x
ყველაფერს ჩემი პატარას დაბადება მოჰყვა, რის გამოც შეთავაზებაზე უარის თქმა მომიწია
არის თვითნასწავლი ხელოვანი, ქმნის არაჩვეულებრივ ნაკეთობებს, დროებითი პაუზა ბავშვის დაბადებას მოჰყვა, თუმცა თავის საყვარელ საქმეს კვლავ დაუბრუნდა, რათა გაგახაროთ და ღირებული პროდუქტი შეგიქმნათ.სოფო ბედია სალომეს აქსესუარები

• რამდენი ხანია, რაც ხელნაკეთ ნივთებზე მუშაობ?
- ბავშვობიდან ხელნაკეთი აქსესუარებით ვიყავი გატაცებული და ძალიან მიყვარდა მათი როგორც დამუშავება, ასევე ტარება. სიმართლე რომ გითხრათ, დიდი დრო არაა, რაც ხელნაკეთი აქსესუარების რეალიზაცია დავიწყე. წლების გასვლასთან ერთად მივხვდი, რომ ეს ის საქმეა, რაც ძალიან მაბედნიერებს. თითოეულ ჩემს ნამუშევარში ძალიან დიდ სიყვარულს ვდებ.

სოფო ბედია სალომეს ხელნაკეთი აქსესუარით

• აქსესუარის შექმნისას რა მასალას ანიჭებ უპირატესობას?
- აქსესუარების შექმნისას უპირატესობას ხარისხს ვანიჭებ. ვცდილობ, რომ ნათელი და ბრჭყვიალა მასალა გამოვიყენო, თუმცა ასევე კლიენტის გემოვნებას ვითვალისწინებ და ვცდილობ მისი მოთხოვნა სრულყოფილად დავაკმაყოფილო.


• ვისთვის იქმნება შენი პროდუქცია და როგორ სეგმენტზეა გათვლილი?
- ჩემი პროდუქცია ნებისმიერი ასაკის მსურველისთვის არის მორგებული და ხელმისაწვდომი.

სალომეს ხელნაკეთი აქსესუარები

• შეკვეთებზე მუშაობ?
- დიახ ვმუშაობ შეკვეთებზე, ასევე საქართველოს ფოსტის საშუალებით, მოკლე დროში ნებისმიერ რეგიონში ვგზავნი.

• გამოფენაზე გიფიქრია?
- ნებისმიერი მცირე მეწარმისთვის მნიშვნელოვანია თავისი პროდუქციის ფართო მასშტაბით წარმოდგენა, ჩემთვისაც პრიორიტულია საკუთარი ნამუშევრების სხვებისთის გაზიარება, მქონდა რამოდენიმე შემოთავაზება, თუმცა ამ ყველაფერს ჩემი პატარას დაბადება მოჰყვა, რის გამოც შეთავაზებაზე უარის თქმამ მომიწია. შემდეგ იყო ჩემი დროებითი ჩამოშორება საყვარელი საქმისგან, თუმცა ახლა, ახლი იდეებით, შემართებით და დიდი მონდომებით შევუდექი იმ საქმიანობას, რომელიც ბედნიერებას მანიჭებს.

სოფო ბედია და სალომე მებურიშვილი

• წელს როგორი ფერებია მოდური?
- ყველა ადამიანს განსხვავებული გემოვნება აქვს, ამიტომ ისეთ ხელნაკეთ ნამუშევრებს ვქმნი, რომელიც ყველა ადამიანზე იქნება გათვლილი. მომხმარებლები უფრო დიდ უპირატესობას ფერებს ანიჭებენ, რომლებიც გაზაფხულს ჰგავს, არის ნათელი და ფერადი.

• შოუბიზნესის წარმომადგენლებისთვისაც მუშაობ, რამდენად კმაყოფილნი არიან შენი პროდუქციით?
- დიდი დრო არაა, რაც აქსესუარების შექმნა განვაახლე, აქედან გამომდინარე, შეხება შოუბიზნესის რამოდენიმე წარმომადგენელთან მქონდა, ძალიან მოსწონთ ჩემი აქსესუარები, სწორედ მათ მომცეს იმედი იმისა, რომ ჩემი პროდუქცია ფართო საზოგადოებისთვის მეჩვენებინა.

სალომეს ხელნაკეთი აქსესუარები

• სამომავლოდ რას გეგმავ?
- ვგეგმავ, რომ პერსონალური გამოფენა გავაკეთო. დავაინტერესო უფრო მეტი ადამიანი, შევქმნა ბევრად უფრო დახვეწილი და მრავალფეროვანი ნამუშევარი. დავამატებ, რომ ადამიანის შესაძლებლობებს საზღვარი არ აქვს და რასაც გულით მოინდომებთ, აუცილებლად გამოგივათ. მიუხედავად იმისა, რომ მყავს ორი მცირეწლოვანი შვილი, საოჯახო საქმიანობასთან ერთად მაინც ვცდილობ გამოვნახო დრო, რათა საყვარელი საქმიანობა გვერდზე არ გადავდო და ჩემი პოტენციური მომხმარებლები გავახარო.

- გთავაზობთ მომღერალ სოფო ბედიას კომენტარს:
- სალომე ძალიან ნიჭიერი და პერსპექტიული გოგოა, ძალიან მომწონს მისი აქსესუარები, რომელსაც სიამოვნებით ვატარებ, მიხარია რომ ასეთი მეგობარი მყავს. მინდა სალოს ბევრი წარმატება ვუსურვო და დარწმუნებული ვარ, რომ უფრო მასშტაბური გახდება მისი ნამუშევრები და ვისურვებ, მისი სახელი წარმატებული ბრენდი გახდეს.

ავტორი: გურამ არუთინაშვილი



0
253
2-ს მოსწონს
ავტორი:გურამი არუთინაშვილი
გურამი არუთინაშვილი
253
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0