საზოგადოება საიდუმლო დეტალები, რომლებსაც ყველა პოლიციელი იყენებს და არ იცოდით! 2019, 22 მარტი, 11:28 პოლიციელები ნებისმიერ ქვეყანაში არიან და ისინი იცავენ კანონებს. ფილმებიდან ვხედავთ, როგორ იჭერენ დამნაშავეებს, ახორციელებენ მათ დაკითხვებს, იცავენ მოქალექეების უფლებას და სიცოცხლეს, მაგრამ, საინტერესოა, რა ხდება სინამდვილეში?
გთავაზობთ რამდენიმე საიდუმლო მაგალითს, რომელსაც (თითქმის) ყველა პოლიციელი იყენებს. 1. მათ თქვენზე ყველაფერი იციან. როგორც კი აიღებთ ბიომეტრიულ პასპორტს ან თითის ანაბეჭდს აგიღებენ, თქვენ მაშინვე ხვდებით პოლიციელების მონაცემთა ბაზაში. ეს, რა თქმა უნდა, ხელს უწყობს გამოძიებას, თუმცა, ხშირად თქვენს ინფორმაციას ისინი იყენებენ პირადი ინტერესებისთვის. თუ გყავთ პოლიციის თანამშრომელი ახლობელი ან მეგობარი, მაშინ, იცოდეთ, რომ მან თქვენზე ყველაფერი იცის. აშშ-ს ზოგიერთ შტატში, პოლიციის ავტომობილებში არის სპეციალური სატელიტური სისტემა, რომლის მეშვეობით ბაზიდან ყველანაირ ინფორმაციაზე აქვთ წვდომა და ადგილზევე შეძლებენ თქვენი ამბების გარკვევას. 2. მათი სამუშაოს უმეტესად რუტინულია. ფილმებიდან ვხედავთ, პოლიციელები თუ როგორ დევნიან დამნაშავეებს გამუდმებით, იჭერენ და უწევთ ცხელი შეტაკებები, თუმცა, საქმე მთლად ასეც არაა. მათი ძირითადი საქმიანობაა დიდი რაოდენობით დოკუმენტების შევსება, მოხსენებების, საჩივრისა და განცხადებების დაწერა. რაც ხშირად მოსაწყენია. 3. მათი "ძმობა". არსებობს, ე.წ პოლიციელთა "ძმობა". იცოდით რას ნიშნავს ეს? ხალხის ყველაზე დიდ ნაკადშიც კი, თუ პოლიციელები სამოქალაქო ტანსაცმლით არიან, მაინც შეუძლიათ ერთმანეთი ამოიცნონ (ამ შემთხვევაში თანამშრომლები არ იგულისხმება). მათ აქვთ საიდუმლო წესები, რომელიც აძლევთ საშუალებას, იცნონ კოლეგა. 4. პოლიციელები ყოველთვის იცავენ ერთმანეთს. არსებობს გავრცელებული აზრი, რომ პოლიციელები, თუ რომელიმე მათგანი არღვევს სამართლებრივ წესს, ერთმანეთს იცავენ. ეს ნაწილობრივ მართალია. პოლიციელთა რეპუტაცია ადვილად ვრცელდება როგორც მთელ ქალაქში, ასევე მსოფლიოში, ვინაიდან ის წესრიგის დამცველია, ამიტომ ისინი უფრთხილდებიან ერთმანეთის ღირსებას. თუმცა, ხდება ისეც, რომ ერთის უგუნური შეცდომა საფრთხის წინაშე აყენებს მთელს სტრუქტურას. 5. რატომ უყვართ "დონატები"? საქმე "დონატებში" კი არა, ყავაშია. პოლიციელების სამუშაო გრაფიკი 12 და ზოგჯერ მეტი საათია. ღამის 3 საათზე სად შეიძლება შეიძინო ცხელი ყავა, ყველა სურსათი და კვების ობიექტი ხომ დაკეტილია? რა თქმა უნდა "დონატების კაფეში". ის არის ერთადერთი ადგილი, რომელიც ღიაა 24 საათის განმავლობაში. 