x
მეტი
  • 22.12.2024
  • სტატია:138963
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512523
სისხლიანი ბლინები, სისხლის აბაზანა და სისხლის გამოყენების სხვა უჩვეულო და შემზარავი მეთოდები
თქვენ გგონიათ, რომ სისხლი, რომელიც მიედინება ადამიანებისა და ცხოველების ძარღვებში, მხოლოდ მედიცინაში გამოიყენება? - სულაც არა. გარდა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ფუნქციისა, ამ უნივერსალურ სუბსტანციას უამრავი უჩვეულო, სპეციფიკური და ზოგჯერ შემზარავი გამოყენებაც აქვს. მაინც როგორი? - მოდით, ერთად გავერკვეთ ამაში.



image



15. სისხლი, როგორც სასმელი


image



ქრისტიანულ წესთმსახურებაში ღვინო გაიგივებულია ქრისტეს სისხლთან. თუ კარგად ჩავუფიქრდებით, ეს საკმაოდ უცნაური რიტუალია, მაგრამ ახლოსაც კი ვერ მოვა იმასთან, თუ რა მიზნით იყენებს ადამიანების გარკვეული ნაწილი სისხლს. ვამპირები-მხოლოდ საშინელებათა ფილმების სიუჟეტის ნაწილი როდი არიან. საკმაოდ ბევრი ადამიანი გაუცნობიერებლად მისდევს ვამპირიზმს, რადგან თვლის, რომ სისხლის მიღება ზებუნებრივ შესაძლებლობებს მიანიჭებს. ამ მეთოდს მიმართავენ ფსიქიური გადახრების მქონე ადამიანები ან სექტების მიმდევრები ( მაგალითად, სატანიზმისა).


14. სისხლი, როგორც ტელეფონის დამტენი


image


ჩვენი თაობა ძალიანაა დამოკიდებული ტექნოლოგიებზე. ბევრ თქვენგანს ალბათ ცხოვრება ვერ წარმოუდგენია საყვარელი გაჯეტების გარეშე. იუველირმა ნაომი კიჯნერმა შექმნა სამკაული, რომლის დახმარებით მობილური ტელეფონი შეგვიძლია დავტენოთ სისხლის მიერ წარმოქმნილი ენერგიით. გამომგონებელმა შექმნა აგრეთვე სამკაული, რომელიც ზურგის ტვინთანაა დაკავშირებული. კიჯნერი ჯერჯერობით არ აპირებს თავისი გამოგონება კომპანია Apple-ს მიჰყიდოს, რომელიც სერიოზულადაა დაინტესებული ამ ნოვაციით.



13. სისხლი, როგორც გულის ხელოვნურად გაზრდის საშუალება


image


მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ არსებობს საშუალება, რომელიც ადამიანის გულს გაზრდას აიძულებს. სწორედ ასეთი ეფექტი აქვს პითონის სისხლს. პითონის გული მოცულობაში იზრდება საჭმლის გადამუშავების პროცესის დროს, რათა ქვეწარმავალმა შეძლოს სისხლის დიდი რაოდენობის გადატვირთვა. თაგვებზე წარმოებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ თუ პითონის სისხლს სხვა ცოცხალ არსებას გადავუსხამთ, მას გულის კუნთების სწრაფი ზრდა დაეწყება.



12. სისხლი, როგორც ბაქტერიების მშთანთქმელი


image


ცოცხალი არსებების უმრავლესობას წითელი ფერის სისხლი აქვს, მაგრამ ზღვის ზოგიერთი ბინადრის, მაგალითად, ხმალთევზას სისხლი ცისფერია. იმის შესწავლისას, თუ რატომ არის ასე, მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ხმალთევზას სისხლის შერევისას ადამიანის სისხლთან მიიღება ჟელესმაგვარი სუბსტანცია. ეს თვისება შეიძლება გამოყენებული იქნას სისხლის ბაქტერიებისგან გაუვნებლობისათვის. ამ აღმოჩენის ერთადერთი ნეგატიური მხარე ისაა, რომ ხმალთევზას სისხლის მასობრივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს მისი პოპულაციის მკვეთრი შემცირება.


