კონფლიქტები დავით აღმაშენებელი 1500 ქართველით 100,000 თურქის წინააღმდეგ 2019, 29 მარტი, 20:59 ყველამ კარგად იცის დიდგორის ბრძოლის შესახებ, მაგრამ ქართველთა მეფის - დავით აღმაშენებლის გენია დიდგორის ბრძოლამდე დაახლოებით 11 წლით ადრე ძალიან აშკარად გამომჟღავნდა. ეს მოხდა 1110 წლის დიდი ქართულ-თურქული ბრძოლის დროს. ამ დიდ ბრძოლას წინ უსწრებდა ზედმიწევნით ბევრი ქართული ციხის გამოხსნა თურქთაგან აღმაშენებლის მიერ. 1110 წელს დავით მეფის ბრძანებით გიორგი ჭყონდიდელმა გაგზავნა ჯარი სამშვილდის ასაღებად. მოულოდნელად გიორგი დაეცა თავს სამშვილდეში ჩაბუდებულ თურქთა ციხიონს, თურქებმა ხელის გამოღებაც ვერ მოასწრეს და ხმლის გაუნძრევლად ჩააბარეს ქართველებს ცეხე-ქალაქი. იმ ღამითვე ქართველებმა სამშვილდის ახლოს მდებარე ძერნაც აიღეს და გააგდებინეს დამპყრობლებს. სამშვილდისა და ძერნას დაკარგვამ კი თურქებს ისეთი თავზარი დასცა, რომ ქვემო ქართლის ციხეთა უმრავლესობა ერთ ღამეში მიატოვეს და გადაიხვეწნენ. ქართულ ციხეებში ქართული ციხიონები ჩადგნენ. თურქთა მაშინდელმა სულთანმა (შაჰინშაჰმა, იგივე მელიქშამ, რომელიც ზეობდა 1107-1116 წლებში) არ დათმო ესოდენი მარცხი და იმავ 1110 წელს 100, 000-იანი არმია აფრინა საქართველოსკენ. დავით მეფე ნაჭარმაგევს იდგა მაშინ. მხოლოდ 1500 კაცი აღმოჩნდა საომრად გამზადებული. მაშინვე ამხედრდა მეფე, ეს მცირე ლაშქარი აიყოლია და მიიჭრა თრიალეთს. ცისკრის სისხამზე თვალი ჰკიდეს ერთმანეთს თურქთა და ქართველთა. შეიბნენ. კვალად მტერთა ძლევით დააქანა დავით მეფემ ბრძოლის სასწორი. თურქებს არც კი უგრძვნიათ რიცხვით სიმცირე საოცარი მხნეობით მოიერიშე ქართველებისა. ბრძოლის ველიდან გარბოდნენ თურქნი. ესოდენ ზარგანხდილნი და მოსწრაფენი, ვიდრემდის, არამცთუ კარავთა მათთა და ჭურჭელთა მიხედნეს ყოვლად. ყველაფერი ქართველთა ხელთ შეატოვეს და უგზო-უკვალოდ განიბნივეს თვისთა ქუეყანათა. მცირერიცხოვანი ჯარისგან ესეოდენ დიდი მხედრობის ძლევა, სწორედ რომ საოცარი იყო. (წყარო: ქართლის ცხოვრება და ლევან სანიკიძის "უქარქაშო ხმლები") ასევე დაგაინტერესებთ:1. 160 სამეცნიერო სტატია 2. 100 სტატია საქართველოს ისტორიისა და კულტურის შესახებ 3. 64 სტატია საქართველოს ისტორიისა და კულტურის შესახებ 4. 40 სტატია რელიგიის შესახებ ავტორი: თორნიკე ფხალაძე1437 3-ს მოსწონს |
. ბაგრატიონთა ძირითადი სამფლობელო ანტიკური ხანის დასასრულსა და ადრეულ საშუალო საუკუნეებში არის სპერი — ჭოროხის ხეობაში. ჭოროხის ხეობის მკვიდრი მოსახლეობა, როგორც ცნობილია, ქართველი ხალხის ორ შტოს ვკუთვნოდა: ჭანები და იბერიელები (ქართ-მესხები). კერძოდ, საკუთრივ სპერის თემში, როგორც ეს დასტურდება პროკოპი კესარიელის ცნობებიდან, უპირატსად ჭანური მოსახლეობა იყო. და რამდენადაც სპერი ძირითადად ჭანურ თემს წარმოადგენდა, ამდენად სამართლიანია მოსაზრება აკად. ნ. მარისა, რომელიც ბაგრატიონთა სახლს ჭანური წარმოშობის გვარეულობად სთვლის.
ხორენაცი თავისი ნაშრომის დასაწყისშივე აფრთხილებს მკითხველებს რომ ბაგრატიონები არ არიან სომხური წარმომავლობის.
