ქალი და მამაკაცი აი, ამ მიზეზთა გამო თქვენ ვერ პოულობთ სიყვარულს - გაითვალისწინეთ! 2019, 21 მარტი, 22:46
ხშირად მარტოობას განვიცდით და ვერ გაგვიგია, რატომ ვრჩებით ყოველთვის მარტო, როცა სხვები ჩვეულებრივ აწყობენ ურთიერთობებს და კარგადაც გრძნობენ თავს.
წარმოგიდგენთ მთავარ 6 მიზეზს, რატომ შეიძლება ვერ პოულობდეთ სიყვარულს. დაფიქრდით და გაიაზრეთ, იქნებ სწორედ ამ მიზეზთა გამო?!
1. თქვენ აიდეალებთ ურთიერთობებს! ეს ყველაზე დიდი შეცდომაა, იდეალური ქვეყნად არაფერია, ამიტომ უნდა სცადოთ რეალობასთან მორგება და ადამიანების დადებითი მხრიდან დანახვა. 2. თქვენ პატივს არ სცემთ საკუთარ თავს ესეც ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება იყოს. იმისათვის, რომ სხვა შეიყვაროთ, პირველ რიგში, საკუთარი თავი უნდა გიყვარდეთ და მას პატივს სცემდეთ. 3. თქვენ უზღუდავთ პარტნიორს პირად სივრცეს ხშირად სწორედ ამის გამო მთავრდება დაწყებული ურთიერთობა, ეცადეთ, პარტნიორს მოანატროთ თავი და ნუ შეუზღუდავთ მას პირად სივრცეს. 4. თქვენ არ შეგიძლიათ აპატიოთ ურთიერთობაში პარტნიორები შეცდომებს უშვებენ, მაგრამ თქვენ არ უნდა სცადოთ მათი დამახსოვრება, თუ თქვენი პარტნიორი გულწრფელად ნანობს, აპატიეთ და მიეცით შანსი, სხვა შემთხვევაში თქვენ ყოველთვის მარტო დარჩებით. 5. თქვენ მზად არ ხართ ურთიერთობებისთვის ამაზე უნდა დაფიქრდეთ, გჭირდებათ კი ნამდვილად ურთიერთობა და სიყვარული? თუმცა დიდხანსაც ნუ იფიქრებთ, დრო ძალიან სწრაფად გადის. 6. თქვენ მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობთ ასეთი ადამიანები ეგოისტები არიან. ნუ იქნებით ეგოისტი, ისწავლეთ სხვისთვის სიყვარულის გაღება და ნუ გეგონებათ თქვენი თავი სამყაროს ცენტრი. თუ ასე გააგრძელებთ, მარტო დარჩებით! 648 2-ს მოსწონს
|