11. ადამიანის და უცხოპლანეტელის ერთმანეთისგან გარჩევა სისხლის საშუალებით


image


სხვადასხვა ადამიანს სისხლის განსხვავებული ჯგუფი აქვს. ზოგი მათგანი ხშირია, ზოგი კი დიდ იშვიათობას წარმოადგენს და ასეთი ადამიანებისათვის სისხლის გადასასხმელად დონორის ხანგრძლივი ძებნაა საჭირო. წინათ ექიმებს წარმოდგენაც კი არ ჰქონდათ იმაზე, რომ სხვადასხვა ჯგუფის სისხლი ერთმანეთისაგან საგრძნობლად განსხვავდება, მაგრამ ახლა ჩვენ ისიც კი ვიცით, რომ სხვადასხვა ჯგუფის სისხლის მქონე ადამიანებს ამა თუ იმ დაავადების მიმართ მეტ-ნაკლები მიდრეკილება აქვთ. სწორედ ამის გამო არსებობს თეორია იმის შესახებ, რომ ჩვენს შორს უცხოპლანეტელები ცხოვრობენ- უკიდურეს შემთხვევაში, ჩვენი მოდგმა ოდესღაც შეერწყა უცხოპლანეტელებს. შესაძლებელია, სისხლის სხვადასხვა ჯგუფად დაყოფა ამ მიზეზით მოხდა.



10. სისხლი, როგორც სამშენებლო საშუალება


image


აგური-შესანიშნავი სამშენებლო მასლააა. ის მტკიცეა, წყალგაუმტარი და ვიზუალურადაც ლამაზი. მეცნიერები გამუდმებით მუშაობენ იმაზე, რომ რაც შეიძლება კარგი ხარისხის, მედეგი სამშენებლო მასალა შექმნან, თუმცა ის, რაც ერთმა არქიტექტორმა აღმოაჩინა, ნამდვილი საოცრება იყო: მან გამოარკვია, რომ ცხოველების სისხლით შეიძლება გაკეთდეს შესანიშნავი, ზემტკიცე აგური. მეცნიერი ცდების დროს გველის სისხლს იყენებდა. გაჩნდა ვერსია, რომ ჩვენი წინაპრები სწორედ სისხლით დამზადებულ სამშენებლო მასალას იყენებდნენ და სწორედ ამიტომ გაუძლო საუკუნეებს უძველესმა შენობებმა.


9. სისხლი - წებოვანი მასალა რიტუალებისათვის


image


სისხლის ფიზიკური თვისებები შემდეგნაირია: ის თხევადი, ბლანტი სითხეა, სპეციფიკური სუნით და წებოვანი თვისებებით. უძველეს კულტურებში სისხლის წებოვნების თვისებას კარგად აფასებდნენ: მართალია, სისხლი იოლად ჩამოიბანება სხეულიდან, ამიტომ მას სუპერწებოს მაგივრად ვერ გამოიყენებთ, მაგრამ რიტუალების დროს სხეულზე ბუმბულების მიწებება სისხლით სავსებით შესაძლებელია. მაგალითად, ავსტრალიელი აბორიგენები სწორედ ამ წესით იწებებდნენ სხეულზე ფრინველების ფრთებს.


8. სისხლი, როგორც საკვები წებო


image

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სისხლი შესანიშნავად ჩერდება სხვა სხეულების ზედაპირზე დაა ამასთანავე იოლად ჩამოიბანება. როგორ გგონიათ, სისხლის ამ თვისებამ რომელ სფეროში ჰპოვა გამოყენება? - დიახ, კვების მრეწველობაში. ავიღოთ, მაგალითად, სტეიკი. ძალიან ბევრ თქვენგანს უყვარს წვნიანი, გემრიელად შემწვარი ხორცის ნაჭერი, თუმცა ის საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა, ამიტომ რესტორნები ხშირად ასეთ ხერხს მიმართავენ: ისინი ხორცის პატარა ნაჭრებს ღორის სისხლით აწებებენ ერთმანეთს, ხოლო შემდეგ წვავენ, როგორც სტეიკის მთლიან ნაჭერს. ამიტომ ფრთხილად იყავით: თქვენს მიერ რესტორანში შეკვეთილი სტეიკი შესაძლებელია ფრანკენშტეინ-სტეიკად იქცეს.



