აჭარა "აი, ეს გოგონაა, ივნისში ქორწილი ჰქონდა დაგეგმილი, გუშინ კი ექიმების დაუდევრობით გარდაიცვალა" 2019, 23 მარტი, 1:02 სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მომხმარებელი, ზურა ბაუჟაძე, ბათუმში, აპენდიციტის ოპერაციის დროს დაღუპული გოგონას შესახებ, სტატუსს აქვეყნებს: "აი, ეს გოგონა, ფოტოზე ბედნიერი რომაა, გუშინ, დილით ბათუმში გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზი კი ექიმების დაუდევრობა და უცოდინრობა გახდა. ბრმანაწლავით დღეს ადამიანები არსად არ იღუპებიან, არ იღუპებიან ნორმალურ ქვეყნებში. ივნისში ქორწილი ჰქონდა ამ წყვილს დაგეგმილი. ფოტო ნიშნობაზეა გადაღებული, მაგრამ...
ბექა, თანაგიგრძნობ. არ ვიცი მეტი რა გითხრა, ვერც ვერაფერს გეტყვი..." - წერს ზურა ბაუჟაძე.
ბათუმში კლინიკა "მედცენტრში" 28 წლის მელანო ფუტკარაძე გარდაიცვალა. ახლობლების თქმით, გოგონა ბრმანაწლავთან დაკავშირებულ პრობლემაზე ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, საიდანაც მისი გაწერა მოხდა. მდგომარეობის გართულების შემდეგ კი, კლინიკა "მედცენტრში" აღმოჩნდა თუმცა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ოჯახის წევრები მელანოს გარდაცვალებაში მედიკოსებს ადანაშაულებენ. გარდაცვლილის დედის თქმით, ექიმებმა არასწორი დიაგნოზი დასვეს, რასაც მისი შვილის გარდაცვალება მოჰყვა. გარდაცვლილი მელანო ფუტკარაძის დედა ბათუმის რეფერალური საავადმყოფოს ექიმების დასჯას და საქმის დროულ გამოძიებას ითხოვს. 742 1-ს მოსწონს
|