საბუნებისმეტყველო ადამიანის ლეიკოციტები - სისხლის თეთრი უჯრედები 2019, 23 მარტი, 19:00 რამდენი ლიტრი სისხლისგან შედგება ადამიანის ორგანიზმი?ზრდასრული ადამიანის ორგანიზმში ცირკულირებს რამდენიმე ლიტრი სისხლი, დაახლოებით 4.5 ლიტრიდან 5.5 ლიტრამდე. საერთოდ ყოველი ადამიანის წონის 8-დან 10%-მდე არის სისხლის წონა. მაგალითად ადამიანი, რომელიც იწონის 54 კილოგრამს, დაახლოებით ექნება 4.5 - 5.5 ლიტრი სისხლი. 100 კილოგრამიან ადამიანს კი შესაძლოა ცირკულირებაში ჰქონდეს 8 ან 10 ლიტრი სისხლი. საინტერესოა ის ფაქტი, რომ 5 ან 6 წლის ბავშვებს აქვთ დაახლოებით იმდენივე სისხლი ორგანიზმში, რამდენიც ზრდასრულებს, მაგრამ ვინაიდან ამ ბავშვების სხვა ორგანოები, კუნთოვანი სისტემა, ძვლოვანი სისტემა და სხვა სისტემები იწონის ბევრად უფრო ნაკლებს, ვიდრე ზრდასრულებისა, მათს ორგანიზმში სისხლის წონა შეადგენს უფრო მეტ პროცენტს, ვიდრე მოზრდილებში. რაც შეეხება ახალშობილებს, მათ ძალიან ცოტა სისხლი აქვთ. მაგალითად ახალშობილს, რომელიც იწონის დაახლოებით 2.3 - 3.6 კილოგრამს, მხოლოდ 1 ჭიქა სისხლი აქვთ - დაახლოებით 0.2 ლიტრი. რამდენი ლეიკოციტია ზრდასრული ადამიანის სისხლში?თეთრი უჯრედები შეადგენენ ზრდასრული ჯანმრთელი ადამიანის მთელი სისხლის მოცულობის 1%-ს. ეს მაშინ, როდესაც სისხლის წითელი უჯრედები მთელი სისხლის მოცულობის 40-45%-ს შეადგენენ. სისხლის 1 მიკროლიტრში (ლიტრის მემილიონედში) არის 4000-დან 11, 000-მდე ლეიკოციტი - საშუალოდ 7000. თუკი იმატებს სისხლში ლეიკოცეიტების რაოდენობა, ეს მეტყველებს იმაზე, რომ ორგანიზმში სადღაც ინფეციაა შეჭრილი და მიმდინარეობს სხვადასხვა ვირუსული ან ბაქტერიული ფაქტორით გამოწვეულ დაზიანებაზე, ორგანიზმის იმუნური პასუხი. თუ არანაირი დაავადება არ გვაქვს სახეზე და თუკი ორგანიზმი ნორმაშია, მაშინ დაახლოებით 60 კილოგრამის წონის ადამიანს, რომელსაც საშუალოდ აქვს 5 ლიტრი სისხლი, ლეიკოციტების საერთო რაოდენობა ექნება: 5 X 7000 = 35, 000, 000, 000 (35 მილიარდი ლეიკოციტი). ლეიკოციტების ტიპები და ფუნქციებიარსებობს ლეიკოციტების 5 მთავარი ტიპი. ესენია: 1. ნეიტროფილები (რომელთა რაოდენობა არის სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის 58%) 2. ეოზინოფილები (თეთრი უჯრედების საერთო რაოდენობის 2-4%) 3. ბაზოფილები (ლეიკოციტების რაოდენობის დაახლოებით 1%) 4. მონოციტები (ლეიკოციტების საერთო რაოდენობის დაახლოებით 2-6%) 5. ლიმფოციტები (ლეიკოციტების საერთო რაოდენობის 20-30%) აქედან ნეიტროფილები, ეოზინოფილები და ბაზოფილები მიეკუთვნება მარცვლოვან უჯრედებს ანუ გრანულოციტებს. მონოციტები და ლიმფოციტები კი მიეკუთვნება აგრანულოციტებს ანუ უმარცვლო ლეიკოციტებს. ყოველი ეს ლეიკოციტი არის ბირთვის მქონე უჯრედები ერითროციტებისგან განსხვავებით. ლეიკოციტები წარმოიქმნება ელენთაში, ლიმფურ კვანძებში და ძვლის წითელ ტვინში. ზოგიერთი მათგანი ივითარებს ცრუფეხებს და გადაადგილდება მთელს ორგანიზმში