7. სისხლი, როგორც ადამიანის ორგანოების გაყინვის საშუალება


image


ალბათ გსმენიათ, რომ არსებობენ ცივსისხლიანი ცხოველები, მაგალითად, ბაყაყები, რომლებიც ზამთარს გაყინულ მდგომარეობაში ატარებენ და გაზაფხულზე კვლავ ცოცხლდებიან. ამჟამად მიმდინარეობს ფართო სამეცნიერო კვლევები, რომ ზუსტად ასე გაყინონ ადამიანები ხანგრძლივი დროის განმავლობაში. ხის ბაყაყის სისხლით გაკეთებულმა ინექციებმა აჩვენა, რომ შეიძლება ადამიანის სხვადასხვა ორგანო გაიყინოს ისე, რომ არ მოკვდეს. თუმცა არსებობს ერთი წინააღმდეგობა-ადამიანის მთლიანად გაყინვას ხის ბაყაყის ძალიან ბევრი სისხლი სჭირდება. შედარებით იოლი გზაა ორგანოების გაყინვა ტრანსპლანტაციის მიზნით. აბა, წარმოიდგინეთ - თუ თქვენ გადაგინერგეს თირკმელი, სხეულში გექნებათ არამარტო სხვისი ორგანო, არამედ სხვისი ორგანო ბაყაყის სისხლით.


6. სისხლი, როგორც ჯადოსნური ელექსირი

image

მაგიის მსახურნი ოდითგანვე იყენებდნენ ადამიანის მოსაჯადოებელ სხვადასხვანაირ მიქსტურებსა და საწამლავებს. მათგან ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და შემზარავია ცდა იმისა, რომ ადამიანს მისგან უჩუმრად დაალევინო შენი საკუთარი სისხლი. მაშ ასე, ქალების საყურადღებოდ: ყველამ იცის, რომ ქალის მენსტრუალური სისხლი გაჯერებულია ჰორმონებითა და ფერომონებით. თუ მჩხიბავებს და შავი მაგიის მიმდევრებს დავუჯერებთ, საკმარისია ამ სისხლის რამოდენიმე წვეთი უჩუმრად დაალევინოთ მამაკაცს, რომ მას სიგიჟემდე შეუყვარდებით და ცხოვრების ბოლომდე თქვენი ერთგული იქნება (აი, რამდენად გაპატიებთ ის ასეთ შემზარავ საქციელს-ეს უკვე აღარ ვიცი).



5. სისხლი, როგორც საღებავი

image


სისხლით შეიძლება მივიღოთ წითელი ფერის უამრავი ელფერი და ეს თვისება მხატვრის მახვილმა თვალმა შესანიშნავად შეიძლება გამოიყენოს შემოქმედებში. დღეს მხატვრული ნაწარმოებები თითქმის ყველა სახის მასალაზე იქმნება და რატომ არ უნდა იქნას გამოყენებული სისხლი ამ კუთხით? - მაგალითად, მხატვარმა სარა ლევიმ თავისი მენსტრუალური სისხლით დახატა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პორტრეტი. ნახატი მართლაც რომ შემზარავია, თუმცა ის წარმოადგენს პროტესტის ფორმას ქალთმოძულე პოლიტიკოსის წინააღმდეგ. სარა ერთადერთი არაა, ვინც სისხლს მხატვრობაში იყენებს-ამ მეთოდს კიდევ ბევრი ხელოვანი მიმართავს.




