საბუნებისმეტყველო ადამიანის ერითროციტები - სისხლის წითელი უჯრედები 2019, 23 მარტი, 1:09 რამდენი ლიტრი სისხლისგან შედგება ადამიანის ორგანიზმი?ზრდასრული ადამიანის ორგანიზმში ცირკულირებს რამდენიმე ლიტრი სისხლი, დაახლოებით 4.5 ლიტრიდან 5.5 ლიტრამდე. საერთოდ ყოველი ადამიანის წონის 8-დან 10%-მდე არის სისხლის წონა. მაგალითად ადამიანი, რომელიც იწონის 54 კილოგრამს, დაახლოებით ექნება 4.5 - 5.5 ლიტრი სისხლი. 100 კილოგრამიან ადამიანს კი შესაძლოა ცირკულირებაში ჰქონდეს 8 ან 10 ლიტრი სისხლი. საინტერესოა ის ფაქტი, რომ 5 ან 6 წლის ბავშვებს აქვთ დაახლოებით იმდენივე სისხლი ორგანიზმში, რამდენიც ზრდასრულებს, მაგრამ ვინაიდან ამ ბავშვების სხვა ორგანოები, კუნთოვანი სისტემა, ძვლოვანი სისტემა და სხვა სისტემები იწონის ბევრად უფრო ნაკლებს, ვიდრე ზრდასრულებისა, მათს ორგანიზმში სისხლის წონა შეადგენს უფრო მეტ პროცენტს, ვიდრე მოზრდილებში. რაც შეეხება ახალშობილებს, მათ ძალიან ცოტა სისხლი აქვთ. მაგალითად ახალშობილს, რომელიც იწონის დაახლოებით 2.3 - 3.6 კილოგრამს, მხოლოდ 1 ჭიქა სისხლი აქვთ - დაახლოებით 0.2 ლიტრი. რამდენი ერითროციტია ზრდასრული ადამიანის სისხლში?54-60-კილოგრამიანი ადამიანის სისხლი, რომელიც არის დაახლოებით 4.5 - 5.5 ლიტრი, შეიცავს დაახლოებით 20 ტრილიონიდან 30 ტრილიონამდე ერითროციტს ანუ სისხლის წითელ უჯრედს. 5.4 - 4.2 მილიონი ერითროციტი ერთ კუბურ მილიმეტრ სისხლში მამაკაცებში. 5.0 - 3.6 მილიონი ერითროციტი ერთ კუბურ მილიმეტრ სისხლში ქალებში. ამ 20-დან 30 ტრილიონამდე ერითროციტიდან თითოეულის სიცოცხლის ხანგრძლივობა 120 დღეა. ეს ნიშნავს, რომ ძვლის ტვინში და ბრტყელ ძვლებში დაბადების შემდგომ ყოველი ცალკეული ერითროციტი სისხლის მიმოქცევაში ცირკულირებს მთელი 4 თვის განმავლობაში შემდეგ კი კვდება, გამოიდევნება თირკმლების მიერ და ჩანაცვლდება ახლად წარმოქმნილი ერითროციტებისგან. ძალიან საინტერესოა ის ფაქტი, რომ ყოველ წამში ადამიანის ორგანიზმში კვდება და იშლება საშუალოდ 2.5 მილიონი ერითროციტი და ამდენივე ჩანაცვლდება ახალი ერითროციტებისგან. თითოეული ერითროციტის მომწიფებას ძვლის ტვინში 10-12 დღე ესაჭიროება. ერითროციტების მორფოლოგიაერითროციტი არის დისკის ფორმის, უბირთვო უჯრედი. ის წარმოქმნისას შეიცავს ბირთვს, რომელიც შესაბამისად შეიცავს ადამიანის 46 ქრომოსომას, მაგრამ ყოველი ერითროციტი კარგავს აღნიშნულ ბირთვს, როდესაც გადადის წარმოქმნის შემდეგ სისხლის ცირკულაციაში. მას შესაბამისად რჩება მეტი ადგილი, რომ დაიკავშიროს ჟანგბადის მოლეკულები და მოამარაგოს ჟანგბადით მთელი ორგანიზმი. ეს უბირთვო ერითროციტი დიამეტრით გახლავთ საშუალოდ მხოლოდ 7 ან 8 მიკრონი (მეტრის მემილიონედი, მილიმეტრის მეათასედი). თითოეული ერითროციტი შეიცავს ჰემოგლობინის პროტეინის (მეტალოპროტეინის) 270 მილიონ მოლეკულას. ამდენ ჰემოგლობინს სწორედ იმიტომ იტევს, რომ ბირთვს კარგავს, თორემ ეს უზარმაზარი უჯრედის ორგანელა - ბირთვი რომ შეენარჩუნებინა, ამას ვერ მოახერხებდა, შესაბამისად ბევრად ცოტა ჟანგბადს გადაიტანდა. ამ 270 მილიონიდან, თითოეულ ჰემოგლობინის მოლეკულა შედგება 10, 000 ატომისგან (წყალბადის, ნახშირბადის, აზოტის, გოგირდის და ჟანგბადის ატომისგან - ეს ნიშნავს, რომ ერთი ერითროციტი შედგება 270 მილიონი X 10 ათასზე = მთლიანობაში 2 ტრილიონ 700 მილიარდი ატომისგან) და აქვს ასევე 4 რკინის დიდი ატომი ცენტრში, რაც შეიცავს ჰემის რკინის იონებს, რაც საბოლოოდ წითელ შეფერილობას აძლევს ერითროციტს, ვინაიდან რკინა იჟანგება ჟანგბადთან ურთიერთქმედებისას. ამ 4 რკინის ატომის გარეშე ფუნქციას დაკარგავდა როგორც ჰემოგლობინის მოლეკულა, ასევე მთელი ერითროციტი და ერითროციტები ვეღარ იმონაწილევებდნენ ადამიანის ორგანიზმის სუნთქვის პროცესში. ვეღარ მოახდენდნენ ფილტვის ალვეოლებიდან ჟანგბადის მიერთებას და იმ არეალებში გამოთავისუფლებას, სადაც ისინი საჭირონი არიან, როგორიცაა მაგალითად ცხოველმოქმედი უჯრედების სიახლოვეს. თითოეულ ცალკეულ ერითროციტს აქვს შესაძლებლობა იმისა, რომ ერთდროულად გადაიტანოს დაახლოებით 1.08 მილიარდი ჟანგბადის მოლეკულა. მთლიანობაში, თითოეული ზრდასრული ადამიანის სისხლის მიმოქცევაში არის დაახლოებით 2.90 გრამი რკინა. (livescience.com) ასევე დაგაინტერესებთ:1. 160 სამეცნიერო სტატია 2. 100 სტატია საქართველოს ისტორიისა და კულტურის შესახებ 3. 64 სტატია საქართველოს ისტორიისა და კულტურის შესახებ 4. 40 სტატია რელიგიის შესახებ ავტორი: თორნიკე ფხალაძე1021 3-ს მოსწონს |
