აჭარა "შენ შავ ჩოხაში და მელანო გაყინული წევს კუბოში სადედოფლო თეთრ ფითქინა კაბაში.... გავქვავდი...." 2019, 25 მარტი, 22:38 სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი შოთო სიხარულიძე 28 წლის გარდაცვლილ გოგონაზე, მელანო ფუტკარაძეზე სულისშემძვრელ პოსტს აქვეყნებს.
"გული მთლად ჩამეგლიჯა, არაფრის ინტერესი და ძალა არ გამაჩნია. როგორ მიგიღო მიწამ... ამდენი ხალხის ზღვად ქცეული ცრემლი... ემიგრანტებს უკვირს ხო უკვირს ასეთი ძვირფასი როგორ მიგიღო მიწამ...ნუთუ მიწას არ შერცხვება შენიი? შენ ხომ ფერია იყავი შენი გაუხუნარი სილამაზე იმიერში გადასახლდა, მენანები მიწისთვის, დაიმკვიდრე მარადიული სასუფეველი. ამოთხრილ სამარესთან არის წამი როცა ყველა ირინდება. ქალები ტირილს წყვეტენ, მამაკაცები შეუმჩნევლად იმშრალებენ ცრემლს. ბუნებაც კი ირინდება. არის წამი როცა კუბოს ცივ სამარეში ნელ-ნელა უშვებენ. ძალა არავის რჩება რომ იტიროს, ამ დროს ადამიანთა სახეებზე სიცივეს დაინახავ, ზოგან სინანულს... მიწა ხრიალით ეხეთქება კუბოს კედელს. ისმის შემზარავი ხმა სიჩუმეში, იმდენად ხმამაღალი, იმდენად სასტიკი, რომ ძნელია გაუძლო.... ჩვენს ქორწილში გელოდებოდით მე და მელანოო... ბექუ მთელი სხეული მეწვის იმის მერე რაც გულში ჩაგიკარი და მოგისამძიმრე შავი ჩოხა არ გიხდება ძმისგულო საშინლად არ გიხდება რავქნა... ჩემო თეთრო ღიმილის ბიჭო რით გიშველოოო... შენ შავ ჩოხაში და მელანო მძინარე მზეთუნახავი გაყინული წევს კუბოში სადედოფლო თეთრ ფითქინა კაბაში.... გავქვავდი.... ემიგრანტებო ის იწვა მშვიდი, ისეთი მშვიდი თითქოს თითქოს იმქვეყნად ელოდნენ და იცოდა სად მიდიოდა... ის იმდენად ლამაზი იყო, სანთლებთან ერთად ანათებდა... თავთან დედა იჯდა, ოდნავ მოშორებით მამა ორივეს მზე ჩაუქრათ ერთადერთი შვილი მზე.... მილა კი იწვა, ლამაზი, ლამაზი, ლამაზი, ღმერთო ჩემო, როგორი ლამაზი და ანათებდა... დღეს ყვავილების მდინარეს კუბო ცისკენ მიჰქონდა სადედოფლო მანქანით ბანტებ შებნეული..."- წერს შოთო სიხარულიძე. ბათუმში კლინიკა "მედცენტრში" 28 წლის მელანო ფუტკარაძე გარდაიცვალა. ახლობლების თქმით, გოგონა ბრმანაწლავთან დაკავშირებულ პრობლემაზე ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, საიდანაც მისი გაწერა მოხდა. მდგომარეობის გართულების შემდეგ კი, კლინიკა "მედცენტრში" აღმოჩნდა თუმცა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ოჯახის წევრები მელანოს გარდაცვალებაში მედიკოსებს ადანაშაულებენ. გარდაცვლილის დედის თქმით, ექიმებმა არასწორი დიაგნოზი დასვეს, რასაც მისი შვილის გარდაცვალება მოჰყვა. გარდაცვლილი მელანო ფუტკარაძის დედა ბათუმის რეფერალური საავადმყოფოს ექიმების დასჯას და საქმის დროულ გამოძიებას ითხოვს. ამავე თემაზე:"აი, ეს გოგონაა, ივნისში ქორწილი ჰქონდა დაგეგმილი, გუშინ კი ექიმების დაუდევრობით გარდაიცვალა"1786 2-ს მოსწონს 1-ს არა
|