x
image
თამილა გურაშვილი
" დიახ, მე საერთოდ ქურდი ვარ"- მოსკოვში გავლენიანი ქართველი ქურდის, მერაბ გოგიას ბინა შტურმით აიღეს
image
მოსკოვში სპეცრაზმელებმა შტურმით აიღეს 65 წლის კრიმინალური ავტორიტეტის, მერაბ გოგიას (მელია) ბინა. ძალოვანებს მოუხდათ სპეციალური მოწყობილობების გამოყენება, რათა, სახლში აივნიდან შესულიყვნენ.

"სწრაფი რეაგირების სპეცდანიშნულების მებრძოლები იძულებული გახდნენ გამოეყენებინათ არა მთავარი შესასვლელი, არამედ, აივნის შესასვლელი, სადაც ისინი სახურავიდან ჩავიდნენ" - იუწყება "პრაიმკრაიმი." განმარტავენ, რომ კანონიერი ქურდი მხოლოდ უხეში ძალის გამოყენების შემდეგ დაემორჩილა უსაფრთხოების ძალებს და დაწვა იატაკზე.

კრიმინალური ავტორიტეტის ბინაზე თავდასხმისა და ძებნის მიზეზი იყო რუსეთის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის გადაწყვეტილება. მან მისი ყოფნა რუსეთის ტერიტორიაზე არასასურველად ჩათვალა. კანონიერი ქურდი მოათავსეს უცხოელი მოქალაქეების დროებითი დაკავების ცენტრში. ის იქ დარჩება იქამდე, ვიდრე არ მოხდება მისი დეპორტაცია. მერაბ გოგიას რუსეთის მოქალაქეობა 2019 წლის თებერვლის დასაწყისში გაუუქმდა.

კანონიერი ქურდის ჩხრეკის დროს უსაფრთხოების ძალებმა რამდენიმე პასპორტი აღმოაჩინეს.


მერაბ გოგია რუსეთში კრიმინალური გარემოს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი წარმომადგენელია. მერაბ გოგია მონაწილეობდა კანონიერი ქურდების შეხვედრაში, სადაც დააკავეს რუსული "ქურდული მოძრაობის" ლიდერი იური ფიჩუგინი (პიჩუგა). გოგია ცნობილია ასევე, თავის ყოფილ მეგობართან, ტარიელ ონიანთან (ტარო) დაპირისპირებით.

5
1022
1-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
1022
  
2019, 6 აპრილი, 18:05
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2019, 4 აპრილი, 23:12
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2019, 2 აპრილი, 21:22
კარგია მერე თუ გამოყრიან, ქურდის და ავაზაკის ადგილი ციხეშია.
პოლიტიკოს ხორცმეტს არჩევნებზე მოევლება ეს დამპლები კი თაობებს უნადგურებენ მომავალს.
ეს ვირთხები რა მისაბაძები არიან, წურბელას სამკურნალოდ გამოიყენებ ესენი კი არაფერში არგია საზოგადოებას.
2019, 2 აპრილი, 17:37
მოწონებაზე არაა, ამბავია, ანუ თან მნიშვნელოვანი, კანონიერ ქურდებს მალე დაარეპორტებენ ალბათ საქართველოში, ამაშია საქმე, თუმცა, იმასაც ვიტყვი, რომ ხორცმეტები , თან უფრო მეტად სახელისუფლებო ორგანოებში სხედან, ასე რომ
2019, 2 აპრილი, 17:19
მაპატიეთ, მაგრამ ამ ხორცმეტს ვერ მოვიწონებ
0 1 5