x
მეტი
  • 28.06.2024
  • სტატია:135635
  • ვიდეო:351961
  • სურათი:509989
თბილისში წითელი ცირკულარით ძებნილი აზერბაიჯანელი დამნაშავე დააკავეს

image
სამართალდამცველებმა ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, თბილისში ინტერპოლით ძებნილი, 56 წლის მამაკაცი სასტუმრო "Holiday Inn"-ის ( „ჰოლიდეი ინი") მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.


დაკავებული ინტერპოლის „წითელი ცირკულარით" ძებნილი აზერბაიჯანელი მოქალაქეა - წერია შინაგან საქმეთა სამინისტრო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გამოძიება ამ მოქალაქეზე აზერბაიჯანის რესპუბლიკის სსკ-ის 178-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს თაღლითობას, რამაც დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი გამოიწვია. დაკავებულს ხუთიდან ათ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ამჟამად, დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული წინასაექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.


0
173
1-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
173
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0