x
მეტი
  • 03.07.2024
  • სტატია:135742
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510118
სექსუალური განათლება ქართულ სკოლებში

მოგესალმებით ყველას! დღეს იწერება უამრავი ცრუ ინფორმაცია სექსუალურ განთლებასთან დაკავშირებით, რომელიც ისედაც შეშინებულ და შეძრწუნებულ საზოგადოებას კიდევ უფრო მეტად აშინებს. სექსუალური განათლება არის საგანი რომელიც ამუშევებს ადამიანის სწორი სექსუალური აღრზდის მეთოდებს და აწვდის მოსწავლეებს ისეთ საჭირო ინფორმაციას როგორიცაა ადამიანის გამრავლება, ადამიანის სხეულის აგებულება, სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები და სხვა.

სექსუალური განათლება არის ერთ-ერთი მეტად მნიშვნელოვანი ნაწილი ადამიანის ცხოვრებაში. ამ საკითხის განხილვა უამრავ დამიანში და მათ შორის სკოლის მოსწავლეებშიც იწვევს დიდ აგრესიას ანდა სიცილს. ეს კი უკვე იმის მიმანიშნებელია რომ ქვეყანში არც თუ ისეთი სახარბიელო მდგომარეობაა ბავშვების აღზრდასთან მიმართებით .სექსუალური განათლება გულისხმობს ბავშვის მომზადებას მომავალი ცხოვრებისთვის და მის სწორ სექსუალურ აღზრდას. სკოლის მოსწავლემ ელემენტარულად უნდა იცოდეს რა არის ეგრედ წოდებული "პირადი სივრცე", ის ზღვარი რომელიც მისი ნებართვის გარეშე არავინ უნდა დაარღვიოს ან პირიქით თვითონ არ დაურღვიოს ის სხვა ადამიანს. სწორედ სექსუალური განთლების ნაკლებობა ხდება ხშირ შემთხვევაში მიზეზი დიდი გაუგებრობებისა, მათ შორის ძალადობის. ქვეყანაში დაფიქსირებული სექსუალური სახის ძალადობის გახშირებული ფაქტებიც კი იმაზე მეტყველებს, რომ მეტად მნიშვნელოვანია ამ საგნის სკოლებში შემოღება. ხშირ შემთხვევაში ძალადობის მსხვერპლნი 9-15 წლამდე ასაკის მოზარდები არიან. მოძალადეები სარგებლობენ მათი უცოდინრობით და შეგვიძლია ვთქვათ, რომ მათი მოტყუება გამოსდით. თუ ადამიანი იქნება მეტად ინფორმირებული და მოსწავლეებს მივაწვდით ყველა საჭირო ინფორმაციას, მაშინ ცხადია, იმის ალბათობა რომ ისინი ძალადობის მსხვერპლნი გახდებიან გაცილებით შემცირდება.

ამ თემის ტაბუდადებულობაც ძალიან დიდი უარყოფითი შედეგის მომტანია მოზარდებისთვის. როდესაც მოზარდი ვერ იღებს მისთვის საჭირო ინფორმაციას, ის პირველ რიგში მიმართავს ინტერნეტს. ყველასთვის ცნობილია, რომ ინტერნეტი არც თუ ისეთი სანდო წყაროა და ინტერნეტში არის უამრავი მიუღებელი, არასასურველი და მცდარი ინფორმაცია, რომელმაც შესაძლოა მოზარდის ფსიქიკაზე უარყოფითად იმოქმედოს და გახდეს იმის მიზეზი რომ მოზარდმა ნაადრევ ასაკში დაუშვას შეცდომა. ზუსტად ასეთი შეცდომები ხდება მიზეზი ისეთი პრობლემების როგორიცაა: სხვადასხვა სახი დაავადებები, ნაადრევუ ქორწინება, არასურველი ორსულობა და სხვა.

დღეისთვის მსოფლიოს ბევრ განვითარებულ ქვეყანში სექსუალური განათლება სკოლების განუყოფელი ნაწილია. შვეიცარიაში სექსუალური განთლება როგორც საგანი 1950იან წლებში გაჩნდა და ქავეყანამ იმას მიაღწია, რომ დღეს იქ ნაადრევი ქროწინების ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. ხოლო2017 წლის საქსტატის კვლევებმა გვიჩვენა რომ საქართველოში 2213 არასრულწლოვანი გოგონა გათხოვდა. სექსუალური განათლება მოგვიანებით, 1970 წლებში საფრანგეთსა და გერმანიაში გაჩნდა.


image
848 180 არც თუ ისეთი პატარა რიცხვია!












0
25
1-ს მოსწონს
ავტორი:გიორგი ქართლელიშვილი
გიორგი ქართლელიშვილი
25
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0