How many liters of blood does the human body consist of?
Several liters of blood circulate in the adult human body, from about 4.5 liters to 5.5 liters. Generally 8 to 10% of each person's weight is blood weight. For example, a person who weighs 54 kilograms will have about 4.5 - 5.5 liters of blood. A person weighing 100 kilograms may have 8 or 10 liters of blood in circulation.
Interestingly, 5 or 6-year-olds have about as much blood in their bodies as adults, but since these children's other organs, musculoskeletal system, skeletal system, and other systems weigh much less than adults, they have a higher percentage of blood weight in their body. Than in adults.
As for newborns, they have very little blood. For example, a newborn who weighs about 2.3 - 3.6 kilograms, has only 1 cup of blood - about 0.2 liters.
How many erythrocytes are in an adult human blood?
54-60-kilogram human blood, which is about 4.5 - 5.5 liters, contains about 20 trillion to 30 trillion erythrocytes, or red blood cells.
4.2 - 5.4 million erythrocytes per cubic millimeter of blood in men.
3.8 - 5.0 million erythrocytes per cubic millimeter of blood in women.
In one litre, there are 1 million cubic millimeters, so in each litre of blood, there are 3.8 - 5.0 trillion erythrocytes in women. and 4.2 - 5.4 trillion erythrocytes in men.
The lifespan of each of these 20 to 30 trillion erythrocytes is 120 days. This means that in the bone marrow and flat bones, each individual erythrocyte circulates in the bloodstream for 4 months after birth and then dies, is expelled by the kidneys, and is replaced by newly formed erythrocytes.
Very interesting is the fact that every second an average of 2.5 million erythrocytes die and are broken down in the human body and as many are replaced by new erythrocytes. It takes 10-12 days for each erythrocyte to mature in the bone marrow.
An erythrocyte is a disc-shaped, nuclear cell. It contains the nucleus, which contains 46 human chromosomes, but each erythrocyte loses that nucleus when it enters the bloodstream after formation. It therefore has more room to bind oxygen molecules and supply oxygen to the whole organism. This nuclear erythrocyte is on average only 7 or 8 microns in diameter (one millionth of a meter, one thousandth of a millimeter). Each erythrocyte contains 270 million molecules of hemoglobin protein (metalloprotein) . It can hold so much hemoglobin because it loses the nucleus, otherwise it is a huge cell organ - the nucleusTo maintain it, it would not be able to do so, consequently carrying very little oxygen. Of these 270 million, each hemoglobin molecule is made up of 10,000 atoms (hydrogen, carbon, nitrogen, sulfur, and oxygen atoms - meaning that one erythrocyte is made up of 270 million X 10 thousand = a total of 2 trillion 700 billion atoms).) And also has 4 large iron atoms in the center, which contain heme iron ions, which eventually give the erythrocyte a reddish tinge, since iron oxidizes when it interacts with oxygen. Without these 4 iron atoms, the hemoglobin molecule would have lost its function, and the whole erythrocyte and erythrocytes would no longer be able to participate in the respiration of the human body. They could no longer absorb oxygen from the lung alveola and release it to areas where they are needed, such as in the vicinity of, for example, animal cells. Each individual erythrocyte has the ability to transport approximately 1.08 billion oxygen molecules simultaneously . In total, each adult's bloodstream contains about 2.90 grams of iron.