კონფლიქტები ვის ეკუთვნის ღაზას სექტორი ისრაელს თუ ჰამასს 2019, 27 მარტი, 13:40 ღაზას სექტორი - რეგიონი პალესტინაში . ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე, სამხრეთ დასავლეთით, 11 კვადრატულ მანძილზე ესაზღვრება ეგვიპტე, აღმოსავლეთით და ჩრდილოეთით 51 კმ მანძილზე კი ისრაელი. დასავლეთ ნაპირთან ერთად ღაზა პალესტინის ტერიტორიების შემადგენელი ნაწილია. რომელსაც 2012 წელს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ “ გაეროს არაწევრი დამკვირვებელი სახელმწიფოს " სტატუსი მიანიჭა.
![]() ეთნოსი - პალესტინელი. ფართობი - 360 კვადრატული კმ. ვალუტა - ეგვიპტური გირვანქა, ისრაელის ახალი შეკელი. სატელეფონო კოდი - +970 1994 წელს, ისრაელმა პალესტინის ეროვნულ ადმინისტრაციას ღაზაზე თვითმმართველობის უფლება გადასცა . მანამდე ღაზა ჯერ ისრაელის (1967 - 94.) უფრო ადრე ეგვიპტის (1978 - 67.) კიდევ უფრო ადრე კი დიდი ბრიტანეთის (1918 -48.) და თურქეთის ( ოდესღაც ღაზა ოსმალეთის იმპერიის ნაწილი იყო.) სამხედრო ოკუპაციის ქვეშ იმყოფებოდა.
![]() ღაზა პალესტინის იმ ტერიტორიის ნაწილია რომელიც განისაზღვრა ოსლოს ხელშეკრულებითა და გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციით 1860 წ. ![]() ![]() ![]() ![]() სრულიად პალესტინის ხელისუფლების დაშლიდან 1967 წლამდე ღაზის სექტორი პირდაპირ იმართებოდა ეგვიპტის სამხედრო მმართველის მიერ . 1967 წელს ექვსდღიან ომში, ღაზის სექტორი ეგვიპტეს ისრაელმა წაართვა. 1993 წელს ხელმომწერილი ოსლოს ხელშეკრულების თანახმად, პალესტინელებით დასახლებული ცენტრების მმართველი ორგანო, პალესტინის ეროვნული ადმინისტრაცია გახდა, თუმცა ისრაელი მაინც ინარჩუნებდა კონტროლს საჰაერო სივრცეზე. საჰაერო დავდასხმა ღაზას სექტორში ჰამასის საჰაერო ძალების მიერ 2005 წელს ისრაელმა ღაზის სექტორი სრულიად დატოვა. 2006 წლის პალესტინის არჩევნებისა და 2007 წელს ჰამასის მიერ ძალაუფლების ხელში ჩაგდების შემდეგ, ჰამასი მოქმედებს, როგორც ღაზის სექტორის დე-ფაქტო მმართველი. 2014 წელს მოლაპარაკებების შემდეგ, ჰამასმა ჩამოაყალიბა პალესტინის ერთიანი ხელისუფლება . ![]() ღაზას დასახლებულ ტერიტორიაზე, პალესტინამ საჰაერო რაკეტები ჩამოყარა
1182 შეფასება არ არის
|