x
რა არის ალცჰეიმერის დაავადება?
image

ეს არის მოხუცებულთა დემენცია, რომლის დროსაც ზიანდება თავის ტვინის უჯრედები, რაც იწვევს მენტალური მდგომარეობის გაუარესებას. ამ დაავადების დროს ადამიანებს დროთა განმავლობაში უქვეითდებათ მეხსიერება და კარგავენ საკუთარი თავის მოვლის უნარსა და დამოუკიდებლად ფუნქციონირების საშუალებას.


რა სიმპტომები ახასიათებს?


  • ხშირად გამოხატული გულმავიწყობა;
  • ყურადღებით ყოფნა მხოლოდ ხანმოკლე დროის მონაკვეთებში;
  • ყოველდღიური, რუტინული ამოცანების შესრულების გართულება;
  • საუბრისა და წერის პრობლემები (გამართული წინადადებების ჩამოყალიბება);
  • დეზორიენტაცია, მსჯელობის გართულება;
  • გაღიზიანებადობა და პარანოია;

რა იწვევს ალცჰეიმერის დაავადებას?



მისი გამომწვევი ზუსტი მიზეზი უცნობია, თუმცა ამ დაავადებას ახასიათებს აცეტილქოლინის პათოლოგიური დაშლის პროცესი. აცეტილქოლინი არის ნერვული სისტემის მნიშვნელოვანი ნეიროტრანსმიტერი. ზოგიერთი სხვა კვლევა ირწმუნება რომ მისი მიზეზი შეიძლება იყოს ნერვულ სისტემაში დაგროვილი ალუმინი. ამის მიუხედავად, შეისწავლეს ალუმინის ტოქსიურობა და მისი სიმპტომები მკვეთრად განსხვავდება ალცჰეიმერის დაავადებისგან. ამრიგად, ალუმინისგან ალცჰეიმერის დაავადების გამოწვევის თეორია დაუდასტურებელი რჩება.


რა გავაკეთოთ ალცჰეიმერის პრევენციისათვის?


  • შუახნის პერიოდში დაკავდით სამსახურის გარდა სხვა საქმიანობით, იქნება ეს ფიზიკური თუ მენტალური სამუშაო. როგორც ჩანს, ადამიანები, ვინც საკუთარი სამუშაოს გარდა კავდებიან მუსიკით, მებაღეობით, ფიზიკური აქტივობით ან თუნდაც სამაგიდო თამაშებით, ნაკლებად აქვთ ალცჰეიმერის განვითარების რისკი.
  • ზოგიერთი კვლევა ამტკიცებს, რომ ის ადამიანები, ვინც თევზეულით მდიდარ საკვებს იღებენ, ნაკლებად ავადდებიან ალცჰეიმერით.
  • რეკომენდირებულია დაბალ ცხიმიანი კვების რაციონი. კალორიებითა და ცხიმებით მდიდარი საკვების მიღება კავშირშია ალცჰეიმერის დაავადების განვითარებასთან.
  • მიუხედავად იმისა, რომ ალუმინით მოწამვლასა და ალცჰეიმერის დაავადებას შორის კავშირი არ დასტურდება, მაინც უმჯობესი იქნება თუ ამ ტოქსინს მოერიდებით.

თქვენთვის შეიძლება საინტერესო იყოს:


პარაბენების მავნე ზეგავლენა ჯანმრთელობაზე


რატომ არის პალმის ზეთი ორგანიზმისთვის მავნებელი?


ღორის გრიპი - როგორ დავიცვათ თავი ღორის გრიპისგან?

0
194
1-ს მოსწონს
ავტორი:მეტრიკ
მეტრიკ
194
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0