x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
იცოდით, რატომ აშენებდნენ უწინ მაინცდამაინც 9-სართულიან კორპუსებს და არა 8 ან 10?
უწინ, ძირითადად 9 სართულიანი კორპუსები შენდებოდა, იყო იშვიათი გამონაკლისი ე.წ "სტალინის და ხრუშოვკის" პროექტის ბინები, თუმცა ძირითადი მასა კი იყო მხოლოდ და მხოლოდ 9 სართულიანი. როგორ ფიქრობთ, უბრალო დამთხვევა იყო თუ რაიმე, სპეციალური არქიტექტურული გათვლა? - არც ერთი. რეალური მიზეზი სულ სხვაგვარია და ახლავე შეიტყობთ.


image


იცოდით, რატომ აშენებდნენ უწინ მაინცდამაინც 9 სართულიან კორპუსებს და არა 8, 10 ან სხვა?



ამ კორპუსების სართულების რაოდენობის მთავარი მიზეზი ხანძრის უსაფრთხოება ყოფილა. ვინაიდან სახანძრო მანქანებზე არსებული სპეციალური მექანიკური კიბის სიმაღლე 28 მეტრს შეადგენდა, არითმეტიკულად, ის მხოლოდ მე-9 სართულამდე მიაღწევდა. შედეგად, ეს იყო ერთ-ერთი ძირითადი ნორმატიული პრინციპი, რომელიც კანონიერად უნდა დაეცვა არქიტექტორს.


თუ სტანდარტული კორპუსის თითო სართულის სიმაღლე 2, 8-3, 0 მეტრია, მაშინ სახანძრო უსაფრთხოება დაცული იქნება, მაგრამ შენობას, რომელსაც მაღალი ჭერისა და მას დამატებული სარდაფის გამო სიმაღლე 28 მეტრზე მეტი აქვს, მაშინ სპეციალური კიბე უმაგრდებათ შენობის ღია სივრცეში გარედან, რომელსაც ხანძრის დროს გამოიყენებენ.




image



თუმცა, მსგავს კორპუსებს, რომლებსაც 3, 0 მეტრზე მეტი სიმაღლის ჭერი ექნება, პლუს დიდი სარდაფი და აუცილებლად დასჭირდება ეს დამატებითი კიბე ღია სივრცეში, რომელსაც აივნიანი მისადგომი უნდა ჰქონდეს აუცილებლად, ჯამში ემატება თანხა ხარჯებს და სახარჯო ღირებულება უფრო მეტია, ამიტომ მხოლოდ სტანდარტების შესაბამისად 9 სართულიანებს აშენებდნენ.


გარდა ამისა, 9 სართულიან კორპუსებს აუცილებლად უნდა ჰქონოდა საევაკუაციოდ სხვა, მეორე გასასვლელი, ასევე სამგზავრო ლიფტი, ხოლო თუ შენობა 10 და მეტი სართულიანი იყო, მაშინ, ასევე სტანდარტების გათვალისწინებით, საჭირო იყო 2 ლიფტი- ერთი სამგზავრო, მეორე კი - სატვირთო. 12 სართულიან (და მეტი) შენობებში ბინები გაცილებით მეტი ღირდა, ვიდრე 9 სართულიან კორპუსებში, მიზეზი კი გასაგებია, რომ იქ მეტი სტანდარტი იყო დაცული, რაც ხარჯებს მატებდა.



image



სამწუხაროდ, თანამედროვე პირობებში სიტუაცია შეცვლილია. დღეს მიწის ნაკვეთი ისეთი ძვირი ღირს, რომ ინვესტორი ცდილობს რაც შეიძლება მომგებიანი იყოს მისი პროექტი და ლამის ცათამბჯენ კორპუსებს აშენებენ, სადაც ბუნებრივია, რომ სტანდარტები საერთოდ არ არის დაცული.





იხილეთ აგრეთვე:




სართული, რომელზეც ცხოვრობთ, თქვენ ბედზე მოქმედებს - შეამოწმეთ!image





იცოდით, რომელი სართულია საცხოვრებლად ყველაზე უსაფრთხო?image



0
6163
14-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
6163
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0