ყველაზე უმნიშვნელო, რაც ადამიანს ავარიის დროს შეიძლება შეემთხვეს, — ნაკაწრები და შეჯეჭყილობაა, რომელიც მანქანის ზედაპირზე რჩება. ხოლო, შეკეთებას რაც შეეხება, – მანქანის პირვანდელ ფორმაში მოყვანა, არც ისე იაფი ჯდება. თანხის დახარჯვა კი, ისეთ რამეებზე, რაც ავტომობილს გადაადგილებაში ხელს არ უშლის, ზოგიერთებს არ უნდათ! ამიტომ, ცდილობენ, რომ ალტერნატიულ ხერხს მიმართონ და დეფექტები შენიღბონ.
სიტუაციიდან გამოსვლის გზა კი სხვადასხვა არის: თორის ჩაქუჩით დაწყებული – დინოზავრებით დამთავრებული, — ყველაფერი მძღოლის ან მისი ახლობლების ფანტაზიაზე და ნიჭზე არის დამოკიდებული.