x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138401
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512068
რისი ჯადოქარი ხართ და რაშია თქვენი მაგიური ძალა ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
image

გიფიქრიათ, რომ შესაძლოა ჯადოქარი ხართ, მაგრამ ამის შესახებ არაფერი იცით? ამ კითხვაზე თქვენივე ზოდიაქოს ნიშანი გიპასუხებთ.

სასწორი - მუსიკის ჯადოქარი

მუსიკას შეუძლია ადამიანის ცხოვრება სრულიად შეცვალოს: დეპრესიაში ჩავარდნილს სიცოცხლის სურვილი დაუბრუნოს, დააწერინოს ლექსი ან რომანი, რომელიც აღიარებას მოუტანს, თავი კომფორტულად აგრძნობინოს ან ჩააფიქროს. მუსიკა ადამიანებს შორის კომუნიკაციას ამარტივებს, შესაძლოა სიტყვებით ვერ გამოხატო, თუ რა გიტრიალებს გულში, მაგრამ მუსიკით ყოველთვის შეძლებ განწყობის გაზიარებას, - სწორედ ამ ყველაფრით ჰგავს სასწორი მუსიკას და გასაკვირი არ არის, რომ ეს ნიშანი სწორედ მელოდებისა და სიმღერების ჯადოქარია.


image


ტყუპი - კოსმოსის ჯადოქარი

ეს ჯადოქრები მთელ დროს სამყაროს შეცნობას უთმობენ, გამოირჩევიან ცნობისმოყვარეობითა და კრეატიულობით. მათი მაგია კომუნიკაციასა და ენერგიის მართვაშია. ტყუპს შეუძლია ძალიან სწრაფად აღიდგინოს სასიცოცხლო ძალა.
image
კირჩხიბი - ჩაის ჯადოქარი

კირჩხიბები თავის მაგიას, პირველ რიგში, ოჯახსა და სამზარეულოში ავლენენ. ჯადოქრობა სჭირდებათ ოჯახის წევრებისა და საყვარელი ადამიანების დასახმარებლად, მათთვის კომფორტის შესაქმნელად. ისინი სიღრმისეულად შეიგრძნობენ გარშემო მყოფების შინაგან მდგომარეობასა და საჭიროებებს. დინჯი მსმენელები და ბრძენი მრჩეველები არიან, ჩაისაც კი ოსტატურად იყენებენ მათ დასამშვიდებლად, ვინც აღელვებულია. ჩაის ხომ მოაქვს სითბო, სიმყუდროვე და, როგორი დაუჯერებელიც უნდა იყოს, დაცულობის შეგრძნება.
image

იხილეთ ყველა ნიშანი > > >




1
4043
2-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
4043
  
2019, 4 აპრილი, 23:03
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1