კინო ქართველ მსახიობს “Netflix”-ის ახალ სერიალში გადაიღებენ 2019, 3 აპრილი, 11:59 ქართველი მსახიობი, სერიალ "ჩემი ცოლის დაქალების" ერთ-ერთი სახე ვიკა კალანდია “Netflix”-ის ახალ სერიალში გამოჩნდება. ამის სესახებ მისი მეგობარი, ბახვა ბრეგვაძე სოციალურ ქსელში წერს. ბერგვაძის თქმით, მართალია ვიკას ეპიზოდური როლი აქვს, თუმცა ეს მაინც ფანტასტიკა და გადასარევი ამბავია. ვიკა კალანდიას ფეისბუ გვერდზე მილოცვები არ წყდება. მეგობრები მას ამ წარმატებას ულოცავენ და თბილ სიტყვებს არ იშურებენ. თავად ვიკა კი ტუნისიდან, სადაც სავარაუდოდ გადაღებები მიმდინარეობს, ფოტოებს ავრცელებს. 394 1-ს მოსწონს
|