სისხლის სამართალი თბილისში წითელი ცირკულარით ძებნილი აზერბაიჯანელი დამნაშავე დააკავეს 2019, 27 მარტი, 15:21
დაკავებული ინტერპოლის „წითელი ცირკულარით" ძებნილი აზერბაიჯანელი მოქალაქეა - წერია შინაგან საქმეთა სამინისტრო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. გამოძიება ამ მოქალაქეზე აზერბაიჯანის რესპუბლიკის სსკ-ის 178-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს თაღლითობას, რამაც დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი გამოიწვია. დაკავებულს ხუთიდან ათ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. ამჟამად, დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული წინასაექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს. 173 1-ს მოსწონს
|