x
image
მაიკო ქავთარაძე
ოთარ ჭილაძის ცხოვრებისეული ფრაზები!
ოთარ ჭილაძე ყველასათვის საყვარელი და საინტერესო მწერალია, იგი 1998 წელს ნომინირებული იყო ნობელის პრემიაზე ლიტერატურის დარგში, მის კალამს ეკუთვნის რომანები: "ყოველმან ჩემმან მპოვნელმან", "მარტის მამალი", "გზაზე ერთი კაცი მიდიოდა"... პიესები: "წათეს წითელი წაღები", "ლაბირინთი" და სხვა.


image


გთავაზობთ ციტატებს მისი შემოქმედებიდან:


"ბედი არსებობს იმდენად, რამდენადაც ადამიანს სჭირდება მისი არსებობა, თუნდაც მხოლოდ იმიტომ, მას რომ გადააბრალოს თავისი მარცხიცა და წარმატებაც და ამით უფრო ასატანი გახადოს საკუთარი არსებობა...("ყოველმან ჩემმან მპოვნელმან")



"გაუზიარებელი ბედნიერება გაზიარებულ უბედურებაზე მწარეა." ("ყოველმან ჩემმან მპოვნელმან")


"-არა, ჯერ არა-თქვა ზოსიმე მღვდელმა-სანამ დედას შვილის სისხლიანი პერანგი აცვია, ქვეყანა არ დაიღუპება." ("ყოველმან ჩემმან მპოვნელმან")


"იმედის ანაბარა ცხოვრებას უიმედო ბრძოლა სჯობია."


"ადამიანმა თუ არ იჩქარა, თუ დღესვე არ მიიღო დღეს მისაღები, ხვალ გვიან იქნება და ისეთივე ხელცარიელი, გულცარიელი და თავცარიელი გაბრუნდება უკანვე, მოუსვლელში, ჯანდაბაში, როგორიც იქიდან მოვიდა." ("მარტის მამალი")


"ადამიანი სინდისია. სინდისის გარდა, რაც არ უნდა წაართვა, მაინც ადამიანი იქნება. მაგრამ სინდისი რომ წაართვა და სხვა ყველაფერი დაუტოვო, ვეღარ იქნება ადამიანი." ("მარტის მამალი")


"ვიდრე ადამიანს სინდისი აწუხებს, ყველაფერს ეშველება კიდევ, რადგან მთვარი ის კი არ არის, ღმერთმა ტალახისგან რომ შექმნა ის, არამედ, მთავარია, თავისი სული რომ ჩაჰბერა იმ ტალახს." ("მარტის მამალი")


"კაცი ძველ ტანსაცმელს საჭიროებისათვის იცვამს, ახალს კი თავის გამოსაჩენად და სხვების გულის გასახეთქადო." ("გზაზე ერთი კაცი მიდიოდა")


"ადამიანი ევლინება ამ ქვეყანას, საკუთარ გზას ადგება, ეკლებითა და ვარდებით მოფენილს. ხან ეკალი ერჭობა, ბორძიკობს, იქცევა. ხან ვარდის სურნელება და სილამაზე ათრობს, აბრუებს." ("გზაზე ერთი კაცი მიდიოდა")

2
479
5-ს მოსწონს
ავტორი:მაიკო ქავთარაძე
მაიკო ქავთარაძე
479
  
2019, 31 მარტი, 0:05
მიყვარს ჭილაძე
0 1 2