6. ხრიკი დაკითხვის დროს. კრიმინალებს შორის, ყველაზე ხშირად პოლიციელები ხვდებიან კარგად გამოცდილ დამნაშავეებს, რაც ართულებს დაკითხვის დროს მათ გამოტეხას. თუმცა, პოლიციელებსაც აქვთ ხრიკები, რომლის საშუალებითაც დამნაშავეებს ანკესზე აბამენ. დამნაშავეს არწმუნებენ, რომ უკვე არსებობს დანაშაულის რეალური ფაქტები და ეს მეთოდი ხშირად მუშაობს. 7. სხვადასხვა სირენები, სხვადასხვა სიტუაციებისთვის. ძირითადად ერთი ტიპის სირენის ხმა გვესმის, რომელსაც პოლიციელი სამუშაოს შესრულებისას საჭიროების დროს იყენებს. თუმცა, არსებობს სირენები, რომლებიც სხვადასხვა სიტუაციისას უნდა გამოიყენონ. 8. ჯერ მოკალი, შემდეგ შეამოწმე. აშშ-ში არსებობს ტერმინი «swatting», რაც 911-ზე ცრუ ზარის განხორციელებას აღნიშნავს. გამოძახების შემდეგ, აშშ-ს სპეცსამსახურის წარმომადგენელი მისულა დანიშნულების ადგილას და ხშირად ფატალურად დასრულებულა ოპერაცია და გვიან გარკვეულა, რომ განგაში იყო ცრუ. ვიდეო თამაშების გამო მეგობარზე გაბრაზებულს შურისძიების მიზნით 911-ზე დაურეკავს, შემთხვევა კი უდანაშაულო ადამიანის სიკვდილით დასრულებულა. სწორედ ამ და სხვა მსგავსი შემთხვევების გამო შეიცვალა პრინციპი, ახლა უკვე აშშ-ს სპეცსამსახურის მოწოდებაა "ჯერ შევამოწმოთ და შემდეგ ვიმოქმედოთ". 9. ხელის დადება საბარგულზე. პოლიციელები საბარგულზე ხელს ადებენ იმ შემთხვევაში, თუ ჰყავთ ეჭვმიტანილი, თუმცა ფაქტების არარსებობის გამო, ჯერ-ჯერობით არ შეუძლიათ მისი დაკავება. ხელის დადებით კი ტოვებენ თითის ანაბეჭდს, რაც შემდეგ საქმის გახსნას აჩქარებს და აღნიშნულ შემთხვევას ურთავენ საქმის დეტალებში. 10. ბრალდება გარდაუვალია. ყველას გსმენიათ "უდანაშაულობის პრეზუმფციაზე"? ზოგიერთ ქვეყანაში ეს კონცეფცია არ არსებობს და პოლიციელი მანამაა დარწმუნებული თქვენს დანაშაულში, სანამ პირიქით არ დადასტურდება. ამიტომ, იყავით ყურადღებით, განსაკუთრებით, უცხო ქვეყნებში. 11. თქვენ გაქვთ დუმილის უფლება და პოლიციელი ვალდებულია თქვენი უფლებები წაგიკითხოთ. ფილმებიდან ვიცით, რომ პოლიციელი ვალდებულია თქვენი უფლებები წაგიკითხოთ, თუმცა, ეს მითია. თქვენ თვითონ ხართ ვალდებული, იცოდეთ ან წაიკითხოთ თქვენი უფლებები. 12. ცინიზმი - როგორც შეძენილი ხარისხი. ადამიანების უმეტესობა მიიჩნევს, რომ პოლიციელები არიან სასტიკები, არაჰუმანურები, არ განიცდიან ტკივილს და გულთან არ მიაქვთ სხვისი უბედურება, თუმცა ეს ასე არ არის. სინამდვილეში, სამსახური ავალდებულებს მათ მიუკერძოებლობას, ზოგჯერ ცინიკურნიც უნდა იყვნენ. მიუხედავად იმისა, რომ ხედავენ მკვლელობებს, სისასტიკეს, გარდაცვლილთა ნათესავების ტკივილს, მაინც უნდა გააგრძელონ მუშაობა, თითქოს არაფერი მომხდარა. იხილეთ აგრეთვე: ● ყველაზე სულელური კანონები 1943 16-ს მოსწონს |
სან-ფრანცისკოში, თუ ვიღაც მაწანწალა გნიდა რამეს აშავებს, ამით , ჩვენმა მეგობარმა ოთხფეხა ძაღლებმა რა დააშავეს ტოოო?!!