სხვა "საოცარ ამბავს შევესწარი ამ დილით! ვდგავარ ავტობუსის გაჩერებაზე..." 2019, 25 მარტი, 11:28 სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი სოციალურ ქსელში სახალისო ისტორიას წერს. ამბავი, რომელიც თბილისის ერთ-ერთ გაჩერებაზე მოხდა, გიგას თავად გადახდა თავს. "საოცარ ამბავს შევესწარი ამ დილით! ვდგავარ ავტობუსის გაჩერებაზე, სულის ამძაღებამდე მცივა. 12-15 ადამიანია ჩემთან ერთად. ერთი ძალიან ლამაზი გოგო, 5-6 შუახნის ქალბატონი, ერთი მაგდენი, მაგხელავე მამაკაცი, მე და ზედმიწევნით ჯინსებში გამოკოპწილი 20 წლამდე ახალგაზრდა ბიჭი. ვდგავართ, ვიყინებით. ჯინსიანი ბიჭი მომადგა, ფიქრებში გართულს და ზედმიწევნით დახვეწილი იმერული კილოთი სიგარეტი მთხოვა. მომენტალურად გავიფიქრე, არ მივცემ თქო, იმავე წამს სახარებაში წაკითხული გამახსენდა, ყველა ადამიანში ვინც დახმარებას გთხოვს, იესო დაინახეო, ამოვიღე სიგარეტი და მივეცი. ეგრევე მივხვდი, რომ იესო სიგარეტს არ მთხოვდა და გადავწყვიტე უკან გამომერთმია, მაგრამ იმასაც მივხვდი, რომ იესო არ გამოართმევდა. ზუსტად 1 წამში გამახსენდა, რომ მორწმუნე არ ვიყავი და შემეძლო ისე მოვქცეულიყავი, როგორც იესო არ მოიქცეოდა, მაგრამ იმ იმერელ (სავარაუდოდ სტუდენტ) ბიჭს ნახევარი ღერი უკვე მოწეული ჰქონდა. შევეშვი.. ამ დროს ჩამოდგა #24 ავტობუსი. ეძგერა ეს ხალხი. არ აცლიან ჩამომსვლელებს, არც ისინი უშვებენ შიგნით, მოკლედ, დიდი ამიშვი-ჩამატარე გაჩაღდა. იქვე საიდანღაც ბილეთების შემმოწმებელი ლურჯსამოსიანი ქალბატონი გამოჩნდა, რომელიც თავგანწირვით ცდილობდა სამივე კარიდან ჩამოსული მგზავრების გადამოწმებას, დარბოდა გიჟივით და რა თქმა უნდა, ნახევარიც ვერ შეამოწმა. ძლივს დახურა მძღოლმა უკანა კარი და ავტობუსიც დაიძრა. დავრჩით მე და დაბნეული იმერელი ბიჭი! მოვუკიდე სიგარეტს და ამ ჩემს იმერელ, ჯინსიან ბიჭს კონტროლიორი მოადგა. -ბილეთი გაქვს ახალგაზრდა? -არა! -მაშინ პირადობა მომეცი. ამოიღო ამ ჯიგარმა პირადობა და მიაწოდა. წუსტად 15 წამში 5 ლარიანი ჯარიმის ქვითართან ერთად დაუბრუნა. ის ის იყო, გადახდის პირობები უნდა აეხსნა რომ ახალი ავტობუსი მოვიდა და იქით გაიქცა. ის მალევე მოამთავრა და ჩვენს სიახლოვეს ჩამოდგა. დაკვირვებით ათვალიერა ამ ჩვენმა იმერელმა ეს სიფრიფანა ქვითარი და ისევ კონტროლიორს მიუბრუნდა: -დეიდა, აგი ბარათი მეტროშიც გამატარებს? 20 წუთი ჩაკეცილები ვიცინოდით სამივე. იმ ქალმა 4 ავტობუსის მგზავრები გამაზა. მე 2 ღერი კიდევ მოვაწევინე იმ ჯიგარს, ის ჯიგარი ისე გემრიელად იცინოდა ჩვენს სიცილზე, რომ აშკარად კარგი ბალღი იყო. ჯარიმა ანულირდა, ბიჭს ბარათის შესაძენად ინსტრუქცია მივეცით . დილა მშვიდობისა გაკონტროლებულ/დაჯარიმებულო ერო "- წერს გიგა. 1185 3-ს მოსწონს 1-ს არა
|