ხორენაცის ცნობით ბაგრატ ბაგრატუნის სამფლობელო ''დასავლეთ მხარეში''(ანუ სპერშია) არ ისმის არმიანული საუბარი. იგივეს მაბობს სომეხი საეკლესიო მწერალი სეპფანოზ სიუნეცი, რომელიც ანტიკური გრამატიკოსის დიონისე თრაკიელის შრომის თარგმნინსას აღნიშნავს რომ სპერში არმიანულ ენას გავრცელება არ ჰქონია.
აღვნიშნავთ ამასთან, რომ ჭანური მსოფლიოდან მომდინარეობს თვით ონომასტიკონი, საგვარეულო სახელები ბაგრატიონთა სახლისა, სახელდობრ, ის სპეციფიკური სახელები, რომლებიც მიღებული იყო ბაგრატიონთა გვარში, და რომლებიც ბოლოვდება გრამატიკული ელემენტით „ტი“: ბაგრა-ტი, სუმბა-ტი, ბივრა-ტი, აშო-ტი. აღსანიშნავია, რომ მეორე ძველ-ქართულ გვარეულობაშიაც, რომელიც ჭანეთიდან იყო წარმოშობით, სახელდობრ, ორბელიანთა გვარში (ჭან-ბაკურიან-.ორბელიანნი) — მიღებული იყო ანალოგიური სახის საგვარეულო სახელები, დაბოლოებული იმავე გრამატიკული ვლემენტით „ტი“: ლიპარი-ტი, რა-ტი (*ჰრა-ტი).
აქ ჩვენ გვაქვს იმავე ტიპის სახელები ბოლოკიდურით „ტი“, რომელიც შერჩენილია დასავლეთ საქართველოს საგვარეულო ონომასტიკონში. ჯიბუ-ტი, ღლონ-ტი, ჟღენ-ტი, *ხუბუ-ტი (აქედან ხუბუ-ტი-ა), *მეჩხე-ტი, *ჩხე-ტი (აქედან მეჩხე-ტის-ძე, ჩხე-ტის-ძე და სხვანი.
დაბოლოება „ტი“, ჩანს, არის ჭანურ-მეგრული ექვივალენტი ქართულ საგვარეულო სახელწოდებათა დაბოლოებისა „თი“, რაც მიღებული ყოფილა საშუალო საუკუნეთა საქართველოში — კერძოდ, ჭოროხის ხეობაში (იხ. სულთა-მატიანე მიჭიბიანის ხევისა).
ავღნიშნავთ ამასთან, რომ დაბოლოების „ტი“||„თი“ ძველ
1) 1093 - imprisonment of the Lord of Kldekary - Liparit Baghashi
2) 1094-1096 year - Liparat Baghashi's second treason. David captures him again and expulses him in Byzantine.
3) 1103 year - Conquering Zedazeni fortress.
4) 1104 year - Kakheti and Hereti regions is invaded and joined with the united Georgia.
5) 1104 year - Battle of Ertsukhi.
6) 1110 - Conquering of the Samshvilde fortress and City.
7) 1110 - Conquering of the fortress of Dzerna.
8) 1110 - The defeat of the Turkish army in Trialeti.
9) 1115 - Conquering the City of Rustavi.
10) 1116 - Defeating of Turks in Tao-Klarjeti.
11) 1117 - Conquaring of Gishi fortress. war campaign Demetre - the son of David in Shamkori..
12) 1117 - Conquaring of Kaladzor.
13) 1118 - Defeating of Turks at the edge of the Rakhs.
14) 1118 - Conquering of Lore fortress and whole region of Lore.
15) 1118 - Conquering of the fortress of Agaran.
17) 1120 - Conquaring of the city of Shirvani - Kabbalah. Great Battles and The expulsion of Turk-Selchuks from whole Shirvan.
18) 1120 - Defeating of Turk-Selchuks in Ashorania.
19) 1120 - Defeating of the Turk-Seljuks in Sergulamej.
20) 1121 - Defeating of the Turk-Seljuk in khunan.
21) 1121 - Conquering of Bardavi city.
22) 1121 - Battle of Didgori
23) 1122 - Conquering Tbilisi city. the final annulment of Amirat of Tbilisi and announcement of the unified Georgian capital.
24) 1123 - War Campaign against the Turk-Selchuks in Shemakhia.
25) 1123 - War campaign in Shirvani and conquaring of Gulistan.
26) 1124 - Conquering of Dmanisi city.
27) 1124 - Conquering of the Fortress of Gagna.
28) 1124 - Conquering of the Fortress of Teronakali.
29) 1124 - Conquering of the Fortress of Kavazin ,
30) 1124 - Conquering of the Fortress of Norbide
31) 1124 - Conquering of the Fortress of Manasgomna.
32) 1124 - Conquering of the Fortress of Talinjakari.
33) 1124 - Conquering of the Fortresses of the City of Anis and nearby fortresses.
34) 1124 - The final joining of Shirvani.