ვინ შეემატა ანგელოზთა გუნდს? ფოტოებზე ხედავთ ამერიკელ მოდელს, ალექსინა გრაჰამს, რომელიც ოფიციალურად ბრენდის ახალი ანგელოზია. ეს ინფორმაცია თავად მოდელმა
ინსტაგრამ გვერდზე დაადასტურა და გულშემატკივრებისათვის ვიდეოც ატვირთა,
რომელსაც თან აღწერაც დაურთო “ ჩემი ოცნება ახდა, ეს დაუჯერებელია! ''
ალექსინა ლორნა გრაჰამი 29 წლის მოდელი გახლავთ, რომელიც ინგლისში დაიბადა
12 წლის ასაკიდან მიისწრაფოდა სამოდელო კარიერისკენ, 2017 წელს კი Victoria's
Secret - ის შოუზე გამოჩნდა, რის შემდეგაც დიდ წარმატებებს მიაღწია.
გოგონას წითური გარეგნობით ბევრი აღფთოვანებული დარჩა. 2020 წლის შოუზე
ალექსინა უკვე ოფიციალური ანგელოზის სახელით წარდგება შოუზე.
უკვე ვიცით ორივე ანგელოზის ვინაობა, ალექსინა და ბარბარა შეუერთდებიან
ისეთი ცნობილი მოდელების გუნდს, როგორებიც არიან: ელზა ჰოსკი, ლილი ოლდრიჯი,
ბეჰატი პრინსლუ და სხვები.
გაგვიზიარეთ, რომელია თქვენი ფავორიტი? ბარბარასა და ალექსინას შორის.