შოუბიზნესი ნახეთ, როგორ შეიცვალნენ ჰოლივუდის ვარსკვლავები პირველი როლიდან დღემდე (ფოტოკოლაჟი) 2019, 30 მარტი, 22:28 დღეს თუ ისინი საოცნებო ცხოვრებით ცხოვრობენ, იყო დრო, როდესაც მათი დებიუტი დაბალბიუჯეტიან, მეორეხარისხოვან როლებში შედგა და პოპულარობაზე ოცნებაც კი ძალიან შორს ეჩვენებოდათ.
ნახეთ, როგორ გამოიყურებოდნენ აწ უკვე ცნობილი მსახიობები საკუთარი კარიერის გზის დასაწყისში, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ჰოლივუდის დაპყრობაზე ოცნებობდნენ.
1. ლეონარდო დი კაპრიო - მისი დებიუტი კინოში 1988 წელს შედგა. 14 წლის ლეომ სერიალში "როზანა" ეპიზოდური როლი შეასრულა. 2. კურტ რასელი - 1963 წელს, 12 წლის კურტის დებიუტი ბროდვეის მიუზიკლში შედგა. 3. დრიუ ბერიმორი - 1980 წელს, 5 წლის დრიუმ ფილმ "ღმერთებში" ლესლი ბოგარტის როლი შეასრულა. 4. კირსტენ დანსტი - 1989 წელს, 7 წლის გოგონა გამოჩნდა ვუდი ალენის " ნიუ-იორკული ამბები"-ში. მან ეპიზოდური როლი შეასრულა. 5. ქეით უინსლეტი - "ტიტანიკის" ვარსკვლავი პირველად კინოში 1991 წელს გამოჩნდა, სერიალ "შავ სეზონში", სადაც მსახიობი 16 წლის იყო. 6. სარა ჯესიკა პარკერი - ცნობილი კერი ბრედშოუ პირველად ეკრანზე 14 წლის ასაკში გამოჩნდა, საგანმანათლებლო შოუში. 7. ნატალი პორტმანი - 1994 წელს, ვიდრე მატილდას როლს შეასრულებდა ფილმში "ლეონი", 13 წლის მსახიობი გამოჩნდა ფილმში "განვითარება". 8. მეგან ფოქსი - "ტრანსფორმერების" ვარსკვლავის დებიუტი 2001 წელს შედგა ფილმში "მზიანი არდადეგები". მაშინ მსხიობი 15 წლის იყო. 9. სკარლეტ იოჰანსონი - მსახიობის დებიუტი ოჯახურ კომედი "ნორთში" შედგა, 1994 წელს, როდესაც ის 10 წლის იყო. 10. ლივ ტაილერი - ლივის დებიუტი 1994 წელს შედგა ფილმში " მდუმარე ბრძოლა", მაშინ მსახიობი 17 წლის იყო. 11. ჯოზეფ გორდონ ლევიტი - ამერიკელი მსახიობის და რეჟისორის კარიერა 1988 წელს დაიწყო, ფილმით "არც ერთი ნაბიჯით უკან", მაშინ ის 7 წლის იყო. 70 1-ს მოსწონს
|