4. სისხლი, როგორც საკვები პროდუქტი


image


სისხლი საკმაოდ ბევრი საკვები პროდუქტის დასამზადებლად გამოიყენება: სისხლიანი სტეიკი, სისხლიანი ძეხვი, პელმენები სისხლით... თუმცა შემზარავია ის, რომ ფინეთსა და შვედეთში საკმაოდ პოპულარულია სისხლიანი ოლადები-ბლოდპეტერი. ეს ოლადები სუფრაზე მიაქვთ იმ ცხოველის ხორცთან ერთად, რომლისგანაც აიღეს სისხლი - როგორც წესი, ეს ან ირემია, ან ღორი. მომზადების წესი საკმაოდ მარტივია: ჩვეულებრივი ოლადების ცომს მაწვნის მაგივრად ემატება სისხლი. ამბობენ, ეს დელიკატესი ისეთი გემრიელია, თითებს ჩაიკვნეტთო, თუმცა პირადად მე მას არასოდეს გავსინჯავდი.



3. სისხლიანი აბაზანა


image


ჩვეულებრივ, როცა წარმოთქვამენ ტერმინს "სისხლიანი აბაზანა'', გადატანითი მნიშვნელობით გულისხმობენ ფართომასშტაბიან სისხლისღვრას, თუმცა ბევრი მანიაკი და ცივსისხლიანი მკვლელი ამ სიტყვას პირდაპირი მნიშვნელობით იყენებდა, მაგალითად, ''სისხლიან ქალბატონად'' წოდებული ლედი ბატორი (1560-1640 წლები), რომელიც ცნობილია ისტორიაში იმით, რომ ხშირად აწყობდა სისხლიან აბაზანებს ქალწულების სისხლით, რადგან მიაჩნდა, რომ ამით მუდმივ ახალგაზრდობას შეინარჩუნებდა. სისხლიან აბაზანას ხშირად ღებულობდა სერიული მკვლელი რიჩარდ ჩეიზი, რომელიც ცნობილია მეტსახელით ''საკრამენტოელი ვამპირი''.



2. სისხლი, როგორც დაძმობილების საშუალება


image


ველამ კარგად ვიცით, თუ რას ნიშნავს ტერმინი ''სისხლისმიერი ძმა''. არაერთ თქვენგანს გაუჭრია ბავშვობაში ხელი და თავისი სისხლი დაძმობილებულის სისხლისათვის შეუერთებია. ეს ტრადიცია ბევრ ქვეყანაში იყო გავრცელბული, მათ შორის საქართველოს მთიანეთის ხალხებში: ხევსურებში, თუშებში, ოსებში...სისხლის გაზიარებით დაძმობილების მსურველები თითებს გაიჭრიდნენ და სასმელით სავსე ფიალაში საკუთარ სისხლს ღვრიდნენ, შემდეგ ფიალებს ცვლიდნენ და სვამდნენ. ანუ წესი მოითხოვდა, რომ დაძმობილებულის ძარღვებში მისი ძმობილის სისხლი შერეულიყო. ძმობის ფიცი წმინდა, ურყვნელი და ძლიერი კავშირის გამოხატულებას გულისხმობდა. ძმად შეფიცულები არა მხოლოდ მეგობრებად, არამედ ოჯახის წევრებად აღიქმებოდნენ და მათზე ყველა ის უფლება–მოვალეობა ვრცელდებოდა, როგორიც დედმამისშვილზე.



1. სისხლის ნიღაბი სახის კანისათვის


image


თუ თქვენ დები კარდაშიანების ფანი ხართ, მაშინ გეცოდინებათ, რომ კიმ კარდაშიანი ხშირად იკეთებს სისხლის ნიღაბს სახეზე. ისევე, როგორც ელიზაბეტ ბატორის, ამერიკელ მოდელსა და კინომსახიობსაც სჯერა, რომ სისხლი მას ახალგაზრდობის შენარჩუნებაში დაეხმარება. პროცედურისათვის გამოიყენება ადამიანის სისხლი, მას სპეციალურად გადაამუშავებენ და პლაზმას გამოყოფენ. სწორედ ეს პლაზმა წარმოადგენს ნიღაბის საფუძველს. ამ მეთოდის ეფექტურობის სამეცნიერო მტკიცებულება არ არსებობს, თუმცა მას საკმაოდ ბევრი ადამიანი (განსაკუთრებით ქალები) მიმართავს.

1
133
4-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
133
  
2019, 30 მარტი, 9:48
ძალიან საინტერესო სტატია მალადეც მანჩო
0 1 1