მხატვრობა ღორის შექმნილი ნახატები 4 ათას დოლარად იყიდება 2019, 21 მარტი, 1:28 ღორმა, სახელად პიგასომ, რომელიც სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ცხოვრობს, საკუთარი ნახატებით სახელი გაითქვა, - ინფორმაციას ავრცელებს BBC. პიგასოს ნახატები მთელ მსოფლიოში იყიდება. ერთი ნახატის ფასი 4 ათასი დოლარია. ღორის ნახატების გამოფენა გაიმართა პარიზში, ლონდონსა და ბერლინში. იმ თავშესაფრის მფლობელები, სადაც პიგასო ცხოვრობს, შეგროვილი თანხით ცხოველებს ეხმარებიან. 64 1-ს მოსწონს
|