ასტროლოგია ჩვენი მთვარე მარტო არ არის, დედამიწის ორი ახალი თანამგზავრის არსებობა დაადასტურდა 2019, 23 მარტი, 15:21 როგორც აღმოჩნდა, ჩვენი მთვარე მარტო არ არის. ნახევარსაუკუნოვანი სპეკულაციების შემდეგ უნგრელმა ასტრონომებმა და ფიზიკოსებმა დედამიწის ორი ახალი თანამგზავრის არსებობა დაადასტურეს, ახალი ობიექტები სრულად მტვრისგან შედგებიან. მკვლევართა გუნდმა მტვრის ღრუბლები დედამიწისგან დაახლოებით 400 000 კილომეტრის დაშორებით დააფიქსირა, ჩვენგან ამავე მანძილზეა დაშორებული მთვარეც. აღნიშნული თანამგზავრების არსებობას მეცნიერები დიდი ხნის განმავლობაში ვარაუდობდნენ, მათი დაფიქსირება კი პირველად 1961 წელს, პოლონელმა ასტრონომმა კაზიმირზ კორდილევსკიმ შეძლო, თუმცა ამის შემდეგაც კი, მეცნიერები თანამგზავრი მტვრის ღრუბლების არსებობის დადასტურებასა და მის ზუსტ ამოცნობას ვერ ახერხებდნენ. 83 1-ს მოსწონს
|