x
image
ელენე გუმა
"წაიყვანეს გაყინული დედოფალი...ის მკვდარიც კი ულამაზესი იყო... გზა ვერ იტევდა შავი ქორწილის ესკორტს..."
ბათუმში კლინიკა "მედცენტრში" 28 წლის გარდაცვლილ, მელანო ფუტკარაძე ს, სოციალური ქსელის მომხმარებელი ნარგიზა ბერიძე ემოციურ პოსტს უძღვნის.


"ჰეი, კუზიანო დედამიწავ! ჩაიბარე ჩვენი საპატარძლოდ გამზადებული მძინარე მზეთუნახავი! - დაიჭექა გამოსათხოვარ სიტყვაში ჭირისუფალმა...ეს იმდენად ემოციური სიტყვები იყო, წამით გაიყინა ალბათ დედამიწა.
შავ ჩოხოსნებმა ხელში აიყვანეს და ფარფატით წაიყვანეს გაყინული დედოფალი...ის მკდარიც კი ულამაზესი იყო.
გვერდით ნეფე და მეჯვარეები მიყვებოდნენ. უკან საქორწინოდ გამზადებული, ბაფთებით მორთული მანქანა, ზღვა ხალხით... რამოდენიმე წუთით გადაიკეტა ბათუმის ქუჩები, გზა ბაგრატიონიდან გორკის ბოლომდე ვერ იტევდა შავი ქორწილის ესკორტს...
ნეფეს დედოფალი თავის სახლში მიჰყავდა....
ამინდიც შესაფერისი იყო, ცივი და მოქუშული....
და მაინც, რამდენ ტკივილს იტევ, დედამიწავ????!

მილას და ბექას

ჩამოიშალა გრძნობის მანტია
სევდამ სამყარო ვერ დაიტია,
უსასრულობის ზანტი ქარია
ღმერთმა სიცოცხლე არ მაპატია...
დრო გაჩერდა თუ ისევ მარტია
რად მიმრავლდება სულში დარდია
ზეცა ატირდა, თუ კვლავ დარია
სპეტაკ სიყვარულს რად მამადლიან...
უშენოდ გზები ლოცვად მივლია...
მინდა მათბობდეს შენი სხივია,
როგორ მაკლიხარ, ყველგან ნისლია
ჩემი ხელები ისევ ცივია...
ხელი გაგიშვი, თუმცა შენია
არ დაგავიწყდეს სადაც გელიან,
თუ სიყვარული სხვისი ხვედრია
“იებს ნუ მიუტან, იები ჩემია"....

/ნ. ბერიძე/"


ბათუმში კლინიკა "მედცენტრში" 28 წლის მელანო ფუტკარაძე გარდაიცვალა.

ახლობლების თქმით, გოგონა ბრმანაწლავთან დაკავშირებულ პრობლემაზე ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, საიდანაც მისი გაწერა მოხდა.


მდგომარეობის გართულების შემდეგ კი, კლინიკა "მედცენტრში" აღმოჩნდა თუმცა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.


image


ამავე თემაზე:


"შენ შავ ჩოხაში და მელანო გაყინული წევს კუბოში სადედოფლო თეთრ ფითქინა კაბაში.... გავქვავდი...."

0
762
2-ს მოსწონს
ავტორი:ელენე გუმა
ელენე გუმა
762
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0