სისხლის სამართალი კრიმინალური არქივიდან:ჩიკაგოელი სატანისტები 2019, 1 აპრილი, 14:00 ![]() სატანისტთა ბანდამ 1981-82 წლებში მოიტაცა და მოკლა 18 ქალი, ეს იყო სიკვდილი საშინელი წამებით, "მფარტრავები" ქალებს ასახიჩრებდნენ, გვამებს ანაწევრებდნენ, ხოლო შემდეგ სატანისტურ რიტუალებისთვის იყენებდნენ. მათი პირველი მსხვერპლი იყო 28 წლის ლინდა სატონი, რომელიც 1981 წლის 23 მაისს გაიტაცეს, 10 დღის შემდეგ იგი ჩიკაგოს ერთ-ერთ რაიონში, ვილა -პარკში სასტუმრო Moonlight-ის ადმინისტრატორმა აღმოაჩინა, რომელიც ხრწნადმა სუნმა შეაწუხა.ქალის გვამი საშინლად დასახიჩრებული იყო, ხელზე ბორკილები ედო, პირში ალიკაპი ჰქონდა გაჩრილი, მარცხენა მკერდი მოჭრილი ჰქონდა, ხოლო წინდებში მცირე რაოდენობი დოლარის კუპიურები იყო ჩაჩრილი, რაც იმას მიანიშნებდა, რომ ძარცვა არ წარმოადგენდა მკვლელობის მიზეზს. თითქმის ერთი წელი გავიდა, სანამ ბანდა მეორე მკვლელობას ჩაიდენდა, ეს მოხდა 1982 წლის 15 მაისს, მათ მოიტაცეს ლორეინ ბორევსკი იმ დროს, როდესაც სამსახურში მისული, ოფისის კარს აღებდა, ბორევსკიც ანალოგიურად წამებით მოკლეს, ხოლო გვამი დაასახიჩრეს. ამის შემდეგ ბანდიტებმა კიდევ 16 ქალი გაიტაცეს, ბოლო მსხვერპლი 1982 წლის 11 სექტემბერს მოკლეს, რომლის გვამიც მხოლოდ 5 წლის შემდეგ აღმოაჩინეს. ![]() ![]() თომასმა ისიც აღიარა, რომ ყუთში გვამის ნაწილების ჩალაგების წინ მასტურბირებდნენ. ოთხივე დააკავეს, თომას კოკროალეისსი მხოლოდ იმიტომ გადაურჩა სიკვდილით დასჯას, რომ მან აღიარებითი ჩვენება მისცა.მიესაჯა სამუდამო პატიმრობა, შემდეგ სამუდამო პატიმრობა შეუცვალეს პირობითი სასჯელით და 2019 წლის 29 მარტს გაათავისუფლეს კიდეც. ![]() რობინ გეხტს 60 წელი მიუსაჯეს, მას უფლება ექნება საპატიმრო 2042 წელს დატოვოს. რაც შეეხება თომასის ძმას, ანდრეას კოკორალეისს, იგი სიკვდილით დასაჯეს, (განაჩენი 1999 წელს აღსრულდა)სხვათა შორის ანდრეასი უკანასკნელი იყო, რომელიც ილიონისის შტატში სიკვდილით დასაჯეს, 2011 წელს ამ შტატში სიკვდილით დასჯა გაუქმდა. ![]() ![]() ასევე იხილეთ240 4-ს მოსწონს
|