ქუჩებში იდგა ყუთები, სადაც სურვილის მიხედვით შეეძლო ხალხს შემოწირულობის გაღება. როცა ბატონმა ნოდარმა დაასრულა გამოსვლა, მე მაშინვე გამოვედი და მივმართე ხალხს, რომ არ ვემხრობოდი ნოდარ ნათაძის მოწოდებას. ეროვნული მოძრაობა არის ისეთი წმინდა საქმე, რომ მას არმად ნაშოვნი ფული არ სჭირდება, ეს მისთვის შეურაცხყოფა იქნება-მეთქი. ჩემ შემდეგ ზვიადი გამოვიდა და მიკიბ-მოკიბვის გარეშე თქვა: - მე ვიზიარებ გურამ პეტრიაშვილის სიტყვებს, ეროვნულ მოძრაობას წაადგება სწორედ ის ფული, რომელსაც ადამიანი საკუთარი პატიოსანი შრომით იშოვნის! 46 შეფასება არ არის
|