საქართველო ბაყვების რხევით ქვაბთან მიდის ვაშაძე, ხელში ხის დიდი ჩამჩა უჭირავს და სულ ტიტლიკანაა - დავით კალანდია 2019, 4 აპრილი, 12:36
პრესის ფურცლებიდან: "გრიგოლ ვაშაძე - მომილოცია, ხელისუფლება არ გვყავს ბატონებო - გვყავს ივანიშვილი, რომელიც სამეგრელოს შემოივლის, რადგან ეშინია, წუთები აქვს დათვლილი მის ხელისუფლებას". / / / აქ საკვანძო ფრაზაა "წუთები აქვს დათვლილი მის ხელისუფლებას!" ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ, ჩემს ფუნდამენტურ ნაშრომში "გაზონები და ვაზონები", დავწერე, რომ ყოველი არჩევნების წინ, ეს მუმლიმუხელი ენმ, (ანუ ერთიანი ნამყრალები მოძრაობა), იწყებს მანტრასავით ერთი და იგივე ფრაზის, "ოცნებას წუთები აქვს დათვლილი", გამეორებას. წარმოვიდგინე, სადღაც გამოქვაბულში, სადაც კედლებზე ღამურებისა და პტეროდაქტილების ჩონჩხები კიდია, შუაში დგას დიდი ქვაბი, რომელშიც რაღაც ყავისფერი, ბლანტი მასა იხარშება. კი ვიცი მე, ეს რა მასაა, მაგრამ ხალხი ახლა ნასადილევია და არ მინდა გავაღიზიანო და გული ავურიო, თუმცა ყველა მაინც მიხვდა, რას ვგულისხმობ. ხოდა, ქვაბს პერიოდულად უახლოვდება შიშველი ვაშაძე, ცელულიტურ ტანზე ზეთი უსვია, და მის სამედიცინო მუწუკს დაფნის ფოთოლი ფარავს. დანარჩენში სულ ტიტლიკანაა. ბაყვების რხევით ქვაბთან მიდის, ხელში ხის დიდი ჩამჩა უჭირავს, ჩაყოფს მას მოთუხთუხე მასაში, ამოიღებს, გემრიელად მოხვრეპს, მერე დაუგდებს ყურს საკუთარ სხეულში მომხდარ ცვლილებებს, და შეჰკივლებს: -რამდენიმე წუთი აქვს დათვლილი. ჰე-ჰეეეეეეი! კედლებთან, ოთხფეხზე მსხდომი დანარჩენი ე-ენ-ემელები, ხელებს მაღლა აყრიან და აფთრებივით დაიყმუვლებენ: -უუუუუუუუუუუუ, რამდენიმე წუთი, რამდენიმე წუთი რამდენიმე წუთიიიიიი... და არიან ასე, და ასე იქნებიან კიდე დიდხანს, სანამ იმ გამოქვაბულს ვინმე არ დალუქავს და ჟანგბადს არ გაუთიშავს. არ ვიცი, ოცნებას რამდენი დარჩა წუთი თუ წამი, ერთი ვიცი, მის სანაცვლოდ ენმ და მისი მეტასტაზები არ მოვლენ. და თუ მოვლენ, მე ჩემს ბატინკებს შევჭამ საჯაროდ. . . . ჩემს თავს ფიცი მივეცი, პოლიტიკაზე არაფერს დავწერ - მეთქი, მაგრამ აქ სულმა წამძლია. ნუ, აი, ძალიან დურაკია ეს თქვენი ვაშაძე და ამიტომ ვერ გავუძელი ცდუნებას. მაპატიეთ და მომიტევეთ. და ერთი ბარტყი გადმომიგდეთ. -----------------------------კომენტარები------------------------------- Tamar Gundishvili )) ეხლა ამ ზედა რამოდენიმე წუთმა და ქვაბის რამოდენიმე წუთმა ვინმე შეცდომაში არ შეიყვანოს, ერთი და იგივე არ ეგონოთ და ნაცებმა არ დაიწყონ ამ სტატუსის გაზიარება სიხარულით. )) Rusiko Mjavanadze რად უნდათ ამოქოლვა, სანამ იმ მასას შასჭამენ და მერე კიდე იმ მასის მასას და ა. შ. თავისითაც გაძვრებათ სული... და, ისემც უქნიათ, ერთმანეთიც შაუჭამიათ იმ მასით ქონებშესხმულებს სორრი((( Lela Nikuradze ჟანგბადის დროული გამთიშველია გასაგზავნი მანდ სასწრაფოდ:) Nana Lezhava რაც უყვართ იმას ჭამენ და კაი დროსაც ატარებენ! 1197 3-ს მოსწონს |
ისე "პრიკოლია" სხვის "რუსეთუმეობაზე" საუბრობდეს სსრკ-ს საგარეო საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი, ცხადზე ცხადია კგბ-ს ოფიცრობის გარეშე ვაშაძე მანდ, რომ ვერ იმუშავებდა.
"კგბ რულიტ"...