სწორედ მათი საშუალებით, ისინი ამ ცრუფეხებით მიდიან ორგანიზმის დამაზიანებელი ბაქტერიებისკენ, შებოჭავენ მათ, შემოეხვევიან გარშემო და ინელებენ. ამ პროცესს ფაგოციტოზი ანუ უჯრედთა შთანთქმა ჰქვია. ამ დიდი ბრძოლის დროს ლეიკოციტებსა და ორგანიზმში შემოჭრილ ბაქტერიებს შორის, არამარტო ბაქტერიები, არამედ მათი მშთანმთქმელი, ორგანიზმის მცველი ლეიკოციტები ანუ ფაგოციტებიც ზიანდებიან და იღუპებიან. ასეულ მილიონობით ასეთი ფაგოციტის გვამი თავს იყრის ბრძოლის ადგილას და სწორედ ამ გვამებისგან წარმოიქმნება ჩირქი. ორგანიზმის უცხო სხეულებისგან დაცვას სხვა გზითაც ახორციელებენ ლეიკოციტები - უცხო სხეულთა ორგანიზმში შეჭრისას ისინი წარმოქმნიან სპეციფიკურ ცილებს - ანტისხეულებს, რომლებიც ებრძვიან უცხო სხეულებს და კლავენ მათ, აუვნებლებენ. ზოგიერთი ლეიკოციტი მხოლოდ ერთ ან სამ დღეს ცოცხლობს, ამიტომ ძვლის ტვინი მათ მუდმივად გამოიმუშავებენ. ასევე დაგაინტერესებთ:1. 160 სამეცნიერო სტატია 2. 100 სტატია საქართველოს ისტორიისა და კულტურის შესახებ 3. 64 სტატია საქართველოს ისტორიისა და კულტურის შესახებ 4. 40 სტატია რელიგიის შესახებ ავტორი: თორნიკე ფხალაძე800 2-ს მოსწონს |
How many leukocytes are in the blood of an adult?
White blood cells make up 1% of the total blood volume of a healthy adult. This is when red blood cells make up 40-45% of the total blood volume. Blood 1 mikrolitr in (liters million,) is from 4000 to 11, 000 white blood cells - an average of 7000. If the increased blood leikotseitebis points, it demonstrates that the body somewhere inpetsiaa invaded and being different viral or bacterial factors caused damage to the body's immune response. If we do not have any disease on the face and if the body is normal, then a person weighing about 60 kilograms, who has an average of 5 liters of blood , will have a total number of leukocytes: 5 X 7000 = 35, 000, 000, 000 ( 35 billion leukocytes ).
Types and functions of leukocytes
There are 5 main types of leukocytes. these are:
1. Neutrophils (58% of which are white blood cells)
2. Eosinophils (2-4% of total white blood cell count)
3. Basophils (about 1% of leukocyte count)
4. Monocytes (about 2-6% of the total number of leukocytes)
5. Lymphocytes (20-30% of the total number of leukocytes)
Of these, neutrophils, eosinophils, and basophils belong to granulocytes .
Monocytes and lymphocytes belong to agranulocytes or leukocytes.
Leukocytes also protect the body from foreign bodies in another way - when foreign bodies enter the body, they produce specific proteins - antibodies that fight foreign bodies and kill them, harming them. Some leukocytes only live for one or three days, so the bone marrow produces them constantly.